ალილო, შობის მახარობლები ვართ!

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ალილო, შობის მახარობლები ვართ!

Post by namcecuna » 05 იან 2009, 15:45

ე.ი
ხვალ საღამოს მექნება სტიქრები, ამიტომ ხვალ საღამოსვე უნდა შემხვდეთ ამ სიის წევრები რომ ჩაგაბაროთ-მე ფიზიკურად ვერ შევძლებ 10 შესამოსელის ტარებას ;)


1.ლამა
2.ბექა
3.ნინი85
4.კიკი
5.სასკვა
6.ნინი-ა
7.ანნ
8.გოგა
9.თეო
10. ნინკა

და კიდევ ერტი რამ-მსვლელობის დროს დაგვჭირდება დახმარება-შესამოსელით ვინც ვიქნებით -რამდენიმე ადამიანი მაინც ხომ დაგვეხმარებით? მწკრივის დაცვის ან სხვა ძალიან მსუბუქ საქმეში? :)

ninka
შენი N მომწერე პმ-ში კარგი?
Last edited by namcecuna on 05 იან 2009, 15:48, edited 1 time in total.
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
ალილო, შობის მახარობლები ვართ!

Post by saskva » 05 იან 2009, 15:47

სად, რომელზე და არ არის პრობლემა, შეგხვდები

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ალილო, შობის მახარობლები ვართ!

Post by namcecuna » 05 იან 2009, 15:51

saskva

ხვალ შუადღეს ზუსტად მეცოდინება სად და რომელ საათზე მოვიტან სტიქრებს, თუ ნეტთან არ ვიქნები დაგირეკავ :)
ისე, სამების ახალგაზრდულ ცენტრში ვინმეს შეუძლია მოვიდეს? იქედან გავატანდი პირდაპირ.

მოკელდ, საღამოს უნდა დამიზუსტონ კიდევ რაღაცეები და მეც ზუსტად დავწერ, კარგით? :)
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
ალილო, შობის მახარობლები ვართ!

Post by Nini_A » 05 იან 2009, 16:05

ანანოც დაგვემატა, უი სტიქრები აღარ ყოფილა

1.ლამა
2.ბექა
3.ნინი85
4.კიკი
5.სასკვა
6.ნინი-ა
7.ანნ
8.გოგა
9.თეო
10. ნინკა


11 ანანო
12. .............

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
ალილო, შობის მახარობლები ვართ!

Post by kiki » 05 იან 2009, 21:05

ალილოობა საქართველოში


- ოცდახუთსა დეკემბერსა
ქრისტე იშვა ბეთლემსაო
- ანგელოზები გალობენ
დიდება მაღალთა შინა

- ეს რომ მწყემსებმა გაიგეს
მივიდნენ და თაყვანი სცეს მას

- ჩიტი ღობეზე შემოჯდა
იძახოდა ქრისტეშობას

- ცაზე ვარსკვლავი გამოჩნდა
შობის მახარობელიო

- ალათასა ბალათასა
ხელი ჩავკარ კალათასა

შიგ რომე ვერა ვიპოვე-რა
ღმერთი მოგცემს ბარაქასა

- ოცდახუთსა დეკემბერსა
ქრისტე იშვა ბეთლემსაო




„დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყნასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

„და მწყემსნი იყვნეს მასვე სოფელსა, ველთა დგებოდეს და ჴუმილვიდეს საჴუმილავსა ღამისასა სამწყოსოსა მათსა. და აჰა ანგელოზი უფლისაჲ დაადგრა მათ ზედა, და დიდებაჲ უფლისაჲ გამოუბრწყინდა მათ, და შეეშინა მათ შიშითა დიდითა. და ჰრქუა მათ ანგელოზმან მან უფლისამან: ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა: რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა. და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოოთ ყრმაჲ იგი შეხუეული და მწოლარე ბაგასა. და მეყსეულად იყო ანგელოზისა მის თანა სიმრავლე ერთა ცისათაჲ, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ. და იყო ვითარცა აღვიდეს ანგელოზნი იგი ზეცად, მწყემსთა მათ თქუეს ურთიერთას: განვიდეთ ჩუენ ვიდრე ბეთლემადმდე და ვიხილოთ სიტყუაჲ ესე, რომელი იყო ჩუენდა მომართ, რომელი-იგი უფალმან მაუწყა ჩუენ. და მოვიდეს მსწრაფლ და პოვეს მარიამ და იოსებ და ყრმაჲ იგი, მწოლარე ბაგასა. და ვითარცა იხილეს, გულისჴმა-ყვეს სიტყუაჲ იგი, რომელი ითქუა მათა მიმართ ყრმისა მისთჳს. და ყოველთა, რომელთა ესმოდა, უკჳრდა სიტყუაჲ იგი მწყემსთაჲ მათ მათდა მიმართ. ხოლო მარიამს დაემარხნეს სიტყუანი ესე და დაედვა გულსა თჳსსა. და მიიქცეს და წარვიდეს მწყემსნი იგი, ადიდებდეს და აქებდეს ღმერთსა ამას ყოველსა ზედა, რომელი ესმა და იხილეს, ვითარცა-იგი ითქუნეს მათდა მიმართ“ (ლუკა 2, 8-20).

