პუტინის პოზიცია რუსეთის საზოგადოებრივ აზრს ემთხვევა. ადამიანთა უმეტესობას, დამოუკიდებელი სოციოლოგიური გამოკითხვების მონაცემების თანახმად, ნატოს გაფართოება და გაძლიერება არ სურთ. კონსტანტინე კოსაჩოვმა, დუმას საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარემ, რუსულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტში ობამასთან დაკავშირებით ძალზე დეტალური კომენტარი გააკეთა.
პირველი, მან თქვა, რომ არჩევნების შემდეგ აშშ-ს პოლიტიკაში ცვლილებებს არ ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ხალხმა ხმა საგარეო და შიდა პოლიტიკაში ცვლილებებს მისცა, მომავალი ადმინისტრაცია, მისი თქმით, უწყვეტობას შეინარჩუნებს. მომავალი ორი-სამი წლის განმავლობაში ვაშინგტონის პოლიტიკა თითქმის ”იმავე სცენარით” წარიმართება, რაც წინათ. უფრო მეტიც, ობამა შესაძლოა არც იყოს დარწმუნებული, რომ საგარეო საქმეებს თავს გაართმვს. მაგრამ, როგორც პრეზიდნტმა უნდა გააცნობიეროს, რომ ძალაუფლების სხვა ცენტრებთან ურთიერთქმედება დასჭირდება:
”მე ვფიქრობ, ობამა თავის დროზე მიხვდება, ან იძულებული იქნება, მიხვდეს, რომ რუსეთთან კონფრონტაცია ამერიკას სიკეთეს ვერ მოუტანს”. კოსაჩოვის აზრით, სამყარო მულტიპოლარულია, რუსეთი უკვე არის ძალაუფლების ცენტრი თავისი ნაციონალური ინტერესებით და შეერთებულმა შტატებმა ამ ფაქტს პატივი უნდა სცეს.
თანასწორუფლბიანობასა და პარიტეტულობას ურთიერთობებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც უსვამს ხაზს. ის და მიხეილ მარგელოვი, ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რუსულ- ამერიკული ურთიერთობების მხოლოდ ორ სფეროს ასახელებენ: ანტიტერორიზმი და ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობა.
სხვას შესაძლოა ეფიქრა, რომ მსოფლიოს ორ უდიდეს ქვყანას ბევრად უფრო მეტი საერთო უნდა ჰქონდეთ. ასეთი მცირე მოლოდინები, ტონი, რომლითაც ჩვულებრივ რუსები ობამაზე ლაპარაკობენ, ერთ რამეს ასახავს - თითქოს რუსეთის ხელისუფალნი ვაჭრობის წესებს მისდევენ - დაუცადე ოპონენტის ნაბიჯებს, პირველმა არაფერი მოიმოქმედო.
სერგეი მირონოვი, ფედერაციის საბჭოს სპიკერი აშშ-ს წარმავალ ადმინისტრაციაზე ლაპარაკისას არასდროს იწუხებს თავს დიპლომატიური ლექსიკის გამოყენებით. ის ამბობს, რომ აშშ-ს პრეზიდენტობის ისტორიაში ბუშის ადმინისტრაცია ამერიკაშიც და მსოფლიოშიც ყველაზე ნაკლებად მოსწონდათ. ის ბუშის საგარეო პოლიტიკურ გუნდს ასე ხედავს - ისინი 1980-იანების კონფრონტაციის დროს ჩამოყალიბდნენ. მას შემდეგ, ამბობს მირონოვი ”მათ ვერაფერი დაივიწყეს და ვერაფერი ისწავლეს”.
ობამას გამარჯვებამ, მისი აზრით, უნდა გვაფიქრებინოს, რომ ”ამერიკულ საზოგადოებას სერიოზული ცვლილებები სჭირდება... ამერიკის მენტალიტეტი და სამოქალაქო პოზიცია იცვლება და გუშინდელმა არჩევნებმა ცხადად აჩვენა, რომ ამერიკა უკვე სხვანაირია”. სპიკერის ადრეული რეაქციები მისი კოლეგა მაღალჩინოსნების იდენტური იყო.
სოციალისტებისა და ნაციონალისტების ლიდერების რეაქცია განსაკუთრებით სწორხაზოვანია: ისინი არ იზღუდავენ თავს დიპლომატიური ლექსიკით და ამავე დროს მთავრობასაც აკრიტიკებენ. კომუნისტურმა გაზეთმა პრავდამ, ობამას გამარჯვების შემდეგ ასეთი ჰედლაინი გამოაქვეყნა: ”მხოლოდ სატანა შეიძლება იყოს ბუშის რეჟიმზე უარესი”.
კომუნისტების ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა არჩევნებს მაღალი შეფასება მისცა და განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა ისწავლოს ამერიკელებისგან საარჩევნო კამპანიების ორგანიზება. მან ამერიკული არჩევნების ტრასპარენტულობა და სამართლიანობა ცაში აიყვანა. მისი აზრით, ეს ორი უმთავრესი მომენტია, რომელიც რუსულ არჩევნებს აკლია (მას ძალიან კარგად ახსოვს, როგორ დაამარცხა ელცინის საარჩევნო მანქანამ და როგორ გაიკვალა გზა გამარჯვებისკენ ელცინმა 1996 წელს).
ახლად არჩეულ პრეზიდენტზე ზიუგანოვმა შემდეგი რამ განაცხადა: ”ობამას მძიმე გამოცდის ჩაბარება მოუწევს იმისთვის, რომ რაიმე ახლის შეთავაზება შეძლოს. ის კარგად აკრიტიკებდა წინა ადმინისტრაციის პოლიტიკას, მაგრამ მისი გადაწყვეტილებების შესახებ ჯერ არაფერი ვიცით”.
მისი აზრით, ობამამ ახალი ადამიანები უნდა მოიძიოს, ისეთები არა, როგორიცაა მარგრეტ ოლბრაიტი ან ზბიგნევ ბზეჟინსკი, არამედ ისეთები, რომლებიც ”21-ე საუკუნის რეალობის გათვალისწინებით იმოქმედებენ”. რაც ყველაზე მთავარია, მას მიაჩნია, რომ ”ობამამ უნდა გააცნობიეროს - რუსეთის გარეშე პლანეტაზე სტაბილურობას ვერ მიაღწევს”.
