ცოტა ხანში ჩვენი მეგობარი და მეგზური
თემოც შემოგვიერთდა, მწვადი შევწვით და საფერავი დავლიეთ. ვახშმის შემდეგ ყველამ გამონახა თავშესაქცევი საქმე:
გოგა და
ვანსკი ნარდის თამაშში გაეჯიბრნენ ერთმანეთს,
ლომმა თავისი ნიჭის დემონსტრირება გადაწყვიტა და მთელი ღამე პიანინოს ვერ მოვაცილეთ

მე
ტრულის ლამაზად ცეკვის გაკვეთილები ჩავუტარე, მაგრამ
ტრულიმ ეგრე არ უნდაო და იქით ჩაგვიტარა გაკვეთილი (ოღონდ არ ვიცი, რისი:) ), მერე კეშისთვის წაღებული ლეპტოპი გავშალე და ბუხრის წინ მუშაობას შევუდექი
მეორე დილით მანამ არ ავდექი, სანამ დერეფნიდან ტრადიციული 'ადექიიიით, ადექიიიით' არ გავიგე:) ცოტა ხანში
დონი, მიშა მინუსი და მათი მეგობარი
მამუკა ჩამოვიდნენ, ვისაუზმეთ,
თემოს შევხვდით და დავადექით არწივის ხეობისკენ მიმავალ გზას
მალე არწივის ხეობა გამოჩნდა. ერთ-ერთი ვარაუდით, ხეობას ეს სახელი სწორედ ამ კლდის გამო დაერქვა. შორიდან ხალხი მას გვერდზე თავმიბრუნებულ არწივს ამგვანებდა. გვერდით მყოფ მთებს კი (ამ ფოტოზე არ ჩანს) მის გაშლილ ფრთებს. მეორე ვარიანტის მიხედვით, ხეობაში მრავლად არიან ორბები. ხალხს ორბი არწივში ეშლებოდა და ამიტომ დაარქვა აქაურობას 'არწივის ხეობა'.
