გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით, ცივ წყალში ჩახტომა კატეგორიულად აკრძალულია.maikomaiko wrote:
ჩვეულებრივი ადამიანებისთვის რამდენად საშიშია ამაზე რას იძახიან ექიმები?
:მინდამაგრამმეშინიასმაილაკი:
ცივ წყალში ჩასვლის დროს სიცივისგან კანი და კუნთები იკუმშება, რათა შეამციროს სითბოს კარგვა, მთელი სისხლი გადადის შინაგან სისხლძარღვებში ,ორგანოებში , გულში და თავის ტვინში.
ამ დროს გული განიცდის ძლიერ დატვირთვას. უეცარი ნახტომი წყალში, ხანდახან ჯანმრთელისთვისაც ინფაქტით მთავრდება.
მაგრამ ეს ზაფხულში, როცა ჰაერის ტემპერატურა მაღალია,ორგანიზმი მზეზეა გადახურებული, ხოლო წყალი 10-15 გრადუსს არ აღემატება. ამ დროს წყალში ჩახტომისას ბევრ ჯანმრთელსაც უსკდება გული.
ზამთრის შემთხვევაში სხვა სურათია, ჰაერი უფრო ცივია, ვიდრე წყალი.
წყალი ხომ 0 - გრადუსზე მყარდება.
ამიტომ სანამ იხდი ნელა ხდება სხეულის გაგრილება და წყალში უკვე შეკუმშული კუნთებით ჩადიხარ, თანაც შედარებით ნელა.
მკვეთრი გადასვლები, არ შეიძლება.
წყალში შესვლის მერე იგრძნობა ზლიერი შებორკილება, სპაზმური ტიპის , ამ დროს მკვეთრი მოძრაობები არაა რეკომენდირებული, უმჯობესია 1 წუთით გაჩერება უძრავად რათა გულმა და ტვინმა რეგულირება მოასწროს და პულსი დადაბლდეს.
მერე მალევე ამოვიდეთ რომ არ მოხდეს გადაციება, რასაც მოსდევს გონების დაქვეითება და ფიზიკური გახევება ანუ ნერვიულ მოტორული დაქვეითება.
ასევე ცივ წყალში არაა სასურველი ჩავიდნენ: წნევიანები შეტევის დროს,

სპაზმებისადმი მიდრეკილნი,
ეპილეფსიით, კრუნჩხვებით, და გულ სისხლძარღვთა დაავადებებით.
ტვინის სისხლმიმოქცევის დარღვევისას, ჩიყვი და თირკმელების და ბრონქების ანთებისას, იფექციური დაავადებისას.
წყალში ჩასვლის წესი:
უნდა გაგრილდე თანმიმდევრულად, ჯერ იხდი ზევით, რამდენიმე წუთში ფეხსაცმელს, და ქვევით, და ზანტად ჩადიხარ წყალში,შეილება კიდურების დაზელა ზეითუნის ზეთით ან კრემით.
წყალში ჩერდები არაუმეტეს 1-2 წუთისა, ამოსვლისას მშრალდები პირსახოცით, ამის შემდეგ ცეცხლთან მიდიხარ, სადაც ღებულობ კონიაკს ან გაცხელებულ ღვინოს.
ასევე რეკომენდირებულია წყალში ჩასვლის წინ ტანვარჯიშის ილეთების გაკეთება სხეულის გასახურებლად, ამოსვლისას კი პირველ ღონისძიებად გამშრალება უხეში პირსახოცით.
თუ ვერ ხერხდება გათბობა, კვლავ კონიაკის მიღებაა კარგი.