აფხაზური საქართველო
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
აფხაზური საქართველო
ძალიან დიდი ხანია ვფიქრობდი ამის შესახებ...
ხან მეტიჩრობად მიმაჩნდა...
ხან არაკარავულად...
ხან უმიზნოდ...
ხან არაადეკვატურად...
ჯერ ვფიქრობდი ამას საახალწლოდ გავუკეთებ მეთქი კარავს...
მერე გადავიფიქრე...
მერე შობისათვის...
მერეც გადავიფიქრე...
ეს არც ჩემი მოგზაურობაა... არც ჩვენი... არც გვალვას დაგეგმილია, არც ნიკასი და არც გამარჯობასი, არც ლობოს მოუვლია ავტოსტოპით და არც მე მარტოს... არც ლამა ყოფილა, არც კოტეტბელი, არც ზურა, არც დრუიდს ჩაუვლია უკრაინიდან, არც მაო ასულა თავის ნივით, არც ოფრფროუდერებს შეუვლიათ ჯიპებით, არც კავკასიკას, არც გობეს და არც სხვა რომელიმე კარაველს...
აქ ჩვენი კარავი ჯერ არ გაშლილა...
აქ ჩვენ მხოლოდ ფიქრებით თუ ვმოგზაურობთ და ვშლით კარავებს, ვწვავთ წვადებს, მხოლოდ ფიქრებში თუ ვიცინით და ვიკარგებით... უფრო კი ცრემლიან ფიქრებში მუშთი გვეღერება და არც ვიცით, ვისთვის... არ ვიცით, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე... უფრო კი ყველა საკუთარ თავს ვმტრობთ, როცა მოყვარე მტრად გვეჩვენება და მტერი მოყვარედ...
როცა ვტყუით, როცა ვისვრით, როცა სიკვდილს ვუსურვებთ...
იარაღი ღვთის წინააღმდეგ აღმართული ძალაა მხოლოდ, რასაც სიძულვილით აშენებ, ის არასოდეს მოგცემს სიკეთეს...
ჩვენც ჯერ მხოლოდ ვოროტებას ვიმკით...
ეს არის თემა აფხაზეთის შესახებ...
თემა, რომელსაც მე წარმოდგენით ვქმნი თქვენთან ერთად, რას მოვივლიდი, როგორ, რანაირად...
იქნებ, გამობრაზდეთ კიდეც, იქნებ, თქვენი ოდნავ შეხორცებული და შეგუებული ტკივილი გავაღვივო ისევ...
უნდა მომიტევოთ, თუ კი ზედმეტს გავბედავ...
ბოლოსდაბოლოს თქვენი სიყვარულის და ჩემს მიმართ მოთმინების ხარჯზე გახსნილ თემად მიმითვალეთ და მაპატიეთ, როგორც ხშირად მპატიობთ, პატიობთ და ვპატიობთ ხოლმე ერთმანეთს...
ეს უნდა იყოს სიყვარულის თემა, მხოლოდ სიყვარულით დაწერილი და ჩემი თხოვნაც ეს იქნება, მოვერიდოთ ლოზუნგებსა და იარაღის ჩხარუნს და ერთად გამოვიტიროთ ყველა ჩვენი ძმა ოეივე მხარიდან, ერთად ვანუგეშოთ და მოვიხსენიოთ მათი სულები... ერთად და ერთმანეთისათვის ვამხილოლოთ, თუ საჭირო იქნება და ისიც მხოლოდ სიყვარულით, ამ ეპოქის ყველაზე დეფიციტური და ღვთისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი უნარით...
მეც არ ვიცი, რას ვაკეთებ და როგორ უნდა გავაკეთო... მაგრამ ჩემი გულის ძახილს მივყვები...
იმედია, შემინდობთ შესანდობს და დამეხმარებით...

Last edited by ARCHILI on 26 იან 2009, 21:23, edited 2 times in total.
აფხაზური საქართველო
ჩვენი დევნილები ხშირად ყვებიან ტირილით, ახლაც ჩაგვესმის ზღვის ხმაურიო...
მე ვერ ვიგებ, თუ რა განსხვავებაა ზღვის ხმაურს შორის...
ერთმა სოხუმელმა ნათესავმა მითხრა, რომ ჩამიწერო სხვადასხვა ნაპირზე ზღვის ხმა, სოხუმისას ათასისგან გამოვარჩევო...
მჯერა მისი...
მჯერა, რომ ზღვას საკუთარი ხმა აქვს თავისი შვილებისათვის...
და ისიც მჯერა, რომ ამ ულამაზესი პეიზაჟის მიუხედავად, ახლა სოხუმური ზღვა მხოლოდ ცრემლისა და გლოვის ხმას გამოსცემს... ისე, როგორც მხიარული სახის მიღმა დამალული დარდი გვმოსავს სოლმე ლამაზად, ისე ელფერდება ხოლმე აფხაზური ზღვრის ნაპირი...

