ნელ-ნელა მეც დავიწყებ ჩემს რეპორტაჟს
31-ში დაახლოებით 3 საათზე ლამამ და ლომმა გამომიარეს, ინტელას თხოვნით ნამცხვრები მქონდა ნაყიდი და სამთო ქიმიასთან მათი მიტანა ჩემს ბარგთან ერთად ძალიან გამიჭირდებოდა. აი ბარგის რაოდენობას რომ შეხედა ირაკლიმ, კინაღამ გადაიფიქრა ჩემი წაღვერში წაყვანა

, მაგრამ სხვანაირად ხომ დარჩებოდნენ გოზინაყის, ჩურჩხელების და სხვა უამრავი სასუსნავის გარეშე?

მერე თიკო-რ-ს გავუარეთ ტოიოტაში, თიკოს ბარგმა ცოტა დაგვამშვიდა, ჩემთან შედარებით საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურებოდა. ბევრი კარველისათვის კარგად ნაცნობი "ტეტთრისის" გადათამაშებით ყველაფერი ეკონომიურად ჩავალაგეთ "შამილას" საბარგულში, ისე რომ არცერთი კვადრატული სანტიმეტრი არ დაგვიტოვებია აუთვისებელი და გავწიეთ წაღვერისაკენ. მგზავრობის მუსიკალურ გაფორმებაზე თიკო -რ ზრუნავდა თავისი რომანტიული სიმღერებიანი "ფლეშკებით" (გოგა, გვიშველე ქართული შესატყვისი მოგვაშველე

). მაგრამ ახლა ჩვენი მანქანიდან გადაყრის მეორე მიზეზი გაუჩნდათ ბიჭებს

და შედეგად რომანტიული მუსიკა "რიკი-ტიკი, რიკი-ტიკის" საცეკვაო მელოდიამ ჩაანაცვლა. ასე მხიარულად ჩავაღწიეთ წაღვერში, სადაც უკვე გველოდნენ გოგა, ნაია, თამუსია, რებითი, თუთა, ბადრი, კოლხი და სურპრიზი კარველი - კავკასიკა

, რომლის დანახვა ყველას ძალიან გაგვიხარდა.
დავბინავდითთქო მინდოდა დამეწერა, მაგრამ გამახსენდა, რომ დაბინავების უფლება არ მოგვცა გოგამ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე

(ამისთვის ბიჭებს მისი გაკოჭვის გეგმა ჰქონდათ შემუშავებული, რომელიც მერე გადაიფიქრეს, მაგრამ მეორე დღეს მაინც განახორციელეს და ამჯერად მეც მოვხვდი გაუგებრობაში

, თუმცა ამაზე ქვემოთ

). მოკლედ ბარგი კორიდორში დავყარეთ და დავიწყეთ გოზინაყის გაკეთება.
სანამ გოგოები ნიგოზს ჭრიდნენ
ნაწილი კამათელს აგორებდა
ნაწილი კიდევ ჩაის და ყავას მიირთმევდა
