მგონი გავერკვიე. გზამკვლევში კორდინატები მოცემილია Universal Transverse Mercator-ის სისტემაშI. OziExplorer-ში რუკები გადავაკონფიგურირე და მანახებს ახლა მაგ ციფრებსაც.
GeoCalculator-იც ითვლის ყველაფერს ოღონდ კოორდინატებს ზევით ქვევით ანახებს პირიქით.
მოკლე ინსტრუქცია იმათთვის ვინც დააპირებს ამ კოორდინატების გადაყვან-გადმოყვანას.
1) გადმოიწერეთ და დააყენეთ GeoCalculator (ბმული ზევითა პოსტში იხილეთ)
2) მარზხენა ნაწილში დააჭირეთ Select Projection, შემდეგ ამოარჩიეთ Universal Transverse Mercator, next-ის დაჭრერის შემდეგ აარჩიეთ 38-ე ზონა (37-ე ზონა არის დასავლეთ საქართველოს მცირე ნაწილი 42-ე მერიდიანის დასავლეთით) და ბოლოს WGS Datum (1984)
3) ახლა მარჯვენა მხარეს დააჭირეთ Select Projection, შემდეგ ამოარჩიეთ Not Projected (Longitude, Latitude), შემდეგ WGS Datum (1984)
4) Northing უჯრაში ჩაწერეთ განედის ციფრი (შეცდომა არაა ქვედა ციფრი ზედაში) ხოლო Easting უჯრაში გრძედის ციფრი.
5) დააჭირეთ გადაყვანის ღილაკს.