ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by Giorgi Bagrationi » 12 იან 2009, 09:58

qvevri
მე მგონი ამოვხსენი ვანო სარაჯიშვილის მხატვრობის "საიდუმლო" :wink:
როგორც ჩანს თქვენ იყავით სანდრო მირიანაშვილის (1915-1987) მუზეუმში სადაც შესაძლოა დროებით პატარა კუთხე აქვს დათმობილი ვანო სარაჯიშვილსაც, რადგან ორივე მუზეუმი ქართულ მუსიკას ემსახურება და ორი მუზეუმის შენახვა ძვირი უჯდებათ. საკრავების კოლექციაც სანდრო მირიანაშვილის შეგროვებულია, რომელიც ქართული ფოლკლორით იყო გატაცებული (და არა ვანოსი). პორტრეტებიც 70-80 წლებისაა და მასზე სანდრო მირიანაშვილია გამოსახული (იხ. ქართული ენციკლოპედია) და გამოდის, რომ თუ ავტოპორტრეტებია, სანდროს დაუხატავს რაც სტილურად ჯდება ამ პერიოდის "მხატვრულ" დინებებში.



qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by qvevri » 12 იან 2009, 10:12

Giorgi Bagrationi wrote:qvevri
მე მგონი ამოვხსენი ვანო სარაჯიშვილის მხატვრობის "საიდუმლო" :wink:
როგორც ჩანს თქვენ იყავით სანდრო მირიანაშვილის (1915-1987) მუზეუმში სადაც შესაძლოა დროებით პატარა კუთხე აქვს დათმობილი ვანო სარაჯიშვილსაც, რადგან ორივე მუზეუმი ქართულ მუსიკას ემსახურება და ორი მუზეუმის შენახვა ძვირი უჯდებათ. საკრავების კოლექციაც სანდრო მირიანაშვილის შეგროვებულია, რომელიც ქართული ფოლკლორით იყო გატაცებული (და არა ვანოსი). პორტრეტებიც 70-80 წლებისაა და მასზე სანდრო მირიანაშვილია გამოსახული (იხ. ქართული ენციკლოპედია) და გამოდის, რომ თუ ავტოპორტრეტებია, სანდროს დაუხატავს რაც სტილურად ჯდება ამ პერიოდის "მხატვრულ" დინებებში.
ეს სახლი მართლაც სანდრო მირიანაშვილის სახლია (ასევე მეუზეუმიც), მაგრამ ამავე მუზეუმში ახლახანს (სიღნაღის გარემონტების შემდეგ)შეიტანეს ვანო სარაჯიშევილის მუზეუმიც(სრულიად), შექმნილი იყო მცირედი კომისია ექსპონატებთან(ტრადიციული საღვინე ჭურჭელი) დაკავშირებით, რომლის წევრი მეც გახლდით. აქედან გამომდინარე ვახსენე მარტო სარაჯიშვილიც, რაც როგორც ეხლა ვხვდები შეცდომაა. მოკლედ მუზეიმი ძალიან საინტერესოა და თუ ნახავთ არ ინანებთ არავინ :wink:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by ლეონტი » 12 იან 2009, 10:17

qvevri wrote:აქედან გამომდინარე ვახსენე მარტო სარაჯიშვილიც, რაც როგორც ეხლა ვხვდები შეცდომაა.
ცოტა მეტი კორექტულობა მეგობარო, თორე არ გადის აქ ეგეთები.
:P

სანდრო მირიანაშვილის მუზეუმი

ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, სანდრო მირიანაშვილის (1915 - 1987) მუზეუმში დაცულია ხალხური მუსიკალური საკრავები, როგორც ქართული, ასევე აღმოსავლური; კომპოზიტორის პირადი ნივთები: ფერწერული ტილოები, მათ შორის ვასილ შუხაევის მიერ შესრულებული კომპოზიტორის პორტრეტი, XIX ს-ის ქართული, ბერძნული და რუსული ხატები. აგრეთვე სანდრო მირიანაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა, კომპოზიტორის ხელნაწერები, ნოტები, წიგნები და სხვა.

