კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 02 იან 2009, 03:09

ნუ გაიგლიჯე გული მამულო,
ცოტა ხანს კიდევ გაძელ. . .
არ დაადუმო შენი „ლილე“ და
მოვალ, აგინთებ კანდელს. . .
თუ გინდა ფეთქვით,
ოღონდ დამიხვდი,
არ დაიშრიტო თვალი,
ოღონდ მელოდე, ოღონდ მიწამე,
მოვალ იმედად ხვალის! . .
შენი ცოტნე ვარ, შენი თამარი,
მოვალ დავითად, საბად. . .
დიდი ილია რომ ნატრულობდა
მოვალ იმ ქართულ ძალად...
შენი გუთნის და შენი აკვანის,
შენი ქართული ოდის,
შენი თბილისის მადლი რომ იცის,
ჩემი თაობა მოდის! . .
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 06 იან 2009, 17:08

გული- ბაგად ...

დეკემბერია,
ყინვა თითქოს
ჩაშაქარტკბილდა.
ღამეს თვალები უციმციმებს
ვარსკვლავებივით,
-მამა, სხეულზე ნათითური
შენი ამტკივდა,
თიხით ძერწილი -
მიტოვებულ სახლად ვიქეცი...
დეკემბერია,
ქარი ცოდვებს მაყრის ნამქერად,
და ჩარაზული კარიც გაიღო...
მწყემსებო, ბეთლემს ნუღარ წახვალთ
შობის ვარსკვლავი
შორიახლო ჩემთან აენთო ,
....................................................
რომ გული ჩემი -ბაგად დავთმო,
სინანული თივად დაგიგო,
მაცხოვარო,
გექცე ბეთლემად!



ნინო ქადაგიძე
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 08 იან 2009, 00:52

გადაგეჩვიე. . .
არადა, იყო დრო
შენოცენტრულ სამყაროში ვცხოვრობდი. . .
ვფიქრობ შენზე
და
აღარ ძგერს გული შენი სურვილით. . .
გადაგიყვარე?
არა,
უბრალოდ გადაგეჩვიე. . .
გიყურებ თვალებში
და
ვეღარ ვხედავ მთელ სამყაროს,
აღარ არის სამყარო
შენოცენტრული. . .
და
მხოლოდ შენზე სიზმრები მიმღვრევენ სულს,
ისიც ხანდახან. . .
ვიცი,
ამ სიტყვებს არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ,
არც მინდა შევცვალო რამე,
მე ხომ უკვე გადაგეჩვიე . . .
არადა, იყო დრო, მე შენ გაზაფხულს გადარებდი,
მაისს მიგიგავდა სახე, მშვენიერო
მაისს გადარებდი,
ვარდებს აყვავებულს,
არადა, ეკლები უფრო მეტი გქონდა.
მოვიდა დრო
და
სიკვდილს შეგადარე:
მასავით მინდიხარ. . .
არ მოდიხარ. . .
მაგრამ ვიცი ოდესმე მოხვალ.
მასავით მაკრთობს შენი ხსენება
და
ყინულივით ცივი ხელები. . .
დაშემოდგომდი,
დაზამთრდი
და
გამოიდარე. . .
ახლა შენს სახეს თებერვალს ვადარებ:
მასავით ცივი ხარ,
მკაცრი
და
პირქუში.
ხანდახან ნათდები
და
ისიც დროებით
ზამთარი მტკივა
და
მიყინავს სულს,
თუმცა მალე გაზაფხულდება. . .
მინდა გაზაფხული მოვიდეს,
შემიყვარდები
ისევ? . .
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by perwkli » 08 იან 2009, 00:53

გადავიფიქრე
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 09 იან 2009, 22:24

ქალი სიცოცხლე და გაზაფხული
უნაზეს ტრფობად გულს ჩასახული. . .

ქალი უეცარი სიხარული
ქალი იმედი და სინანული. . .

ქალი ბედნიერი დედა
ქალი შიში და ელდა. . .

ქალი ფაქიზი დანაზი
ქალი სათუთი ბავშვი. . .

ქალი ამაყი
და ლაღად მონავარდე. . .

დაელოდე
იქნებ შენთან მოკალათდეს. . .

ქალი ანგელოზია ყინწვისის
ქვეყნად მისი ფასი ვინ იცის. . .

