მინდა გაცნობოთ რომ 29 დეკემბერს 18 საათზე ელკანას ოფისში გაიმართება ელკანას წევრი ფერმერების მიერ მოწეული ქართული ეკოლოგიური პროდუქციის გამოფენა გაყიდვა სპეციალურად თქვენთვის !
ქვევრი გააკეთებს პრეზენტაციას რომელიც მიეძღვნება ღვინოს.
ასევე ვგეგმავთ მონაწილეთა სპეციალური პრიზებით დაჯილდოვებას-უფრო სწორად პრიზებს გავათამაშებთ
![Wink :wink:](./images/smilies/icon_wink.gif)
თქვენ გექნებათ საშუალება დააგემოვნოთ, შეიძინოთ და დაუკვეთოთ სხვადასხვა პროდუქტები:
ღვინო 5 სახის,
თაფლი 3 სახის,
ჩურჩხელა,
ჩაი,
ჭაჭა ჩვეულებრივი,
ჭაჭა მუხაში დაყენებული,
ყველი,
მოხალული თხილი,
კონსერვები: პომოდვრის,კ იტრის, ყვავილოვანი კომბოსტოს
პარკოსნები: ცულისპირა, ძაძა, მუხუდო,ლობიო
ხილის წვენები,
ცივად გამოხდილი მზესუმზირას ზეთი,
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თიხის ნაწარმი, ასევე თექაზე ნამუშევრები.
საღამო 18 საათზე დაიწყება და გაგრძელდება 2 საათს.
მობრძანდით და ისიამოვნეთ
![Smile :)](./images/smilies/icon_smile.gif)
მინდა გთხოვოთ რომ წინასწარ შედგეს სავარაუდო სია თუ რამდენი კაცი აპირებს მოსვლას რომ ჩვენ ამ სიის მიხედვით დავიჭიროთ თადარიგი
![Smile :)](./images/smilies/icon_smile.gif)
მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ რომ აქ მთავარი ის კი არ არის ვინ რას იყიდის, მთავარია მოხვიდეთ, ერთად დავაჭაშნიკებთ მშვენიერ ღვინოებს, დავაგემოვნებთ რამდენიმე კერძს მოკლედ ერთ კარგ საღამოს ერთად გავატარებთბ და წინა საახალწლო განწყობას კიდევ უფრო გავიხალისებთ