ყოველი შობის ღამეს, ალბათ ვარსკვლავის გამოჩენისა და ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მოციქულების წინამორბედი, ქრისტეს მახარებელი მწყემსები შორეული წარსულიდან აქამომდე მთელ ერს ამცნობდნენ იმ უდიდესი საიდუმლოს განხორციელებას, რასაც იესო ქრისტეს განკაცება ჰქვია. მწყემსებად გამოწყობილი ჩვენი წინაპარი ზრდასრული მამაკაცები თუ ჩვენი თანამედროვე ახალგაზრდა ყმაწვილები ალილოს გალობით, როგორც ამ ხალხურ სიმღერას ხალხში უწოდებდნენ, თვითოეული თანასოფლელის კარმიდამოს მოივლიდნენ და მოუთმენლად მომლოდინე მასპინძლებს ღვთის სადიდებელს - ალილოს (ალილუია - ვადიდოთ ღმერთი) - მთელი ქვეყნის გასაგონად, მაღალ ხმაზე უგალობდნენ:

„ალილო და აქა ალილო,
ალილო და აქა შობა,
ღმერთმა ბევრი გაგითენოთ
შობა-ახალწელიწადი.
ოცდახუთსა ამთვესაო,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
ჩიტი შემოჯდა ღობესა,
იძახის ქრისტეშობასა.
ჩვენ მათხოვრები არა ვართ,
ვართ ქრისტეს მახარობლები,
ალილო და აქა შობა,
აქა ალილო“ (მესხეთი)

„ოცდახუთსა ამ თვესაო,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
თქვენ გვაჩუქეთ გროშებიო,
დაგელოცოთ ბოვშვებიო“ (სამეგრელო)

„ოცდახუთსა და რამდენსა შობა გათენებულაო,
შობის მადლი შეგეწიოთ, ქრისტე დაბადებულაო,
ეს სახლი ვინ ააშენა, ვინ დახურა მუხის გული?
ამშენებლის დედა ცხონდეს, დამხურავის მამის სული.
„კოშკიდან“ გადავიხედე, ერბო გიდგათ ქილებითა,
ალათასა, ბალათასა, კვერხცი უნდა კალათასა,
აქა ღორი დაკლულიო, ნაყელარი ჩვენიაო, ნასამედი თქვენიაო.
პატარძალო ჩვენო ლხინო, მარნის კარი გიჭრიალებს,
მარნის ქოცო აგვიხადე, ყელი ჩაგვიმაჭრიანე“ (კახეთი)

ვინ მოსთვლის რამდენი საუკუნე ქართველი ამ საოცარი ამბით, სიხარულითა და ვარსკვლავით განათებულ ღამეში უხვად: ფულით, ფქვილით, ერბოთი, თხილ-კაკლით, საშობაოდ დაკლული ღორის ხორცით, ყოველივე იმით, რაც მოეპოვებოდა და რა თქმა უნდა, კვერცხით, აჯილდოვებდა მეალილოებს, შობის სიმბოლოთი, რომელიც სულ მალე, აღდგომას, ქრისტეს ჯვარცმის ნიშნად წითლად შეიღებებოდა და მეჭონეებს, ქრისტეს აღდგომის მახარობლებს მიერთმეოდა. კვერცხით, რომელიც ოდითგან საუცხოო საჩუქრად ითვლებოდა. და ვაი, მას ვინც ძღვენს დაინანებდა (მეალილოეთა ძღვნის გარეშე გაშვება ხალხში ფუძის უბარაქობისა და ზიანის მომტანად ითვლებოდა) იმ მწყემსთათვის, რომლებიც ღვთისა და ანგელოზებისაგან დამოძღვრილ სახარებისეულ წინაპრებს განასახიერებდნენ, ვისაც მთელი ქვეყნისათვის ღვთისა და ანგელოზების ნებით დიდი საიდუმლო, მომავალი, მარადიული, მარადიული ხსნის საწინდარი უნდა გაენდოთ. ამას გარდა, ქრისტიანი ქართველი მოსულში, ყოველ სტუმარში, მათ შორის ყოველ მეალილოეში ღმერთს ხედავდა, რომელთათვის მირთმეული ძღვენი შესაწირიც იყო და საჩუქარიც, დიდებაც და თაყვანისცემაც.