ქალის სულშია ერის სიმდიდრე
ქალის ნამუსო ქვეყნად იდიდე. . .

ქალი თამარი და ერის თვალი,
ქალი რუსთაველის საფიცარი. . .

ქალი შემოპარული გულში
ქალი აფეთქებული ნუში. . .

უნდა ესათუთოთ ასეთ საგანძურს
ქვეყნად ვერ იპოვით ქალის საფასურს! . .




:roll:
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ლეონტი » 11 იან 2009, 19:13

ელგუჯა ბურდული კითხულობს ვაჟას ლექსს.
აბა მოვისმინეთ
http://www.soundlantern.com/SoundPage.do?ToId=27846

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 14 იან 2009, 01:54

არ გიხდებიო, ქალაიმ და
ერთ დღეს დამწირა
ხელდახელ ვერო
ვერ ივლიანა ჩვენი მაყრები
გაზაფხულიო, ბარშიო უფრო,
მალე მადისავ,
მამწონხარ მარა,
მთაში ვერა, ვერ გამაგყვებივ.

დასთვრებითაო,
ღრეობიდან ახალ აშლილნი
ლეგა თვალებით
დამიფრთხობთა
ბარელ დაქალებს,
მღერა-მღერითაო და
ვერცა სთვრებითაო,
ნეტა რას აღონებთ
ლუდის საქვაბეებს.

არ გიხდებიო, ქალაიმ და
ნეტავ ვინ რა უთხრა,
ქალაქი შორს ასაო...
ვერც კი შევედავე,
ლეგა თვალებითო,
მთვრალ, ვერც მთვრალებიო,
ზამთარ ცივ გაქვთაო და
მკერდზე შევიფარე

განა არ უნახავს
ჩვენი ზამთრები და
ჟიპიტაური და
ბალალაიკა და
სითბოც უგემია
ლუკმა გვიტეხია,
ქალაქ მაინც შორს ას
რაღაცნაირადა.

არ გიხდებიო ქალაიმ და...
ვერო ხელდახელ...
გაზაფხულიო, ბარშიო უფრო...
გასცდა ქარაფებს...
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
Ivane Goliadze
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 01 აპრ 2005, 17:13
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Ivane Goliadze » 16 იან 2009, 16:14

მოგესალმებით ყველას
არ მქონდა გადაწყვეტილი აქ დაპოსტვა, მაგრამ ლამას დიდი თხოვნით გადავწყვიტე დამეწერა

ისეთი არაფერი უბრალოდ ისტორიაა ჩემს წინაპარზე.

სათაური შეცდომა არ გეგონოთ, ჩიჩილაკი გურულად ჩიჩალაკია :) დატუ რამე შეცდომა გაიპარა ბოდიში წინასწარ :)