მისამართი: ქ. სიღნაღი, სარაჯიშვილის ქ. 8
Last edited by ლეონტი on 12 იან 2009, 10:23, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by qvevri » 12 იან 2009, 10:20

ლეონტი wrote:
qvevri wrote:აქედან გამომდინარე ვახსენე მარტო სარაჯიშვილიც, რაც როგორც ეხლა ვხვდები შეცდომაა.
ცოტა მეტი კორექტულობა მეგობარო, თორე არ გადის აქ ეგეთები.
:P

სანდრო მირიანაშვილის მუზეუმი

ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, სანდრო მირიანაშვილის (1915 - 1987) მუზეუმში დაცულია ხალხური მუსიკალური საკრავები, როგორც ქართული, ასევე აღმოსავლური; კომპოზიტორის პირადი ნივთები: ფერწერული ტილოები, მათ შორის ვასილ შუხაევის მიერ შესრულებული კომპოზიტორის პორტრეტი, XIX ს-ის ქართული, ბერძნული და რუსული ხატები. აგრეთვე სანდრო მირიანაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა, კომპოზიტორის ხელნაწერები, ნოტები, წიგნები და სხვა.

მისამართი: ქ. სიღნაღი, სარაჯიშვილის ქ. 8
ამის გარდა რამაც მე ძალიან დამაინტერესა ესაა ის, რომ რამოდენიმე სურათუ დახატულია ძველ ფოტოფირებზე.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by qvevri » 12 იან 2009, 15:06

Image
კახური ღორი
საქართველოში ოდიდგანვე დამკვიდრებული იყო მეღორეობის წარმოების მომთაბარე სისტემა, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა დიდი მნიშვნელობა მეცხოველეობის ეკონომიკაში, როგორც ხორცის წარმოების ერთ-ერთ ყველაზე იაფ წყაროს.
კახეთის მომთაბარეობის პირობების დროს ღორი იმყოფება ველის საძოვრებზე. ველის საძოვრები კი ყველა ერთი ღირებულების არ არის. კახური ღორისათვის ყველაზე მდიდარ ნოყიერ საძოვრად ითვლება ჭაობიანი და ნახევრად ჭაობიანი საძოვრები, რადგან ამ ადგილებში იზრდება ლელი, ლერწამი, ჩალაყვავილა, წყლის ვაზი და სხვა სინესტის მოყვარული მცენარეები, რომელთა ფესვები კახური ღორისათვის ძვირფას საკვებს წარმოადგენს. ასეთ საძოვრებზე ბალახობის დროს ღორი დამატებით საკვებს არ მოითხოვს.
იმის შემდეგ, როდესაც თავთავიანი კულტურების (ქერი, ხორბალი და სხვა) აღება დაიწყება კახური ღორები ამ კულტურათა ნაწვერალზე უნდა იქნეს გაყვანილი მოსაძოვებლად. ნაწვერალზე ყოველთვის რჩება იმდენი ჩაცვენილი თავთავი და მარცვალი, რომ ღორი იწყებს წონამატის გადიდებას, რის გამოც მათ დამატებითი კვება აღარ სჭირდებათ. ნაწვერალის წარმატებით გამოყენების საქმეში უდიდესი მნიშვნელობა აქვს დაწყურვებას. სიცხეში კახური ღორი წყვეტს ძოვებას და იწყებს ჩრდილისა და წყლის ძებნას, ამიტომ ამ ადგილებში, სადაც წყალი არ არის ან დაშორებულია საძოვრიდან, ღორის ნაწვერალზე გაშვება არ არის სასურველი. ღორმა დღის ცხელი პერიოდი წყალთან ახლოს და ჩრდილში უნდა გაატაროს და მხოლოდ გაგრილების შემდეგ იქნეს გაყვანილი საძოვარზე.
ნაწვერალზე ბალახობა ჩვეულებრივ აგვისტოს ბოლოს მთავრდება, რის შემდეგ ღორი კვლავ ველის საძოვრებზე უნდა იქნეს გაყვანილი, სადაც სექტემბრის შუა რიცხვებამდე რჩება, შემდეგ კი ტყეში გადაჰყავთ, სადაც მუხის, წაბლის, წიფლის დიდი მასივებია. ტყის ნაყოფებზე გასუქებული კახური ღორი კარგი ხარისხის ხორცსა და ქონს იძლევა. გასათვალისწინებელია! არ შეიძლება ტყეში ღორის უსისტემოთ ძოვება. ახალგაზრდა და მოუმწიფებელ ტყეებში წლის ყველა დროს ღორის ტარება არ შეიძლება. უნდა გავითვალისწინოთ ტყის ბუნებრივი განახლება, ახალგაზრდა ნარგავების დაცვა და სხვა. უმჯობესია კახური ღორი ტყეში ვატაროთ შემოდგომაზე და ზამთარში იმ დროს, როდესაც ტყის ნაყოფები შემოსულია.
მომთაბარე მეღორეობისათვის ყველა ჯიშის ღორი არ გამოდგება. მომთაბარე ღორები საკვების კარგი მაძიებელი, ტყის პირობებს კარგად შეგუებული და ჯოგური ინსტინქტის მქონე უნდა იყოს (ადგილის დახსომების უნარი, ერთად ძოვნადობა და სხვ.). ასეთ პირობებისათვის კახური ღორი ზედმიწევნით მორგებული და გამოცდილია. კახური ღორი ამის გარდა შეგუებულია მეტეოროლოგოურ პირობებსაც და თუ სხვა(თეთრი) ღორი იოლად ავადდება ცხოველის დაავადებებითა და ძნელად ეგუება ცუდ ამინდებს, კახურ ღორს ეს პრობლემა ნაკლებადა აქვს. საერთოდ საქართველოში და განსაკუთრებით საქართველოს მთიანეთში გავრცელებული იყო და არის ადგილობრივი (ყავისფერი) ჯიშის ღორი, რომელიც გავრცელებულია სვანეთში, მთიულეთში, ხევსურეთში, ფშავში და სხვ. მაგრამ აღნიშნულ რეგიონებში გავრცელებული ღორის ჯიშები წარმოადგენენ კახურ ჯიშს და არ სხვა და სხვას (სვანური, მთიულური და სხვ.)

