დავათი 2009
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
დავათი 2009
თქვენ გაიხარეთ, ხალხნო!
უმაგრეს დროს რომ ატარებდით, ირაკლისგანაც ვიცოდი, რამდენჯერმე რომ დამირეკა . ეჰჰ ძალიან მინდოდა თქვენთან ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ მეც არ ვყოფილვარ ცუდ ადგილას , მაგრამ ამდენი მონატრებული ხალხის ნახვის ბედნიერება ვინ იცის როდის მექნება?
აბა კიდევ ველოდებით ფოტოებს.
"კარველები ნახტომში" სერიაზე გადავირიე. რა ნახტომები! და რა ოსტატურად დაჭერილი კადრებია!
ბრავოოო!

აუუუუუ რა კარგები ხართ... მეც მინდააააა
დავათი 2009
კარგით ახლა
დაიწყეთ ფოტოების დადება
მე დავდე 3 ცალი და აქედან 2 წამაშლევინეს ;(
დაიწყეთ ფოტოების დადება
მე დავდე 3 ცალი და აქედან 2 წამაშლევინეს ;(
დავათი 2009
ხალხნო, ვინმემ გასვლის ტრადიციული აღწერილობასაც მიხედეთ, თორემ წლის ბოლოს ბოქაული ამ გასვლას არ დაუშვებს საკონკურსოდ. არადა, ცოდვაა ასეთი ლაშქრობის დაჩგვრა.
წინა დავათობის რამდენიმე მონაწილე იქვე დამეთანხმა, რომ მაშინდელი ქარბუქი, ანაზდად ამოვარდნილი და ხეებში ღმუილით გამშპარი ქარი, რომელსაც ფანტელების კორიანტელიც თან მოსდევდა, რაღაც სხვანაირად ლამაზი იყო, მაგრამ გუშინდელი დღითაც უზომოდ კმაყოფილი დავბრუნდი დავათიდან. რა ხალხი, რა ხალხი - პირდაპირ მურაბა და სულში ჩახუტება ადამიანები!!! რა მწარედ დაკარგული და რა ძაან მონატრებული კარაველები - გობე თავისი გობე-ოჯახით, რომელსაც წელიწადზე მეტია, არსად ულაშქრია; ეჰ-დათო, რომელთანაც ბოლოს შარშან ვიყავი თუშეთში და მას მერე, მგონი, არც ყოფილა კარავულ ღონისძიებაში; მისი მეუღლე - ნანა, რომელმაც პირველივე ლაშქრობიდან კარაველტა უდიდესი სიმპათიები დაიმსახურა და სადაც მოდის, ლაშქრობას წინდაწინ ჰმატებს ელფერს; ტომა, რომელთანაც ბოლოს შარშან შემოდგომაზე ვიყავი სალაშქროდ; მისის რობინსონი, რომელიც ჩემი სადებიუტო კარავული ლაშქრობიდან - შარშანწინდელი დავათობიდან გავიცანი და ძალიან ვაფასებ, როგორც კარგ პიროვნებას... ნავიგატორს, ილიას, ადმინს იქნებ უფრო ხშირად კი ვხვდები, მაგრამ მაგათთან ხომ არ მოიწყენ კაცი... კოტეტბელი და ლამა რომ ცალკე სამყაროა, ჩემზე უკეთ იცით. დიდი მადლობა პაუნას, აცას, ნუსას სამწვადის გამზადებისთვის; თამუსიას - რაღაც სხვანაირი, ვაჟკაცური ატმოსფეროს შემოტანისთვის; მუდამ შემართულ და ენერგიულ მერკვილაძის ქალს (მგონი, გვარი არ მეშლება ) - მირანდას; ვაზანოს - საინტერესო ლექციებისთვის...
ძველი ნაცნობებიდან უფრო კარგად გავიცანი, როგორც გობემ უწოდა, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ზღარბი. გული დამწყდა, მისმა ძმამ ეკლესიასთან რომ ვერ მოგვისწრო. კოტეტბელისა არ იყოს, ნიკასთან ლაშქრობას მეც ვნატრობ.
გუშინ ჩემთვის ახალი კარაველიც გავიცანი - ხახატული, რომელსაც აქამდე მხოლოდ ფორუმიდან ვიცნობდი და მაინტერესებდა ლაშქრობაში დამგზავრება.
არჩილა საგანგებოდ მოვიტოვე ბოლოსთვის. ამდენი ქალის შემხედვარე, გუშინ ნირვანაში იყო და გაილაღა კიდეც გოგოებთან გუნდაობით. ვიხუმრე კიდეც, ახლა რომ მოკვდეს (ჯვარი სწერია, ჯვარი!!!), ბედნიერი იქნება, ამდენი ქალის ყურადღებას კიდევ როდის მიიპყრობს-მეთქი.
მოკლედ, ყველაფრამდე კარგი დღე იყო. შემოვდივარ წინადადებით - ასე მწარედ დაკარგული კარაველების დასაბრუნებლად პერიოდულად საგანგებო ლაშქრობები მოვაწყოთ.
ან, კიდევ - ისეთი ლამაზად დასამახსოვრებელი გასვლები, როგორიც ორი წლის წინანდელი დავათობა აღმოჩნდა, იგივე შემადგენლობით პერიოდულად გავიმეოროთ ხოლმე.

