წყარო
www.presa.ge
ზოგი ადამიანი ამ ქვეყნიდან ისე მიდის, რომ ყველას გაღიმებულს ტოვებს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ასეთი ადამიანებისთვის სპეციალური - ”დარვინის” პრემიაც არის დაწესებული. ყველაზე უაზროდ და სასაცილოდ დაღუპულ ადამიანებზე მრავალჯერ დაწერილა, ამჯერად კი ”დარვინის” პრემიის წლევანდელ ლაურეატზე მოგითხრობთ.
წელს გამარჯვება 70 წლის იტალიელს არმანდო პინელის ხვდა, რომელიც დიდხანს ეკამათებოდა მეზობელს იმის თაობაზე, თუ ვინ დაჯდებოდა ერთადერთ სკამზე პალმის ჩრდილში. პინელიმ თავისი მაინც გაიტანა, რის შედეგაც ხე თავზე დაემხო და მოხუცს სული გააფრთხობინა.
ჩეხი ვერა ჩერვაკი ჭორებს აჰყვა და დაიჯერა, რომ ქმარი ღალატობდა, რის გამოც მესამე სართულიდან გადმოხტა და შინ მომავალ მოღალატეს თავზე დაახტა. მოგვიანებით ჰოსპიტალში იგი გონზე მოიყვანეს, მისი მეუღლე კი ადგილზე გარდაიცვალა.
ოთხმა ჩინელმა მოზარდმა ტაივანური ფანტასტიკური ჟანრის სერიალს უყურა და თაგვის წამალი მიიღო, რათა ”ჯოჯოხეთში სამოგზაუროდ წასულიყო”. მათ დატოვეს წერილი სიტყვებით: ”თუ ჯოჯოხეთში უკეთესი არაფერი ხდება, დავბრუნდებით”. ორი მათგანის მობრუნება ექიმებმა შეძლეს, დანარჩენებს კი ეტყობა მოეწონათ.
ვეტერანმა ალპინისტმა ჟერარ ომელმა ევერესტი ექვსჯერ დაიპყრო. იგი გარდაიცვალა მაშინ, როდესაც აბაზანაში ნათურის გამოსაცვლელად კიბეზე ადიოდა და იქიდან გადმოვარდნილმა თავი ნიჟარას დაარტყა.
80 წლის ადელაიდა მაგნოზიმ კარადიდან ასაკეცი ლოგინი გადმოიღო და მასზე სამუდამოდ დაიძინა. საქმე იმაშია, რომ ლოგინი მოულოდნელად საწყის მდგომარეობაში დაბრუნდა და მოხუცებული მოიყოლა.
ჩრდილოეთკორეელი მეთევზე ახალდაჭერილი თევზის მუცლის გაფატვრას აპირებდა. მაგრამ თევზი ცოცხალი აღმოჩნდა, მოულოდნელად კუდი მოიქნია და ცივი იარაღი მეთევზეს მკერდში ჩაარტყმევინა. მებადური ადგილზევე გარდაიცვალა.
50-მდე სეირის მაყურებელი ვიეტნამის ქალაქ ხოშიმინის ერთ-ერთ პატარა ხიდზე შეგროვდა, რათა თვალი ედევნებინა ახალგაზრდა გოგონას თვითმკვლელობისთვის. ხიდმა დატვირთვას ვერ გაუძლო და მდინარეში ჩაინგრა. დაიღუპა 10 კაცი.
32 წლის ასაკში სტივენ ჰაიეტმა რევოლუციური ოპერაცია გადაიტანა. მას გადაუნერგეს კუჭი, ღვიძლი, თირკმელები, თორმეტგოჯა ნაწლავი და კუჭქვეშა ჯირკვალი. ექვსი წლის შემდეგ სკამზე ნათურის გამოსაცვლელად ავიდა, იქიდან გადმოვარდა, თავის მძიმე ტრამვა მიიღო და გარდაიცვალა.
ბონის მცხოვრები პიტერ გრუბერი ხელოვნების მუზეუმის გაძარეცვის მცდელობისას დაიღუპა. ის დაცვის თანამშრომლების დანახვისას გაიქცა და მოსახვევში მდგარ ხმალამოწვდილ ქანდაკებას წამოეგო.
ეგვიპტის ერთ-ერთი სამთავრობო სტრუქტურის თანამშრომელი ადელ ნაზიმ ჯერგეზი სამსახურში დაწინაურებას 8 წლის განმავლობაში ელოდა და როდესაც თავისი გვარი დაწინაურებულთა სიაში ამოიკითხა გულის შეტევით ადგილზე გარდაიცვალა.
ერთ-ერთი კალიფორნიელი მძღოლი ”მფრინავმა ძროხამ” იმსხვერპლა. სავალ ნაწილზე გადასულ პირუტყვს მანქანა შეეჯახა და რამდენიმე მეტრზე გადააგდო. ძროხამ ”ფრენა” შემხვედრი მანქანის კაპოტზე დაასრულა, საქარე მინა ჩალეწა და მძღოლი მოკლა.