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by ლეონტი » 12 იან 2009, 15:12

კახური ღორი, უძველესი ენდემური ჯიში. ევროპული გარეული ღორის მოშინაურების შემდეგ ხალხური სელექციის გზით ჩამოყალიბდა ცალკე ჯიშად. განეკუთვნება მომთაბარე ტიპს. ფერად შავია, ზოგჯერ მუქი ნაცარა ან მოწითალო. აქვს უხეში კონსტიტუცია, გვიან მწიფდება, გარემო პირობებს ადვილად ეგუება, ნაკლებმომთხოვნია. იკვებება ტყის მცენარეთა ნაყოფით, იყენებს აგრეთვე თავთავიანი კულტურების ნაწვერალს და ნაკლებნაყოფიერი ტენიანი ჭალის საძოვრებს. კერატის ცოცხალი მასაა 110-120 კგ (უდიდესი 160 კგ), ნეზვისა — 95—100 კგ (უდიდესი 130 კგ-მდე). ნაყოფიერება 7—8 გოჭი, მერძეულობა 30—40 კგ. გასუქების პერიოდში დღეღამური წონამატია 200—300 გ. 1 კგ წონის მოსამატებლად სჭირდება 8—8,5 საკვები ერთული. აქვს მაღალხასიახოვანი მჭლე ხორცი, რომლის წმინდა გამოსავალია 63—64%, ქონისა 20—21%. კახური ღორი გავრცელებულია თიანეთის, ახმეტის, თელავის, ყვარლის, გურჯაანის, დუშეთის, თეთრი წყაროს და სხვა რაიონებში, სადაც 1974 წელს მისი რაოდენობა 2 ათას სულს აღწევდა.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by qvevri » 16 იან 2009, 16:50

