აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by ARCHILI » 15 იან 2009, 01:34

მე, ჩემი მოძღვარი - არქიმანდრიტი იაკობი და ჩემი სულიერი ძმა და მამაო - მღვდელ-მონაზონი ანდრია.

ეს ადამიანები ჩემთვის თუ რას წარმოადგენენ, ამის თქმას ალბათ ვერ მოვახერხებ. არც ვიცოდი აქ რა და როგორ ან საერთოდ თუ დამეწერა. მერე ერთი რამ გამახსენდა. შოთა რუსთველის "ვეფხისტყაოსანში" ტარიელმა ყველა დაასაჩუქრა - მისი ძმები, დები, ყველასთვის განსაუთრებული გამოიმეტა, ერთდაერთი პერსონაჟი ავთანდილია, ვისაც არაფერი აჩუქა... და ეს იმიტომ, რომ ვერ გაზომა მისი ერთგულება საზომით...

ასეთი მადლი აქვთ ამ ადამიანებსაც ჩემს მიმართ, რომ მე მათზე სათქმელს ვერ ვზომავ და ასე უთქმელად დავდებ მათ ფოტოს.

ეს ფოტოც სნოშია გადაღებული, პატრიარქთან სტუმრობის დროს, ფოტო გრიგოლის გადაღებულია:



Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by ARCHILI » 15 იან 2009, 01:47

აი, ახლა ვზივარ, ვწერ ამ ყველაფერს და ვფიქრობ, რა ბედნიერება დამყვება ყოველ წამს, რომ ამ ადამიანებს ვიცნობ, რომ მათი მადლი დამყვება, რომ მე ამ ადამინებში "თავისი" ვარ, საძმოს წევრი - ძმა, ამაზე დიდი ტიტული არა მგონია როდესმე მივიღო, რაც გინდა წარმატება მხვდეს წილად ყოფით ცხოვრებაში...

მათი ძმობა და სიყვარული ყველაზე დიდი თანამდებობაცაა, ქონებაცაა და მადლიც...

რამდენს ადამიანს ვუყვარვართ ისე, რომ არც კი დაგვიმსახურებია, არც არაფერი გაგვიკეთებია მათთვის... აი, ასეთი ადამიანები არიან ცემი სულიერი ძმები და მამები...

ერთ-ერთი მათგანი, ვინც გამორცეულად ახლობელია ჩემთვის, არის სიონის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი პავლე. ულამაზესი ტაძრის წინამძღოლი, კარაველების ნაწილი მას იცნობს, ვინც ჩემთან ერთად 2008 წლის აგვისტოში იყო წამოსული ხევში...

ვინც კი ნახა ეს ტაძარი, ბევრმა ასეთი რამეც მითხრა: არ მეგონა გერგეთის მერე თუ რამე გამაკვირვებდა და სიონის მონასტერი კი არანაკლებ გასაკვირი და ლამაზიაო.

აი, ამ ტაძარში მოღვაწეობს ჩემი ძმა და მამაო, პავლე... კეთილშობილებისა და სიყვარულის, სითბოს ადამიანური გამოხატულება... საოცარი ადამიანი... ვინც კი მას ერთხელ მაინც შეხვდებით, ვერასოდეს დაივიწყებთ იმ სითბოსა და ნუგეშს, რასაც მიიღებთ ამ ბერისაგან:

Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by Gvalva » 15 იან 2009, 01:53

ისე ყვები... მშურს!

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by ARCHILI » 15 იან 2009, 02:06

მეუფე გრიგოლის სტუმრობისას პატიარქთან რეზიდენციაში ჩვენც წავედით და ლოცვა-კურთხევაც ავიღეთ:

Image

ეს კი გუდაურის ტაძრის კეთილმოწესე - ბერი სპრიდონი, ძალიან კარგი ადამიანი და ჩემი ძმა და მეგობარი:

Image

ჩემი სულიერი ძმა - მამა პავლე, ის ახლა უძლურებაშია და თუ მოიხსენიებთ თქვენს ლოცვებში - მადლია თქვენთვისაც

Image

ასევე ჩემი სულიერი ძმა - მამა თეოფანე

Image

აქ, საბედნიეროდ, კიდევ არაერთი მამაოს ფოტო მაქვს დასადები, მაგრამ... რაღაც მოგონებებში გადავედი ძალიან და ისევ რეპორტაჟს დავუბრუნდები, ჯობია...

:)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by ARCHILI » 15 იან 2009, 02:28

სანამ რეპორტაჟის გაგრძელებაზე გადავალ, ცოტას კიდევ გადავუხვევ...

იმედია, არც მიწყენთ და არც დამძრახავთ...

მგონია, თითქოს ეს თემა თქვენთვის კი არა, უფრო ჩემთვისაა, რაღაც სამადლობელივითაა...

არავინ რომ მთხოვს და მაინც მინდება თქმა...

ჩემი მორჩილობის პერიოდი გამახსენდა ისევ... რამდენიმე ფოტოსაც დავდებ, ალბათ გინახავთ კიდეც თქვენს უმრავლეოსობას, მაგრამ...

ეს მორჩილობის შუა ხანაშია (ასე ვთქვათ) გადაღებული, ცოტა ხნით თბილისში ჩამოვედი და მეგობარმა გადამიღო

Image

Image

ეს ფოტო კი ერთმა ძალიან საინტერესო ფოტოხელოვანმა, რომელსაც ძალიან ბევრი არ იცნობს, ალბათ ეს ფოტოც გეცნობათ. ოღონდ ეს შავ-თეთრია:

Image

ეს კი უკვე შემოდგომში ერთ-ერთი ჩასვლისას:

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by ARCHILI » 15 იან 2009, 02:50

ხევის საღამოები ბევრ თქვენგანს აქვს გამოცდილი... ამას ალბათ ცაში დადგმული კარვები და საძინებლები ქვია... მთები არასოდეს ასე ახლოს არ ყოფილა... თავი სუპერმენადაც მომჩვენებია, როცა საძინებელზე წამოწოლილი შებინდებისას ცას ვყუყრებდი ხოლმე, სუპემენად, რომელიც ცაში ფრენას ახერხებდა და მოპირდაპირე მწვერვალზე გადაფრენაც არ უჭირდა...

ალბათ, ამიტომაც გვიყვარს ხოლმე ადამიანებს მთაში სიარული, რადგან სხვა შემთხვევაში მიუღწეველი სიმაღლეები ახლა მისაღწევი გვეჩვენება და თუ ვერ ვაღწევთ ყველა მწვერვალს - მდუმარედ კი არა შორიდან ახლოდან და მოძრაობით ვეპოტინებით...

ალბათ, ამიტომაც ჰქვია ამას დალაშქვრა, სიმაღლეების, საკუთარი ოცნებების, უიმედობის იმედებთან დალაშქვრა... მთაში ყოფნა ძლიერებას გაგრძნობინებს ადამიანს...

ეს მთის საღამოებია, თქვენთვის არაერთხელ გამოცდილი და შენაგრძნობი, ახლა კი წარმოიდგინეთ ასეთი შებინდებები მონასტერში და თანაც ზამთარში...


Image

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by Nini_A » 15 იან 2009, 13:04

ARCHILI
საოცრად გადმოსცემ... ღმერთმა გაგაძლიეროს

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by ARCHILI » 15 იან 2009, 13:53

Gvalva
Nini_A


საოცარი ადამიანები ხართ. დიდი მადლობა.

=============================================

მოხევური გაზაფხულის სურნელება ზამთრის დატირებას უფრო ჩამოგავს ხოლმე... აქ, თითქოს გაზაფხულიც არ მოდის... ზამთრიდან ადრეული შემოდგომა დგება და პირიქით...

მაგრამ... სწორედ ეს დატირებაა სილამაზე... "შეურაცხყოფილი თოვლის" მორიგი დამშვიდობება... და მაინც, არსად ასე წმინდა არა რჩება სითეთრისა და სინატიფის განცდა... სიცოცხლის მონატრება... საკუთარი მზის სხვებთან შეგებება...

ზამთარში გაზაფხულით რომ ტკბები, გაზაფხულზე-ზაფხულით, ზაფხულში-შემოდგომითა და შემოდგომაზე-ზამთრით... არ გიყვარს სიცივე და პირველი თოვლის მოსვლას კი მოუთმენლად ელი... ყინვასაც კი ითხოვ, რომ ეს სიშავეში ჩამალული და გადათეთრებული დედამიწა სულის შესავსებად გამოიყენო....

ზამთრის იდილია ხევში განსაკუთრებულია: მძიმეც, აუტანელიც, მომაბეზრებელიც, მაგრამ მაინც სანატრელი და ულამაზესი...

ასეთ ცას ვერსად ნახავ... გეგონება, თოვლით ცასაც ჩამობანეს პირიო... სუფთა ცა სუფთა ცააო, - მითხრა ერთხელ ერთმა მეგობარმა, - რა მნიშვნელობა აქვს ზამთარია თუ ზაფხულიაო, ბარია თუ მთაო... მე კი მგონია, რომ ცდებოდა ჩემი მეგობარი... მთის ზამთრის ცა სულ სხვა დასანახი და შესაგრძნობია... ვერ მოითმენ მხოლოდ ცქერით, ცის მოფერება გინდება...

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by ARCHILI » 15 იან 2009, 13:55

თავზე ცა გიმიამიტდება, ბავშვივით კეკლუცობს, გეთამაშება... ზამთარში ცა ახლიდან იბადება თითქოს, განსაკუთრებით ალერსიანია... ანიმაციურ ფილმებში რომ გვინახავ მზე რომ სხივებით ბავშვებს ეფერებოდა, გგონია, ახლა შენც ასე გეფერება...

ამ ჩასვლის მესამე თუ მეოთხე დღეს ხევშიც გამოიდარა... ცოტაც გავისეირნე... გადავიღე...

აბა, ვინმე თუ იფიქრებს რომ ეს ცა ცივია, თითქოს მთელის სიცივე თოვლისთვის გადაელოცოს ცას და თავდ კიდევ მზედ ქცეულიყოს....

ცაში გალაშქრება მოგინდება... მიწის უარყოფა და ზეციურობა...


Image




User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by გვალდა » 15 იან 2009, 14:05

... არჩილ, იგივე განწყობა დამეუფლა ამ ყველაფრის კითხვისას, რასაც შენ იქ ყოფნის დროს გრძნობდი. იქ, ხევში, და იქ, მონასტერში.
სვანეთოლოგი

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by paata_ » 15 იან 2009, 14:23

მაგ დღეებში მეც ხევში ვიყავი გვერდით სოფელში და ჩემ გადაღებულ რამდენიმე ფოტოს დავდებ

Image


ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]