უკრაინელმა ბრაკონიერმა მდინარეში ელექტრო სადენი ჩაუშვა. როდესაც დენით მოკლული თევზი ამოტივტივდა, იგი წყალში ჩავიდა, მაგრამ მოწყობილობის გამორთვა დაავიწყდა. შედეგად ბრაკონიერმა თავისი ნადავლის ბედი გაიზიარა. მისი ნათესავების თქმით, მას სიდედრის გარდაცვალების ერთი წლისთავის აღსანიშნავად თევზის შეწვა სურდა.
44 წლის ჯეიმს დინარდიმ ერთ-ერთი ქალბატონი ინტერნეტით გაიცნო და მის უშუალოდ გასაცნობად შტატ მენში გაემგზავრა. როგორც ჩანს ”ლაივში” იგი ქალს არ მოეწონა და შეხვედრაზე უარი მიიღო. გარკვეული დროის შემდეგ დინარდი თავის სატრფოს სახლთან დაბრუნდა და სიყვარულის დასამტკიცებლად ელექტროხერხით კისერი გადაიხერხა.
34 წლის მამაკაცი საკუთარი სახლის სადრაფში გარდაცვლილი იპოვნეს. მისი ჩაცმულობა ბრილად რომ ვთქვათ უცნაური იყო: მოკლე ქვედაბოლო, თეთრი აზღუდი, ტყავის ფეხსაცმელი და ქალის პარიკი. თავზე მას აირწინაღი ეკეთა, რომელიც შლანგის მეშვეობით, ანუსთან იყო შეერთებული, რაც გაგუდვის მიზეზი გახდა. სხეულზე ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა.
სანტიაგო ალვარადომ ველოსიპედების პატარა მაღაზიის გაქურდვა განიზრახა. იგი მაღაზიაში შეღწევას ღამით სახურავიდან აპირებდა და რადგან ხელები დაკავებული ჰქონდა ფარანი კბილებით დაიჭირა. სწორედ ეს ხელსაწყო გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, როდესაც მოუხერხებელი მძარცველი ძირს სახით დაეცა.
საავადმყოფოში ერთდროულად მიიყვანეს ოთხი ადამიანი: შელი მიულერი თავის ტრამვით, ტიმ ვეგასი მსუბუქი კანტუზიით, ბრაიან კორკორანი ღრძილების მსუბუქი დაზიანებით და პამელა კლესიკი ხელის ორი თითის გარეშე... მიულერმა ქმარი სამსახურში მიიყვანა და დასამშვიდობებელ კოცნასთან ერთად რამდენიმე წამით მკერდის დემონსტრირება მოახდინა. ყოველივე ეს ერთ-ერთი ტაქსის მძღოლმა ტიმ ვეგასმა დაინახა.
სანახაობამ ისე გაიტაცა, რომ მანქანის მართვა დაკარგა და ჰოსპიტალის შენობას შეეჯახა, სადაც დანტისტი პამელა კლესიკი, კორკორანის პირის ღრუს ათვალიერებდა. ძლიერი ბიძგის გამო ექიმმა პაციენტის ღრძილები დააზიანა. შოკისგან პაციენტს ყბა ჩაეკეტა და ექიმს ორი თითი მოაკვნიტა. რაც შეეხება ამ შემთხვევის მიზეზს - ქალბატონ მიულერს, მას თავში შენობის ნამსხვრევი მოხვდა.
35 წლის სირიელი ნაჯიფ სადი თავს იმდენად ბედნიერად გრძნობდა, რომ თავის მოკვლა გადაწყვიტა. უკანასკნელ წერილში მან განაცხადა, რომ სრულიად ბედნიერია, მაგრამ მომავალი უბედურების ეშინია.
ჰამბურგის ლუდის ერთ-ერთ ბარში ერთი მოქეიფის ტელეფონი მუდმივად რეკავდა და ძალზე უსიამოვნო ზარით სხვა კლიენტებს გულს უწვრილებდა. მათ არაერთხელ სთხოვეს ტელეფონის გამორთვა, მაგრამ მამაკაცი მათ თხოვნაზე არ რეაგირებდა. საბოლოოდ ბარის ყველაზე ნერვიულმა კლიენტმა იგი ლუდის ბოთლის თავში ჩაცხებით გამოასალმა სიცოცხლეს და პოლიციას ჩაბარდა.
ჰონკონგში 65 წლის ჩაი ვან-ფონგი ღმერთს მადლობას სწირავდა იმისთვის, რომ მისი რძალი ავტოკატასტროფაში ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. მრავალსართულიანი სახლის ეზოში შემოსვლის დროს, მას თავზე ცემენტის ტომარა დაეცა და ადგილზევე მოკლა.