guruli
გუშინ, მზე იხლართებოდა გაძრცვნილ ტოტების ბადეებში და ეს იქაურობას ზღაპრულს ხდიდა
გუშინ მართლაც დასამუნჯებელი ემოცია ეხატა ლამას სახეზე
მადლობა
პაუნას ამ ლამაზი დღის დაგეგმვისათვის

ხალხო ის კადრი არავის არ გაქვთ გადაღებული, გობეს გულნარას შესრულების დროს ადგილობრივი რომ გვერდიდან მიეპარა და გაოგნებული და თვალებ გაფართოებული უყურებდა სიტუაციის გარკვევის მცდელობით.
Last edited by Toma on 12 იან 2009, 18:59, edited 2 times in total.
ცხოვრება მშვენიერია
დავათი 2009
lama
ხალხნო, მგონი, ჩვენი გუშინდელი "მანქანა-ზვერ" და მისი მხედარი ზაზა იმსახურებს მძღოლების სიაში შეტანას. არც კაცს უწუწუნია რამეზე და არც მანქანას დაუხევია უკან. თან, ახალია, თბილი, კომფორტული, ზაზა კი შუაფხოელია. მაქეთ თუ წავალთ (და ამ სეზონზე აუცილებლად უნდა წავიდეთ), უკეთეს მეგზურს ვერ ვინატრებთ.
შენ თუ მუნჯს ჰგავდი იქ. რაც შენ "დამსეტყვე ცაოზე" იყვირე და იღრიალე...გუშინ მართლაც დასამუნჯებელი
ხალხნო, მგონი, ჩვენი გუშინდელი "მანქანა-ზვერ" და მისი მხედარი ზაზა იმსახურებს მძღოლების სიაში შეტანას. არც კაცს უწუწუნია რამეზე და არც მანქანას დაუხევია უკან. თან, ახალია, თბილი, კომფორტული, ზაზა კი შუაფხოელია. მაქეთ თუ წავალთ (და ამ სეზონზე აუცილებლად უნდა წავიდეთ), უკეთეს მეგზურს ვერ ვინატრებთ.
დავათი 2009
მეც დზაან სჰემონატრულებული მყავდა კარავი, რამდენი ხანია ვერსად მოვახერხე გამოსვლა. გუსჰინდელმა დგემ მიმახვედრა, რომ ეს ასე არ სჰეიდზლება გაგრდზელდეს, ტურმე რადმენ ლამაზ დგეს ვკარგავ. არადა გუშინდელი მარლაც საოცრად მაგრობა გამოვიდა
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!
დავათი 2009
ჩემს ქარტულ დამცერლობაზე ბოდიშს ვიხდი (ჩვევაა)
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!
დავათი 2009
ტომ ზურა ენმა გადაუღო სწორედ მაგ დროს გობეს და იმ ადგილობრივს ვიდეოToma wrote:ხალხო ის კადრი არავის არ გაქვთ გადაღებული, გობეს გულნარას შესრულების დროს ადგილობრივი რომ გვერდიდან მიეპარა და გაოგნებული და თვალებ გაფართოებული უყურებდა სიტუაციის გარკვევის მცდელობით.
გურულო
შე მართალო შენა
მაგრამ მაინც დამამუნჯა
აი გახსოვს, რომ ვერ მამღერე უკანა გზაზე??? რომ მთხოვდი ხელებს ნუ შლი და იმღერეო აი იმიტომ ვერ ვიმღერე რომ......
- z g a r b i
- იეტი
- Posts: 1531
- Joined: 21 ნოე 2007, 11:42
- Location: ტყე
დავათი 2009
მე მაქვს ..Toma wrote:ხალხო ის კადრი არავის არ გაქვთ გადაღებული, გობეს გულნარას შესრულების დროს ადგილობრივი რომ გვერდიდან მიეპარა და გაოგნებული და თვალებ გაფართოებული უყურებდა სიტუაციის გარკვევის მცდელობით.
მაგრამ სურათები ჯერ კიდევ აპარატშია