თბილისში დილიდან თოვლი მოდიოდა და ცოტა შევშფოთდი.
დიდი შანსი იყო, გზები მოყინულიყო და ჩვენს წაღვერში ჩასვლას პრობლემა შექმნოდა.
საღამოს დელმა გამომიარა, ავიკარი გუდა-ნაბადი და დიდუბისკენ გავემართეთ.
მატარებელი მეტროში მალე მოვიდა და 10 წუთით ადრე მივედით სამთო ქიმიასთან, სადაც უკვე იდგა ჩვენი მძღოლის, ანზორის მიკროავტობუსი.
იქ თითქმის ყველა შეკრებილიყო - თეოს, თეოს პლუსის (კატო) მარიშკას და ტრულის გარდა, რომელიც დიდი დიღომის გასასვლელთან უნდა დაგვლოდებოდა
ცოტა ხანში ისინიც მოვიდნენ და დავიძარით.
მაშინვე დავურეკე ტრულის, რომ მომზადებულიყო და ქვევრს, რომელსაც საახალწლოდ ღვინო უნდა გაეტანებინა წაღვერში.
ტრული ძლივს ვიპოვეთ, ვერა და ვერ გაგვაგებინა სად იყო და ბევრი დრო დავკარგეთ.
ვნერვიულობდი, თოვლი მატულობდა და ანზორიც განწირული იყო ახალი წლის გზაში შესახვედრად.
ბარემ ჩამოვწერ, ვინ ვიყავით:
ანზორი
ვანსკი
თეოტირე
კატო
ნამცეცუნა
ციცინო
მარიშკა
თიკალო
ზვიოსფიფქია
ზვიო
ტრული
სასკვა
ანნი
ნატალიკო
დელი
ქსოვრელი
და მე, ინტელა
გავემართეთ მცხეთისკენ...
გზა მოყინული იყო და ნელა დაჰყავდა ანზორს მიკროავტობუსი.
მიკროავტობუსში წინასაახალწლო განწყობა სუფევდა

ბევრი ფოტო არ გადამიღია მცხეთამდე, ძირითადად ფანჯრიდან ვიყურებოდი და მოყინულ გზას ვაკვირდებოდი.