ეს გახლავთ ძალიან ძველი ზეთსახდელის ძირები, რომლებიც ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია. მე ეს ზეთსახდელები პირველად ორი წლის წინ ვნახე და აღფრთოვანებული დავრჩი. წარმოგიდგენიათ? ზეის გამოხდის საქმე რა მაღალ დონეზე ყოფილა მაშინდელ საქართველოში??? ზეთი ჩვენგან საექსპორტოთაც კი გაჰქონებიათ საზღვარგარეთ. იხდებოდა სელის, ზეითუნისა და სხვა ზეთები... დღეს, როდესაც ასე წინაა წასული ტექნიკა საქართველოში ზეთის წარმოება მთლიანად ჩამკვდარია და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ერთეულების ჯიბის ინტერესებიდან გამომდინარეობს. მარტალია დღეს უკვე გამოჩნდა საქარველოში ქართული ზეთი, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ სახელწოდებაა და მეტი არაფერი. საქმე იმაშია, რომ ნედლეული(მზესუმზირა)შემოდის ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან--უკრაინიდან(ღმერთმა იცის რადიაციის რა დასხივებას ატარებს ეს პროდუქცია), ხოლო იხდება ბათუმში და რატომაა ეს ქართული ზეთი ხომ ვერ მეტყვით? მოკლედ რაც არის არის. ერთი მინდა ვთქვა, რომ ქვეყანას რომელიც ვიღაც თურქებსა და უკრაინელებს ამდიდრებს და თავისთან ამ დარგს მთლიანად ახშობს, მომავალი არა აქვს :!:
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by qvevri » 16 იან 2009, 16:55

ამ ზეთსახდელის მუშაობის პრინციპი იგივეა, რაც ყურძნის წნეხისა.
Image
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by ლეონტი » 16 იან 2009, 18:54

qvevri wrote: ქვეყანას რომელიც ვიღაც თურქებსა და უკრაინელებს ამდიდრებს და თავისთან ამ დარგს მთლიანად ახშობს, მომავალი არა აქვს :!:
მე ამ წინადადებას ასე გავიმეორებდი:

მთავრობას, რომელიც ვიღაც თურქებსა და უკრაინელებს ამდიდრებს და თავისთან ამ დარგს მთლიანად ახშობს, მომავალი არა აქვს.


:wink:

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by ნიმფა » 16 იან 2009, 18:59

:shock:
ეს რამხელა ღორებია :shock:

ღორი კი არა და ხარია ნამდვილი :shock: :D

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by qvevri » 27 იან 2009, 10:37

Image
გავაზური ადგილობრივი წარმოშობის კომშის ჯიშია. გავრცელებულია ძირითადად ყვარლის რაიონში, მაგრამ გვხვდება ასევე ქართლშიც. ხე საშუალო ზრდისაა. მცხმოიარობას ხე მესამე მეოთხე წლიადნ იწყებს, 6 წლის ხე იძლევა 6—8 კგ. მოსავალს, ხოლო სრულმოსავლიანი ხე იძლევა 35-40კგ-ს. მავნებლების მიმართ (ბავშვები არ იგულისხმებიან...) შედარებით გამძლეა. იკრიფება ოქტომბრის მეორე ნახევარში და ძლება იანვრის პირველ რიცხვებამდე. ნაყოფის საშუალო წონაა 400—500 გრ. საშუალოდ წვნიანია, მოტკბო-მომჟავო და მცირედი ტანინით, არომატი საშუალოდ აქვს გამოხატული. განსაკუთრებით კარგია საკომპოტეთ.
Image
შილდური ადგილობრივი წარმოშობის კომშის ჯიშია. გავრცელებულია ძირითადად შიდა კახეთში, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გვხვდება ყვარლის რაიონში. ხე ძლიერი ზრდისაა. მსხმოიარობას იწყებს მესამე-მეოთხე წლიადნ ხოლო სრულმოსავლიანი ხიდან იკრიფება 28—30 კგ. ნაყოფი. იკრიფემა ოქტომბრის ბოლო რიცხვებში. ხასიათდება კარგი შენახვა-გამძლეობის უნარით და ძლებს გაზაფხულამდე. ნაყოფის წონაა 350-დან 500 გრამამდე. მკვრივია, მოტკბო-მომჟავო. აქვს კარგი არომატი

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by qvevri » 29 იან 2009, 21:38

ალბათ წინა სურათებში ნახავდით ზეთის წნეხების სურათებს, ესკი ჩემო კეთილებო გახლავთ ყურძნის წნეხების ვარიანტები ძველ საქართველოში. სულ, როგორც ირკვევა უარსებია სამი ტიპის წნეხს და აგერ ისინიც:
Image
Image
Image
ასეთ წნეხებში იყრებოდა საწნახელიდან ამოღებული და უკვე საკმაოდ გამოწნეხილი ჭაჭა, მაგრამ ვინაიდან ადამიანებს საწნახელში არ შეეძლოთ ჭაჭაში არსებული წვენის სრულად გამოღება ამისათვის ამგვარი მექანიზმი მოიგონეს.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]