ნ------------------------------ ჩიჩალაკი----------------------------------

დეკემბერი იდგა, 1917 წელი ილეოდა. თოვლში ჩაფლულიყო საქართველოს მთა-ბარი და მისი პატარა კუთხე გურიაც თეთრად შეემოსა ბუნების მბრძანებელს. საცაა შობა მოვა და აენთება ყოველ ოჯახში სიხარულის სანთლები.
პატარა ხის სახლი, რომელიც ჩაფლულიყო წმინდა და თეთრ თოვლში ემზადებოდა შობის შესახვედრად თავისი ბინადრებით. მხოლოდ ოჯახის უფროსი, ესე არ იყო შინ. იგი საქმეზე იყო წასული ბათუმში და რამოდენიმე დღე შეაგვიანდებოდა. ესეს შინ ფეხმძიმე ცოლი მართა და შვილები ელოდნენ. ესეს ათი შვილიდან ერთ-ერთი შუათანა ივანე ყველაზე ხელმარჯვედ ცდილობდა გაეკეთებინა მამის საქმეები მისი შინარყოფნისას. იგი 11-12 წლისა თუ იქნებოდა. ოჯახის დედა მართა კი აზნაურის ქალი ყოფილა, რომელიც მემამულე გლეხზე მიუთხოვებიათ და იგიც ცდილობდა შვილები აღეზარდა ღირსებით შემკულნი.
ივანე მოუთმენლობა ეტყობოდა. ელოდა მამის გამოჩენას. ყოველი მომდევნო წუთის დადგომისას თოვლიან შარაგზას გახედავდა და იმედგაცრუებით იტყოდა.
_ არ მოდის ბაბაიე.
დედა აწყნარებდა
_ ჩამუა ნენა ბაბაიე. ალბათ თოვლმა შეუშალა ხელი. დღეს თუ არა ხვალ ნამდვილად ჩამოვა.
_ მერე ჩიჩალაკს ვინ გახდის ნენა?
_ ბაბაიე გახდის ნენა ხვალე.
_ ამაღამ შობას რაფერ დავხვდეთ უჩიჩალაკიდ ნენა? ღმერთი რას იტყვის ჩვენზე?
_ ღმერთი გვაპატიებს ივანე. იცის ბაბაიეს საქმის ამბავი ღმერთმა._ ამშვიდებდა მართა პატარა ივანეს. თუმცა ივანეს არ უნდოდა ჩიჩალაკის გარეშე შეხვედროდა შობას. მას ნანახი ჰქონდა, თუ როგორ ხდიდა მამა ჩიჩალაკს, თუმცა არასოდეს აუღია მამის დანა ხელში. მაგრამ მაინც მოძებნა იგი, ჯიბეში ცაიდო და ეზოში გავიდა.
_ ბაბაიე თუ არ მუა მე აბა რაის კაცი მქვია თუ ერთი კაი ჩაიჩალაკი ვერ გამიხდია_ ფიქრობდა იგი და მიაბიჯებდა პატარა ფეხებით თოვლით დაფარულ მიწაზე.
მოიარა მთელი ეზო, მაგრამშესაფერი თხილის ხე ვერსად იპოვნა. მას ხომ ყველაზე დიდი ჩიცალაკი უნდა გაეხადა მთელ სოფელში. შემდეგ მეზობლის ეზოსკენ გაიხედა, სადაც ის დაინახა რასაც ამდენი ხანი ეძებდა. მიმოიხედა, ირგვლივ ადამიანის ჭაჭანება არსად ისმოდა. ღობეს მარდად შეახტა და ისკუპა მეზობლის ეზოში, მივიდა უზარმაზარ თხილის ხესთან და ყველაზე დიდი და ლამაზი ტოტი ააჭრა. მხარზე გაიდო და საკუთარი ეზოსკენ წაიღო. თან გულში სიხარულის ცეცხლი ანთებოდა. მივიდა სთავის სახლთან ახლოს მდგარ უზარმაზარი მსხლის ხესთან, თოვლი გააცალა უზარმაზარ ფესვებს, რომლებიც ერთმანეთში ახლართულიყვნენ , ზედ ჩამოჩდა, ამოიღო მამის ბასრი დანა და დაიწყო ჩიჩალაკის გახდა.
მართა საქმეში ისე გართულიყო ვერც ივანეს უეცარი გაუჩინარება სეიტყო და ვერც ის თუ როგორ ხდიდა ჩიჩალაკს მსხლის ძირზე ჩამომჯდარი.
