ჰოო, წესების მიხედვით, საჩუქრების წართმევა შეიძლებოდა ერთმანეთისათვის, თან სამჯერ. ტრულალამ ჩემს გამზადებულ საჩუქარს, ვისკის მათარას დაადგა თვალი და რადგან კავკასიკას წარმომადგენლის როლიც ენიჭებოდა, მისთვის უნდოდა საჩუქრად. ამიტომ ხან ვის სთავაზობდა თავის მოგებულ ჩუსტებს, ხან ვის. აქ თამუსიას ეხვეწება: "წამართვიო"
თამუსიამ შენი ჩუსტები რად მინდა, ჩემი "აქს ეფექტი" მირჩევნიაო
ლომი ფიქრობს, რა აირჩიოს
აირჩია
ისეთი საყვარელი ძროხა ერგო ბედად, ისეთი გულისამაჩუყებელი სიყვარულის ახსნით (წერილი მოყვებოდა), რომ ყველას შეშურდა ლომის ბედნიერების
საჩუქრის ავტორი თამუსია იყო
ტრული ისევ ჩუსტებს გვაჩეჩებს, ბოლოს შეებრალა მარიშკას და წაართვა ჩუსტები, ამით ისარგებლა ტრულიმ და წაართვა ვისკის მათარა ილიას, ამ უკანასკნელს მათარა ბადრისთვის ჰქონდა უკვე წართმეული. რადგან ეს მესამე წართმევა იყო (მეტი წართმევის უფლება არავის ჰქონდა), ასე შერჩა მათარა ტრულის, უფრო სწორედ კავკასიკას.
არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა ინტელას გამზადებული საჩუქარი, შუბლის ფარანი. ისიც რამდენჯერმე წაართვეს ერთმანეთს
აი ინტელას რა ერგო, ფარნის სანაცვლოდ
კავკასიკას გამზადებულ საჩუქარზე ბევრი ვიცინეთ

. ის ილიას ხვდა წილად. მაგრამ მერე რუხს აჩუქეს, იმას უფრო უხდებოდა
