რაღაცეები შევიძინეთ და გზა გავაგრძელეთ.
ბუშტების შეძენა მინდოდა (ვაგზალზე დამავიწყდა ყიდვა), მაგრამ ფასი რომ გავიგე, მხოლოდ ერთის შეძენით შემოვიფარგლე

ცოტა ხანი ამ ბუშტით გავერთეთ...


შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი.
ვანსკიმაც შეიფერა მამობა და მშვენიერი ოჯახური ფოტო გამოგვივიდა


ნუ მეტი რა გითხრათ, ვმხიარულობდით გზაში, მუსიკებს ვუსმენდით, ვხმაურობდით.
ეს ისე...

წაღვერიდან ხშირად გვეხმიანებოდნენ უკვე ჩასული კარაველები და ჩვენს მდებარეობას ადგენდნენ.
ბორჯომს რომ მივუახლოვდით თიკოერმა მითხრა, რამდენიმე კარველი გამოვემართეთ თქვენს შესახვედრადო.