კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 23 დეკ 2008, 11:57

თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი,

სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა.

მგონია, მოხვალ, შენ მოხვალ ერთი

და თოვლის სპეტაკ კუბოს მომიტან.

დამმარხე თოვლში, დამმარხე ქარში,

თორემ მომბეზრდა მიწა ბოროტი.

იჩქარე ვიდრე თოვლივით წავშლი

შენზე ფიქრებს და შენზე მოლოდინს.

წახვედი როდის, ჰბრუნდები როდის -

დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,

ჩემკენ, ო, ჩქარა, გზაც აქეთ მოდის -

თოვლი, თოვლი, თოვლი.

მათოვდა წუხელ, აცად ვარ ახლა

და თვალზეც ბინდი ჩამორხეულა.

ამდენი ვნება, ამდენი დაღლა

სად დაიტიოს ჩვილმა სხეულმა.

თოვლი მოსულა. რომელ მხარეში,

სად გიღამდება დღე თოვლნარევი,

დავრჩი მზისა და თოვლის გარეშე,

ამ თოვლზე უფრო ნამტირალევი.

წახვედი როდის, ჰბრუნდები როდის -

დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,

წამოდი ჩემთან, გზაც აქეთ მოდის -

თოვლი, თოვლი, თოვლი.


მირზა
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 24 დეკ 2008, 00:45

მიყვარს ქართულად. . .
მძულს ქართულად. . .
ვმღერი ქართულად. . .
მადლობა ღმერთს
ნებადართულად. . .
შანსი მქონია - არ მომირთხამს ფეხი თათრულად.
ვზივარ და ფეხი ფეხზე მიძევს - ეგეც ქართულად
და კი ბატონო. . .
თარგმნეთ რუსულად. . .
თარგმნეთ თათრულად. . .
მაგრამ
მე მიყვარს. . .
მე მძულს. . .
მე მწამს. . .
მე ვწერ ქართულად! ! !
მე ყოვლად ქართველს - ყოველივე მიყვარს ქართული. . .
ამიტომაც ვარ ქართველებთან წელგამართული! ! !
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 26 დეკ 2008, 00:43

გიყვარს ბუნება? - ერთხელ მკითხეს.

მე ვუპასუხე: - მე პოეტი ვარ!

სატრფო გყავს? - მკითხეს.

მე გამეცინა

და ნელა მკერდზე დავიდე ხელი. . .

რა ფერი მოგწონს? - გიყვარს რა ფერი?

მე დავანახე ქართული ზეცა. . .

და როგორც ჩემი ტკბილი ოცნება

ზეცას ცისფერი სამოსი ეცვა.

- ბედნიერი ხარ? - კვლავ შემეკითხნენ.

ჰმ. .

მე ვუპასუხე:

- მე ქართველი ვარ!!!
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 27 დეკ 2008, 01:22

გამაცოცხლე!
გამაცოცხლე!
გამაცოცხლე!
გამაცოცხლე!
გამაცოცხლე და სიცოცხლით
ხელმეორედ გამაოცე!
გამაოცე,
გამაკვირვე,
განმაცვიფრე,
გამახარე,
გამამრავლე,
გამავრცელე
და ამქვეყნად დამამყარე!..
სანამ პირში სული მედგა
და მწყალობდა მაღლით ღმერთი,
სულ რაღაცას მოველოდი,
სულ რაღაცას ვაპირებდი;
სულ იმედის გუთანს ვები, —
რომ დამეხსნა ჩემი მხარე,
მაგრამ ჩემი ჭირნახულით
ვერ იქნა და ვერ ვიხარე!
და ამიტომ გევედრები:
გამაცოცხლე,
გამაცოცხლე,
გამაცოცხლე და სიცოცხლით
კიდევ ერთხელ გამაოცე!
გამაოცე,
გამამრავლე,
გამაასე-და-ათასე...
ცოცხალს თუ ვერ მომიარე,
მკვდარი მაინც დამაფასე!
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 27 დეკ 2008, 01:24

