კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
დათო
- მაწანწალა
- Posts: 444
- Joined: 29 მარ 2008, 17:24
Post
by დათო » 24 დეკ 2008, 02:15
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:დათო wrote:GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
ვუყურე ვიდეოს.
თუმცა, დაბალი ხარისხის გამო, გამოსახულება კგ არ არის.
უწმაწურობა კი, იცოცხლე, ბარაქიანად ისმის
იქ ისმის ასევე ის, რომ აფეთქდა 3 ცალი ბმპ, იწვის ბენზოვოზები და განადგურდა კიდევ რაღაც ტექნიკა, რაც ჟარგონიდან ვერ ვთარგმნე

ბენზინმზიდები და ჯავშანტრანსპორტიორები ვერ გავარჩიე, აფეთქებები შევნიშნე.
უბრალოდ, მცირე ზომებში გამოსახულების გარკვევა ჩემთვის რთული აღმოჩნდა. რომ ადიდებ, სა1ოდ არაფერი ჩანს

კი არ ჩანს, ისმის

3 бÑшки горÑÑ‚, и бензовозы და ა.შ.
და ეს არ არის ჯავშანტრანსპორტიორები, ეს არის თუ გნებავს, ქვეითთა საბრძოლო მანქანები

, ანუ ბმპ
-
დათო
- მაწანწალა
- Posts: 444
- Joined: 29 მარ 2008, 17:24
Post
by დათო » 24 დეკ 2008, 02:20
ამასობაში
გალის რაიონის ზედა ზონის სოფლებში აფხაზებისგან დაკომპლექტებული 60-კაციანი დაჯგუფება შევიდა
23 / 12, 2008 20:40
Font size: Decrease font Enlarge font
გალის რაიონის ზედა ზონის სოფლებში დღეს აფხაზებისგან დაკომპლექტებული 60-კაციანი დაჯგუფება შევიდა.
აფხაზეთის მედია-ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული კონტინგენტი დაიყო 20-20-კაციან ჯგუფებად, რომლებიც სოფლებში ღუმურში, რეჩხში, საბერიოსა და ჩეღალში განაწილდნენ.
აღნიშნულ სოფლებში მათ საჰაერო კონტროლს უწევდა ვეტმფრენი, რომელმაც 2 სარაკეტო გასროლა განახორციელა. უცნობია ოპერაციის მიზეზი და მიზანი. როგორც მოსახლეობას განუმარტეს, ეს იყო სამხედრო წვრთნა.
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=9392&hd_line=1
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 დეკ 2008, 02:33
დათო wrote:ამასობაში
გალის რაიონის ზედა ზონის სოფლებში აფხაზებისგან დაკომპლექტებული 60-კაციანი დაჯგუფება შევიდა
23 / 12, 2008 20:40
Font size: Decrease font Enlarge font
გალის რაიონის ზედა ზონის სოფლებში დღეს აფხაზებისგან დაკომპლექტებული 60-კაციანი დაჯგუფება შევიდა.
აფხაზეთის მედია-ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული კონტინგენტი დაიყო 20-20-კაციან ჯგუფებად, რომლებიც სოფლებში ღუმურში, რეჩხში, საბერიოსა და ჩეღალში განაწილდნენ.
აღნიშნულ სოფლებში მათ საჰაერო კონტროლს უწევდა ვეტმფრენი, რომელმაც 2 სარაკეტო გასროლა განახორციელა. უცნობია ოპერაციის მიზეზი და მიზანი. როგორც მოსახლეობას განუმარტეს, ეს იყო სამხედრო წვრთნა.
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=9392&hd_line=1
თუ
შვეულმფრენი ვითარებას
აკონტროლებდა, გამოდის, რომ წვრთნებთან კი არა, სამხედრო აქციასთან გვაქვს საქმე.