ამ 2-3 წლის წინ, რუსების რეპორტაჟბს ვკითხულობდი დამსვენებლებად რომ ჩადიოდნენ სოხუმში ზაფხულში
ჩვენც რომ წავიდეთ დასასვენებლად რა იქნება მეთქი, აღარ მახსოვს ვინები ვიყავით ერთად როცა ამაზე ვსაუბრობდით მაგრამ ახალგაზრდა სოხუმელი კაცი იყო ჩვენთან ერთად და მან გვითხრა, არაფერი არ იქნება, გადახვალ ჩვეულებრივად, გადავდივართო, უბრალოდ კაცები არ უნდა იყვნენ თორემ დაიჭერენ და იქაურ ჯარში გაუშვებენ ძლითო და ქალები რომ გადახვიდეთ არაფერიაო...
არ ვიცი ეს რამდენად მართალი იყო მაშინ...
მით უმეტეს ეხლა ბევრი რამ შეიცვალა

ეს ფოტო 1986 წელს არის გადაღებული, აფხაზი უხუცესები...
ადამიანები, რომელთა შვილებიც ერთად იდგნენ 9 აპრილს ერთიანი, თავისუფალი საქართველოსათვის...
ადამიანები, რომლებიც ჩვენს ბაბუებთან ერთად მღეროდნენ აზამატსა და შარატინს და სხვას უამრავს...
ადამიანები, რომლებიც ჩვენი ბაბუების გარეშე პურს არ ტეხდნენ და ღვინოს არ სვამდნენ...
ახლა ყველა მათგანის - მათი და ჩვენი ბაბუების ძვლებია შებილწული... შეურაცხყოფილი...
ყველა ჩვენგანის მიერ...
რადგან ძმათა მკვლელ ომში ერთიანი საქართველოს შვილები ხოცავდნენ ერთმანეთს...
ალბათ, იმ ქვეყანაში წასული ნებისმიერი აფხაზი და ნებისმიერი ქართველი ჩვენს წინაპრებს და ამ ადამიენბს ერთად თხოვენ პატიებას მთავარი ანდერძის - ერთმანეთის სიყვარულის შებილწვის გამო:

-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
აფხაზური საქართველო
განაგრძე...
აფხაზეთი...
ფიქრებით დალაშქვრას ფეხით დალაშქვრა და აფხაზებთან სა1ოს გამონახვა, შერიგება და მშვიდობა მოჰყოლოდეს...
ვიდრე ჩემს აფხაზეთს მოგაწვდიდე, შენსას გავეცნობი

არ ვიცი, ახლა სიცივე მაკანკალებს თუ ფიქრი...
ომის შემდეგ მთელ საქართველოში სუსხიანი ზამთარია, ზაფხულის 40 გრადუსიან სიცხეშიც კი...
არც აფხაზეთში და არც დანარჩენ საქართველოში მას შემდეგ გაზაფხული არ მოსულა...
მაგრამ.. ეს მერე იყოს...
წარმოვიდგინოთ, როგორ გავხსნიდით თემას იდეებში, რომელი დაასწრებდა, არ ვიცი, მაგრამ... ალბათ მხოლოდ იდეები 100 გვერდასც კი გადააჭარბებდა, იმდენი რამ გვაქვს სანახავი...
კამათსა და სმაილიკების პოსტვაში შევავსებდით "იდეების განყოფილებას"...
ვინ იცის, რამდენჯერ ჩაეწერებოდა და ამოეწერებოდა ლამა, რა მოულოდნელობებს ჩაიფიქრებდა გვალვა, რას წამოაყოლევდა ხელს გობე და კოტეტბელი: ჰალსტუხებს? კალენდრებს? ბებიების "გუგულა" საათებს? მაგათ რას გაუგებ, ტომ სოიერივით ერთი და იგივეს არასოდეს იმეორებენ...
გეშინოდეთ დასავლეთ-ქართველებო გამარჯობას ჩამოსვლის, თუ სადმე რამე პოლეთილენი დაგრჩათ - მთლიანად აგაკრეფინებთ, აბა, ისე როგორ გაძლებს, აფხაზეთის მონასტრებში თუ რამეს არ დაასუფთავებს... ნუცას ლობიანებით შეიარაღებულები ზოგი სამარშრუტო ტაქსით, ზოგი მანქანით, ზოგი ავტობუსითა და მე კი უფრო დიდი სიხარულით, მატარებლით წავიდოდი...
ანდაც...
ასე, ზემოდან მივესალმებოდი აფხაზეთის ქართულ მიწას:

Last edited by ARCHILI on 17 იან 2009, 18:01, edited 1 time in total.
აფხაზური საქართველო
აქ რამდენი კარაველი დაეტეოდა?..
ვინ ვისთავ გადაიღებდა ფოტოს?
ზვიოსული რაღაცა სხვას მოძებნიდა მაინც ალბათ... ვინ სად აძVრებოდა, სად გახტებოდა... ფიცხელაურს რა უჭირს, იმხიმაღლეა, მაინც ზემოდან გადახედავდა სახურავებსაც კი... გაიხარებდა და... და მაინც თავის ხევსურეთს მოინატრებდა... პაატა... პაატა ალბათ მობილს ხმამაღლა აუწევდა და მანამ არ მოისვენებდა, სანამ აფხაზებს ხევსურულად არ აამღერებდა...
და...
აქვე...
ჩრდილში...
ნამდვილი კარავული ნადიმიც გაიმართებოდა...

ბაბმუკების ბაღი სოხუმში...
რასაც აქ გვანცაცუნ-ნამცეცუნა ფოტოებს გადაუღებდა თითოეულ ფოთოლს... უყვარს მას ასეთები...
თამუსია...
კიდევ პარალონზე ხარ წამოწოლილი?
აქ მაინც გააკეთე გამონაკლისი...
თამუსია ამ გამონაკლისს არ დაუშვებდა ალბათ, მისთვის ყველგან ერთი საქართველოა, თუ ერთგან დაუშვებს გამონაკლისს, მაშინ დარჩენილა უპარალონოდ... აბა, თამუსია უპარალონოდ გაგიგიათ?..
ასეთი მხიარულება და ამ მშვიდი პარკის "ფეხზე" დაყენება - მხოლოდ კარაველებს შეუძლიათ: