აკვარიუმები არის ორი ტიპის, კუსტარული და ასე ვთქვათ "ფირმა".
კუსტარულ აკვარიუმს ამზადებენ აქ, ზოგჯერ თვითონაც, და შემდეგ გარდა შუშისგან დამზადებული ჭურჭლისა მას უკეთებენ თავსახურს რომ განათება დამაგრდეს, ფილტრს და გამათბობელს. ასევე საფიქრალია რაზე დადგა ოჯახში ეს აკვარიუმი და სად წაიღო მერე ყველა ის ნივთი რომელიც აკვარიუმისთვის გჭირდება
"ფირმა" აკვარიუმებს ეს ყველაფერი მოყვება, ანუ შუშის ჭურჭელი დამაგრებული კარადაზე, აქვს თავსახური, განათება და ფილტრი და გამათბობელი, ეს ორი უკანასკნელი დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.
კუსტარული აკვარიუმი შეგიძლია იყიდო ან შეუკვეთო თამარ მეფის გამზირზე, აღმაშენებლიდან ვაგზლამდე რომ ადიხარ მარცხნივ ზოო მაღაზიაში, იქ ორი მაღაზიაა, ზედაში.
ფირმა აკვარიუმები ცოტა ძვირია, ჩინურები შედარებით იაფია და ნახავ პეკინიდა ყაზბეგზე რომ შედიხარ, მარჯვენა მხარე ახალი მაღაზიაა აკვა სამყარო თუ რაღაც, ძალიან ახლოსაა პეკინთან
თევზები ცალკე ამბავია, ამას მეორე ლექციაზე გავივლით