რამოდენიმე წუთის შემდეგ სახლს ივანე მოადგა და დედას დაუძახა. დედამ ბავშვს გახედა და დაინახა ივანეს თავის სიმაღლე ჩიცალაკი ეჭირა ხელში და რის ვაივაგლახით შემოიტანა სახლში.
_ სად გქონდა ნენა მაი, მევიდა ბაბაიე?
_ არა ნენა მე გავხადე.
_ტყუილი არ მითხრა ნენა, ცოდვაა ხომ იცი. სად გქონდა თქვი მადლიზა_ არ ეჯერა მართას.
_ ნენას და ბაბაიას ვფიცავარ მე გავხადე._ უმტკიცებდა ივანე. დედამ დაიჯერა და სიხარულით მიიღო შვილის პირველი ნახელავი. შეიტანეს ხის სახლში, რომელშიც შუაცეცხლის კვამლის და ძველი ხის სურნელი ერწყმოდა ერთმანეთს და საპატიო ადგილას, დიდ მაგიდაზე შემოდგეს.
ჩიჩალაკმა მართლაც დაამშვენა გლეხური სახლი. ქალივით ცამოშლოდა დალალები და ელვარებდა როგორც ბროლი.
შობის მოსვლას წუთებიღა აკლდა. ივანემ მოსძებნა მამის ნაჩუქარი სანთლები, რომელსაც ქრისტეს შობის რამეს უნახავდა და შემოუნთო ჩიჩალაკს ირგვლივ.
ამოვიდა ცაზე ქრისტეს ვარსკვლავი. ლოცვა წაიკითხეს, შემდეგ მართამ ავშვებს საშობაო ღვეზლები აჭამა და დააწვინა დასაძინებლად. ყველას მალე ჩაეძინა. ჩაეძინა მართასაც მთელი დღის მუშაობის შემდეგ დაღლილს. არ ეძინა მხოლოდ ივანეს. სანთლების დალევის შემდეგ ახალი სანთლები შემოუნთო ჩიჩალაკს და შემდეგ ოცნებაში ცაეძინა.
ღამე ივანე საშინელმა სიმხურვალემ გამოაღვიძა. გაახილა თვალი, ხედავს ოთახი ცეცხლში გახვეულა. თურმე ჩიჩალაკს შემონთებული სანთლები დალეულა, ცეცხლი დალალებს აჰკიდებია, ჩიჩალაკიდან მაგიდას და ჭერ-იატაკსაც მოსდებია.
დედამ ბავშვები მეზობლებთან გახიზნა და მათი დახმარებით ცააქვრეს ცეცხლი.
აღარც ივანეს ნახელავი ელვარებდა სახლში და აღარც რამე გადარჩენილიყო სახლში.
ივანე დააღონა ამ ამბავმა. ჩაფიქრებულიყო და ხვდებოდა მიზეზს ყველაფრისას.
_ ღმერთმა ამხელა ეზო მომცა. იმდენი თხილის ხეა ამ ეზოში მთელს სოფელს გაუკეთებდა ჩიჩალაკებს, მე მაინც მეზობლისას წამიცდა ხელი. ახლა მახენდება ბაბაიეს ნასწავლები. "მერთმა თქვა არ იქურდოო". შეიძლება ერთი თხილის ხე არაფერია მეზობლიზა, მაგრამ ღმერთიზაა დიდი ცოდვა. თან ღმერთიზა მოვჭარი ვითომ აგი ხე და მას დავხვდი მოპარული ხისგან გახდილი ჩიჩალაკით. მაპატიოს ღმერთმა და ჩემს ცხოვრებაში არაფერს მევიპარავ._ ფიქრობდა ივანე დაგულში ძლიერ ნანობდა უნებლიე ქურდობას. ეს ამბავი იყო ივანესთვის უდიდესი გაკვეთილი. მან შეისისხლხორცა ღმერთიც ცნება "არა იქურდო". ამ დღის შემდეგ ღრმა სიბერემდე ივანეს მართლაც არ ჩაუდენია მსგავსი ამისა. თუმცა ჩიცალაკების კეთების დიდოსრტატი გახდა და კარგი მეაკვნეც გამოვიდა. საქართველოს ბევრ კუთხეში ნახავდით მის ნახელავ აკვანს. მან ეს ამბავი თავის შვილებს და შვილიშვილებს უამბო როგორც გაკვეთილი უფლისა. ამ ამბავმა ჩვენამდეც, ივანეს შვილთაშვილებამდეც მოაღწია. ჩვენ კი ჩვენს შვილებს და შვილთაშვილებს ვუამბობთ. ასე გადავცემთ ამ მცნებას შთამომავლობას მანამ, სანამ ივანეს სისხლი იარსებებს ჩვენში.