იზვესტია:
კოდორის ხეობაში შეთანხმებისამებრ, რუსეთის სამხედრო ნაწილები განლაგდებიან, აფხაზები კი ადმინისტრაციულ
საზღვრებს გააკონტროლებენ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
Wanderer
- იეტი
- Posts: 2739
- Joined: 01 მაი 2004, 15:42
- Location: viewtopic.php?p=X
Post
by Wanderer » 31 დეკ 2008, 00:53
დათო
ეემმ... საქმე ცოტა სხვაგვარადაა. კვიპროსზე თურქეთს უნდოდა მხოლოდ "თურქული" რაიონების ოკუპაცია.
ჩვენთან რუსებმა ახალგორის და კოდორის გამო კი არ წამოიწყეს მთელი ეს მეტად ძვირადღირებული და სარისკო ამბავი. არც ლიახვის ხევის ან აფხაზური პლიაჟების გამო.
მათ სჭიდებათ ამ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის მოსპობა. ამას რომ იზამენ, მთელი შუა აზია და აზერბაიჯანი დაკარგავენ დასავლეთისკენ გახედვის საშუალებას. ეს მათ ჯერ ბოლომდე არ გაუკეთებიათ. კი შეანჯღრიეს ეს ამბავი, მაგრამ საქმე ბოლომდე მისაყვანი აქვთ. და ჩვენ ამ პროცესის შუაში ვიმყოფებით.
მე ვგულისხმობდი არა იმას, თუ ვის რა და როგორ უნდოდა, არამედ იმას თუ რა არის ფაქტობრივი მდგომარეობა. თუ მიმდინარე მდგომარეობას შევხედავთ ჩვენ ძალიან ვგავართ უკვე კვიპროსს. განსხვავებებიც არის რა თქმა უნდა, მაგრამ მსგავსება უფრო მეტია. თუ კარგად გაიხსენებ პუტინი იმუქრებოდა, რომ საქართველოს კვიპროსს დავამსგავსებო და ჯერჯერობით მიაღწია კიდეც....
მათ სჭიდებათ ამ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის მოსპობა. ამას რომ იზამენ, მთელი შუა აზია და აზერბაიჯანი დაკარგავენ დასავლეთისკენ გახედვის საშუალებას. ეს მათ ჯერ ბოლომდე არ გაუკეთებიათ. კი შეანჯღრიეს ეს ამბავი, მაგრამ საქმე ბოლომდე მისაყვანი აქვთ. და ჩვენ ამ პროცესის შუაში ვიმყოფებით.
არ ვიცი, არ ვიცი. მე ბევრი ვიფიქრე და ამ ჰიპოთეზის აღარ მჯერა... რუსეთმა ზუსტად ისეთი ტრიუკები ჩაატარა, როგორიც განზრახული ჰქონდა. ზოგიერთი მათი "მიზნები" კი ყურით მოთრეული მგონია. მაგალითად, ჩემი აზრით რუსებს თბილისის აღება არ ჰქონდათ განზრახული და არც არაფერში სჭირდებოდათ(და დღესაც მასეა)... რამხელა ეფექტს მოახდენს ეს ტრიუკები და რამდენად იმუშავებს მათ სასარგებლოდ - ამას მომავალი გვიჩვენებს...
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
-
burdula
- იეტი
- Posts: 1674
- Joined: 11 სექ 2008, 12:10
- Location: city of blinding lights
Post
by burdula » 31 დეკ 2008, 13:38
ერთია რააა,ვინც იყო იქ,ვინც გამოცადა თავის თავზე ომი იცის რომ ომი ჩვენ წავაგეთ და არა რუსეთმა მოიგო....
-
burdula
- იეტი
- Posts: 1674
- Joined: 11 სექ 2008, 12:10
- Location: city of blinding lights
Post
by burdula » 31 დეკ 2008, 13:40
და კიდევ ერთი კითხვა მაწუხებს....რა განსხვავებაა რუსეთსა და ამერიკას შორის?...
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 31 დეკ 2008, 13:44
ჩვენს ქვეყანას ბედნიერი წელი ვუსურვოთ...
