Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 იან 2009, 23:47
ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა.
მითხრეს, რომ ეკლესიამ (თუ კონკრეტულად, პატრიარქმა) ამ გადაცემის არსებობა მიზანშეუწონლად მიიჩნია და
გადაცემის ქართველმა მფლობელებმა ის დახურეს.
როგორც გავიგე, ეკლესიას არ მოსწონებია წმინდანების რეიტინგში დასახელება.
არც გადაცემა მინახავს, ეთერში რა გადიოდა.
თუმცა, როგორც პროექტის შინაარსი იტყობინებოდა, გადაცემას უნდა გამოევლიანა იმ პირთა 10ეული,
რომლებმაც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე უფრო განსაკუთრებული როლი შეასრულეს და ის არ ითვალისწინებდა
წმინდანებს შორის შეჯიბრს, თუ ვინ უფრო წმინდანი იყო.
თუ გადაცემა ამ შინაარს არ არღვევდა, თვით ტელევიზიის ხელმძღვანელობისგანაც კი
დაუშვებელი იყო რაიმე ზემოქმედება.
ვფიქრობ, რომ გადაცემა არ უნდა დაიხუროს.
მეფეები მირიანი, ვახტანგი, დავითი, თამარი და სხვებიც, აგრეთვე, საზოგადო მოღვაწეები - ვთქვათ, ილია, დიმიტრი ყიფიანი და ექვთიმე
საქართველოს კლესიამ წმინდანად კი შერაცხა, მგრამ მათ გარეშე გადაცემა "საუკეთესო 10ეულის" არსებობა ხომ წარმოუდგენელია?
როგორც ვიცი, მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანთა ძეგლების დადგმის წინააღმდეგია.
თუ ასეა, მაშინ რატომ გვაქვს ჩემ მიერ ნახსენები დიდი ქართველების ძეგლები?
ააა, როგორც საზოგადო მოღვაწეებს, მათ ისე დაუდგეს ეს ძეგლები?
არ მითხრათ, რომ ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად რომ აღიარა, მისი ძეგლები უკვე იდგა.
მეფეების ძეგლები ჰომ მათი წმინდანად შერაცხვის შემდეგ დაიდგა?
ჰოდა, თუ წმინდანთა ძეგლები გვაქვს, მაშინ მათი საუკეთესო 10ეულში დასახელებამ რა დააშავა?
ჩემი აზრით, გადაცემა უნდა გაგრძელდეს.
ოღონდ, კიდევ აღვნიშნავ, რომ ჩემი აზრით, ის არ იქნება ეთიკური, თუ წმინდანებს შორის უფრო წმინდანის
გამოვლენას მოემსახურება, მაგრამ ძნც კგი იქნება, თავიდანვე ჩაფიქრებულ
შინაარსს თუ მიჰყვება და ხალხის შეხედულებით
გამოავლენს, ვინ უფრო დიდი ხილული წვლილი გაიღო საქართველოსთვის, თორემ, ვინ იცის, მღვიმეში მყოფ რამდენ
ბერს მტკიცე რწმენითა და მხურვალე ლოცვით რამხელა წვლილი გაუღია ჩვენი სამშობლოსთვის.
1ცაა, მსგავსი გამოკითხვების შედეგები ეპოქებისა და ცოდნის თვალსაწიერის გამო, ხშირად იცვლება, ხოლმე და ამაში
საგანგაშო არაფერია.
შეიძლება, ისტორიის ქაღალდებმა ან მომავალმა დროებამ ისეთი ახალი გმირებიც წარმოაჩინოს, რომლებიც
საქართველოს საუკეთესო 10ეულს შეცვლიან.