ამ ღამეს ქრისტეშობის სიხარულს, როგორც ბეთლების გამოქვაბული, ვეღარ იტევდა ტაძარი, მწყემსებთან ერთად გამოდიოდა გარეთ, მწყემსების მეშვეობით თვითოეულ მოკვდავამდე მიდიოდა და ეს სიხარული ქრისტეს ხორციელი მოვლინებით განცდილი ყველას ერთ მრევლად, ქრისტეს მიწიერ სხეულად, ეკლესიად აქცევდა.

შუასაუკუნეების გადმოცემის თანხმად, შობას იერიქონში ვარდები იშლებოდნენ დეკემბერში, შიომღვიმეში ტაძრის კედელთან ამოსული წითელი ვარდის კოკრები, თითქოსდა მეალილოე მწყემსების დარად ელიან შობას, რომ აყვავდნენ სიხარულისა და დიდების ნიშნად.

ნინო ღამბაშიძე
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ â„– 1 (103), 2001 წ.

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ალილო, შობის მახარობლები ვართ!

Post by pataputina » 05 იან 2009, 21:22

kiki
სამთავროში ხომ არ იქნები ხვალ?

:oops:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
ninka
ბოდიალა
Posts: 167
Joined: 22 სექ 2006, 22:10
Location: TBILISI
ალილო, შობის მახარობლები ვართ!

Post by ninka » 05 იან 2009, 22:05

namcecuna wrote:ე.ი
ხვალ საღამოს მექნება სტიქრები, ამიტომ ხვალ საღამოსვე უნდა შემხვდეთ ამ სიის წევრები რომ ჩაგაბაროთ-მე ფიზიკურად ვერ შევძლებ 10 შესამოსელის ტარებას ;)


1.ლამა
2.ბექა
3.ნინი85
4.კიკი
5.სასკვა
6.ნინი-ა
7.ანნ
8.გოგა
9.თეო
10. ნინკა

და კიდევ ერტი რამ-მსვლელობის დროს დაგვჭირდება დახმარება-შესამოსელით ვინც ვიქნებით -რამდენიმე ადამიანი მაინც ხომ დაგვეხმარებით? მწკრივის დაცვის ან სხვა ძალიან მსუბუქ საქმეში? :)

ninka
შენი N მომწერე პმ-ში კარგი?
კი მე დაგეხმარებით :wink:
ოკ ეხლავე მოგწერ :wink:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ალილო, შობის მახარობლები ვართ!

Post by ARCHILI » 05 იან 2009, 23:08

ყველას ბედნიერ შობას გისურვებთ და გთხოვთ, წირვაზე მომიხსენიოთ მეც, მე კი აი, აქ წავალ და მოგიხსენიებთ, ვისი სახელიც ვიცი :)

ეს აჩხოტის წმიდა ნიკოლოზის მამათა მონასტერია:

Image

ჩვენი ტაძარი:

Image

ჩვენი მონასტრის შენობა:

Image

ჩვენი ტაძარი შიგნით, ქვის კანკელით:

Image

ესეც მე მონასტერში:

Image


დიდ ბოდიშს გიხდით თემას რომ ცოტა გადავუხვიე :)

ყველას ბედნიერ შობა-ალილობას გისურვებთ... :)

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ალილო, შობის მახარობლები ვართ!

Post by pataputina » 05 იან 2009, 23:10

ARCHILI
ახლა უნდა მეთქვა, შენი სახელიც დაწერე რომ მოგიხსნოთთქო და მერე ისა......... :roll:


კი არა და


ჰხო

:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ალილო, შობის მახარობლები ვართ!

Post by namcecuna » 05 იან 2009, 23:22

არჩილ, აბა რას ვიზამთ :) :*
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ალილო, შობის მახარობლები ვართ!

Post by ilia » 06 იან 2009, 00:19

შარანდელი ფოტოები დავათვალიერე და ცრემლი მომაწვა შატილინკას დანახვაზე :cry:
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ალილო, შობის მახარობლები ვართ!

Post by namcecuna » 06 იან 2009, 00:28

ilia
მეც, გუშინ ვნახე და... :(
წამო, ზღაპარში ...
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ალილო, შობის მახარობლები ვართ!

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 06 იან 2009, 02:11

ARCHILI wrote:ყველას ბედნიერ შობას გისურვებთ და გთხოვთ, წირვაზე მომიხსენიოთ მეც, მე კი აი, აქ წავალ და მოგიხსენიებთ, ვისი სახელიც ვიცი :)
კაი კაცი ხარ.
შეგწეოდეს უფალი.
მოგიხსენიებ.

ისე, კგ იქნებოდა, ხევშიც პატარა ალილო მოგეწყოთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ალილო, შობის მახარობლები ვართ!

Post by ilia » 06 იან 2009, 13:14

1-ზე კინოს სახლთან მოვალ
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ალილო, შობის მახარობლები ვართ!

Post by Int3lig3nt » 06 იან 2009, 13:18

მე და ფოტოაპარატი მანდ ვართ.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]