ღმერთისკენ შემობრუნება და ძლიერება...
ერთიანობა...
და ომების მაგიერ ყველას სიყვარული... ყველა ერისა და ხალხის...
ძმობითა და პატივისცემით ცხოვრება ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, რუსებს... ყველას...
სიძულვილისგან შორს და მუდამ სიყვარულში გვეცხოვროს...
თქვენი ძმა და მეგობარი,
არჩილი
-
burdula
- იეტი
- Posts: 1674
- Joined: 11 სექ 2008, 12:10
- Location: city of blinding lights
Post
by burdula » 31 დეკ 2008, 13:48
არჩილ გაიხარე..... მშვიდობა ვუსურვოთ ყველას ყველას ყველას.......
-
დათო
- მაწანწალა
- Posts: 444
- Joined: 29 მარ 2008, 17:24
Post
by დათო » 31 დეკ 2008, 15:28
burdula wrote:და კიდევ ერთი კითხვა მაწუხებს....რა განსხვავებაა რუსეთსა და ამერიკას შორის?...
რუსეთი ამჟამად ნაწილებად შლის საქართველოს. გამოუვა თუ არა არ ვიცი. მაგრამ ამას აკეთებს ამ მომენტშიც მათ შორის.
ამერიკის ქმედებების ვექტორი სხვაგვარია.
გლობალურადაც აშკარაა განსხვავებები, მაგრამ ამაზე კამათი გრძელი ამბავია. საკმარისია საქართველოს პოზიციიდან არსებული განსხვავება, რომლის არშემჩნევა მეტად რთულია

-
GIRA
- იეტი
- Posts: 1127
- Joined: 24 ივლ 2008, 09:59
- Location: tbilisi
-
Contact:
Post
by GIRA » 31 დეკ 2008, 15:38
burdula wrote:და კიდევ ერთი კითხვა მაწუხებს....რა განსხვავებაა რუსეთსა და ამერიკას შორის?...
მართებული კითხვაა.
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 31 დეკ 2008, 16:40
არაა კითხვა მართებული.
200 წელია რუსეთის თავში ფიქრობენ და მოქმედებენ როგორ გაატარონ ცხოვრებაში:
გრუზია ბეზ გრუზინ.
ამერიკასი ბოლო 200 წელი ეს არ უფიქრიათ და ვფიქრობ არც ეხლა ფიქრობენ.
მათ სხვა პრინციპები აქვთ და ტუ ბოლოს და ბოლოს როდესმე ჭკუას ვისწავლით და ღირსეული მთავრობა გვეყოლება, შეიზლება საკუტარი ინტერესები დავიცვათ.
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 31 დეკ 2008, 19:28
ARCHILI wrote:
ჩვენს ქვეყანას ბედნიერი წელი ვუსურვოთ...
ღმერთისკენ შემობრუნება და ძლიერება...
ერთიანობა...
და ომების მაგიერ ყველას სიყვარული... ყველა ერისა და ხალხის...
ძმობითა და პატივისცემით ცხოვრება ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, რუსებს... ყველას...
სიძულვილისგან შორს და მუდამ სიყვარულში გვეცხოვროს...
თქვენი ძმა და მეგობარი,
არჩილი
პატივისცემა რაოდენიც ენებოთ, მაგრამ ჩვენი ძმობა არანაირად არ გამოვა!!! ამას ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევეგუოთ და დავრწმუნდეთ, რომ ეს ხალხი მხოლოდ მტერს ხედავს ჩვენში და მრავალსაუკუნოვანი თანამეზობლობის მიუხედავად მათ საქართველოსთვის მტრობის მეტი არაფერი უკეთებიათ. არასოდეს არც მითქვამს და არც ვიტყვი იმას, რომ ქართველები და რუსები, ოსები და სხვები ძმები არიან, იქნებიან ან როდესმე იყვნენ. ერთ რამეში გეთანხმები არჩილ, რომ არ შეიძლება ადამიანს და მითუმეტეს ერს(მასეთი ერობა არ გაიშვას)ბოროტი უსურვო, მაგრამ ამ ახალი წლის ღამის ზემოთჩამოთვლილი ერების სუფრასთან ჩვენი წყევლაკრულვის მეტი არაფერი ითქმება... ჩვენი კი ვიძახოთ რომ ძმები ვართ და ვუსურვოთ მათ გამრავლება, გაძლიერება და ჩვენდამი უფრო მეტი სიძულვილი რათა მომავალში უფრო მეტი მიწები წაგვართვან...