ნ----------------------------------------------------------------
ეძღვნება უფროსი ივანე გოლიაძის ხსოვნას
______________________________________________
უმცროსი ივანე გოლიაძე 2009 წელი
ნ---------------------------------------------------

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lama » 16 იან 2009, 20:27

Roger Waters(vanichkebi)
ვანიკო მადლობა დიდი

გაიხარე!!!!!

ახლა ჩემს დიშვილს წავუკითხე ეს ნოველა და ძალიან მოგვეწონა

გაიხარე

დიდი მადლობა
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ლეონტი » 17 იან 2009, 23:11

ლამა ჯერ შენ ყოჩაღ , რომ სთხოვე დაეწერა.
მერე ივანე შენ ყოჩაღ რომ ასეთი კარგი ამბავი ასე ოსტატურად მოგვიყევი.
ღმერთმა გაანათლოს დიდი ბაბუას სული.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ლეონტი » 17 იან 2009, 23:16

ლეონტი wrote:ელგუჯა ბურდული კითხულობს ვაჟას ლექსს.
აბა მოვისმინეთ
http://www.soundlantern.com/SoundPage.do?ToId=27846
გოგი ხარაბაძე , გალაქტიონს კითხულობს: ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი.
წავიდა მოსმენა:

http://www.soundlantern.com/SoundPage.do?ToId=28693

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lama » 18 იან 2009, 11:53

ლეონტი
უძალიანმაგრესია

გაიხარე :)

აი ვაჟა-ფშაველას ლექსსაც ზალიან მაგრად კითხულობს. გუჯა ბურდული

http://www.soundlantern.com/UpdatedSoun ... ToId=27846







:roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by kotetbeli » 18 იან 2009, 18:48

Roger Waters(vanichkebi)
lama

ძალიან კარგია, ბუნებრივი და ზუსტად იმიტომ, რომ ინერციული მაღალფარდოვანი ლიტერატურული სტილი კი არაა, ნაღდია რა.

შაიძლება ითქვას, რომა ისტორიას ესეთი ნაწერები უძლებს და ერთნაირი მაღალფარდოვანი მსგავსი ლიტერატურა (ერთიორი გამონაკლისის გარდა) რაღაც დროებით რეალიზებაზეა გათვლილი :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lali » 21 იან 2009, 23:04

........

я не любви твоей прошу.
она теперь в надежном месте...
поверь,что я твоей невесте
ревнивых писем не пишу.
но мудрые прими советы---
дай ей читать мои стихи,
дай ей хранить мои портреты-
ведь так любезны женихи!
а этим дурочкам нужнней
сознанье полное победы,
чем дружбы светлые беседы
и память первых нежных дней....
когда же счастия гроши
ты прожывешь с подругой милой
и для пресыщенной души
все станет сразу так постыло_
в мою торжественную ночь
не приходи. Тебя не знаю.
и чем могла б тебе помочь,
от счастья я не исцеляю.


ანა ახმატოვა
esec gaivlis....

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lama » 26 იან 2009, 21:36

ჩემი ვედრება
ვაჟა ფშაველა

ღმერთო, მიიღე ვედრება,

ეს ჩემი სათხოვარია:

არ დამეკარგოს გულიდან

მე შენი სახსოვარია!

გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,

მამყოფე შეუდრკელადა;

ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო

დაჩაგრულების მცველადა.

ბალახი ვიყო სათიბი,

არა მწადიან ცელობა;

ცხვრადვე მამყოფე ისევა,

ოღონდ ამშორდეს მგელობა;

არ წამიხდინო, მეუფევ,

ეს ჩემი წმინდა ხელობა!

მაშრომე საკეთილოდა,

თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი,

შვილთ საგმოდ არ გამიხადო

ჩემი მუდმივი სამყოფი.

გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა,

მნათობს ტრფობისა შეშითა,

ნუ მავლევ ქვეყანაზედა

გაცივებულის ლეშითა, -

თვალებში მადლ-დაკარგულსა,

შუბლზე გაკრულის მეშითა.

ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს

მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა,

ნუ დაუძვირებ ოცნებას,

შენს ხმას, სხივ-გამომღებელსა:

სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა,

ეძახის თავის მხლებელსა.

გულს დარდი გამიდიადე

იმ სანეტარო საგანზე,

დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე

ჩემის გონების საბანზე!..

გონებას ფიქრი სტანჯავდეს,

გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი,

მშიოდ-მწყუროდეს კეთილი,

ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი...

ნუ დამასვენებ ნურა დროს,

მამყოფე შეძრწუნებული,

მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,

როცა ვარ შეწუხებული;

როცა გულს ცეცხლი მედება,

გონება მსჯელობს საღადა, -

მაშინ ვარ თავისუფალი,

თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.

მფარავდეს შენი მარჯვენა,

კალთა სამოსლის შენისა,

სანამ არ მოვა დრო-ჟამი

სულ ბოლოს ამოქშენისა.

სული - შენ, ლეში - მიწასა, -

აღარა ვგლოვობ ამასა;

თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,

შვილი - დედას და მამასა.
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]