ერთ რამეზე გამეცით პასუხი- ის ვინც ჩემს მიწას მართმევს, ჩემს ხალხს ხოცავს და ამას აკეთებდა ისტორიულად რატოა ჩემი ძმა და მეგობარი??? ვიღაც ხალხი რომლებიც საიდანღაც არის მოსული და არ გააჩნია არაფერი გარდა ჩვენდამი სიძულვილისა არ არიან ჩვენი ძმები და არც იმის ღირსები, რომ დავლოცოთ და კეთილი უსურვოთ. ღმერთმა განსაჯოს მტყუან-მართალი და მიუზღას სანაცვლო.
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 31 დეკ 2008, 20:43
qvevri
ძალიან ბევრ რამეში გეთანხმები, ძმაო... იმიტომ, რომ ჭკვიანი და კარგი კაცი ხარ...
უბრალოდ, მინდა სიძულვილისაგან დაცლილი ვიყო და ყველას კარგი ვუსურვო არა ჩვენს გასანადგურებლად, არამედ ჩვენს შესაყვარებლად და ღმერთისაკენ მოსაბრუნებლად...
უფალმა თავის დამსჯელებს შეუნდო და ყაჩაღებმაც კი ირწმუნეს მისი, მინდა, რომ ყველა ვინც კი ჩვენ გვებრძვის, ასევე შემოტრიალდეს უფლისაკენ და ირწმუნოს და შეგვიყვაროს ჩვენ...
ეს არის და ეს...
თორემ შენ არც სიყვარული გესწავლება, არც დაფასება... ყველაფერი ჩემზე უკეთ იცი...
თუ ნებას მომცემ, მაინც ყველას სიკეთეს ვუსურვებ, მტერსაც კი... განსაკუთრებით კი მათ, სწორედ, რომ ღვთისაკენ შემოტრიალდეს და ჩვენ კი არ გვესროლოს, გადაგვეხვიოს...
შეიძლება იდეალისტურად ვმსჯელობ, მაგრამ ახალ წელს მეპატიება
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 31 დეკ 2008, 20:55
ARCHILI
ვინ უნდა შეტრიალდეს ღვთისკენ რუსეთი?
მართლმადიდებლობის უკანასკნელ პლაცდარმად რომ იწოდება და ჩვენ იმიტომ გვებრძვის რომ პლაცდარმის მტრებს დავუმეგობრდით?
ზიზღი შორს ჩვენგან მარა ჭკუა კაი საქონელია.
როდამდე ბატონებო, როდამდე?
-
burdula
- იეტი
- Posts: 1674
- Joined: 11 სექ 2008, 12:10
- Location: city of blinding lights
Post
by burdula » 31 დეკ 2008, 21:56
ხო ხოოო ამერიკა ჯობია რათქმაუნდა....თუმცა რაა ხო ჭირდება შტატებს კაი ახლო ტერიტორია ირანზე გასასვლელად?...დავუთმოდ ბატონო დავუთმოდ...არა სიხარულით შევეგებოდ თან... რუსეთი კი ნაგავია(რბილად რომ ვთქვა),მარგამ ნუ გგონიათ ამერიკა უკეთესი...რა ქნა ამერიკამ ერაყში?ან თუნდაც სერბეთში და მრავალ სხვა ადგილში?...ორივე დამპყრობელია და ეგ არის სიმართლე...