დავალ ქვეყანაზე, როგორც შერისხული
შენი ზვარაკია, ღმერთო, ჩემი სული

დავალ ქვეყნაზე, როგორც ბნედიანი
ღმერთო, მაპატიე, უქმად ხეტიალი

დავალ ქვეყანაზე,როგორც გაძარცული,
ღმერთო, დააჩქარე ჩემი აღსასრული
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 28 დეკ 2008, 15:24

meore monadire wrote:tama

თამაზ მაგარი ხარ თუ შეგიძლია აი ეს ლექსი რომ დადო:

მნათობის შუქია მწვერვალებზე
ვაჟების გულებს ვერ ანათებს
ძილა თაოდ არის მცხუნვარე მზე
...
...ძილა მზის შუქია მწვერვალებზე,
ვაჟების გულებს უგებს კაკანათებს.
ძილა თაოდაა ბრწყინვალე მზე,
ერთ რომ გაგიღიმას, გაგანათებს...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 30 დეკ 2008, 17:57

სადმე წამიყვანა ნეტავ. . .
სადმე,საქართველოს მთებში. . .
ბილიკს ამადევნა კენტად -
წვიმის დამაწია თქეში. . .
მუხა შემახვედრა ბედად,
ბინდით ჩაღამებულ ტყეში,
უკუ მაყრევინა სევდა,
კოცნა მაბნევინა თმებში. . .
წამით დამანახა დედა. . .
დილით აგორებულ მზეში,
მწყურვალს შემაგება კლდე და
მასვა ნაკადული პეშვით. . .
რამდენ სითამამეს ვბედავ,
ძვალზე გაკიდული ლეში,
სადმე წამიყვანა ნეტავ. . .
სადმე,საქართველოს მთებში. . .
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 31 დეკ 2008, 15:38

გვირილა

გვირილავ, სითბოს ამოჰყოლიხარ
და იღიმები მუდამ იმგვარად,
რომ ჩემთვის ვფიქრობ: "ღმერთს, ამ ორიდან
ნეტავ რომელი ჩვენგანი ვგავართ".

მგონია, მუდამ ბედნიერი ხარ,
თეთრ ღიმილს ისე უხვად არიგებ.
არ ვიცი, ალბათ... ანდა იქნება
იცი ის, რასაც მე ვერ გავიგებ.

ისეც და ასეც შენზე ცოდო ვარ
და ღმერთს თუ ხედავ, ჩემზეც ანიშნე:
"ეყოფა მაგას კაცად ჯახირი,
მინდვრად ყვავილად სადმე დანიშნე".

ეგება თვალი მეც ავახილო -
სიკვდილ-სიცოცხლის რამე გავიგო,
სანამდე მომძოვს სოფლის ნახირი,
მომძოვს, ან სულაც ჩლიქქვეშ გამიგებს,

მაგრამ იქნებ შენ ჩემზე შორიდან
უყურებ ღმერთს და არა იცი-რა;
მაშინ გავუყოთ, მოდი, ორივემ
ერთ-ურთს, რაც ჩვეში თრთის და ციმციმებს.

ცოტას იტირებ შენაც, ჩემსავით,
ცოტას, შენსავით, მეც გავიცინებ,
მერე ორივე ერთად დავწვებით,
ჩაგეხუტები და დავიძინებთ.

ომარ თურმანაული
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნიმფა » 31 დეკ 2008, 16:13

თეთრი სეტერი

ჭალაში, ფაფარ-აშლილი თეთრი სეტერი ქრის!
მწყერი ბალახში წრიალებს, აფრინდება და ფრი!
სანამდე არ აფრინდება არავინ ერჩის მწყერს
ვაიმე ჩემი სიცოცხლეც იქნებ ასეა დღეს.

ვიდრე მიწაზე დავდივარ, ყველა სიამეს მგვრის
აფრინდები და ვაიმე, ავფრინდები და ფრი
ტყვიაც იწივლებს შურისა, მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს
სანამდე არ აფრინდება არვინ ერჩის მწყერს!
შავი საფანტი ირევა, თეთრი სეტერი ქრის!
მე მაინც უნდა ავფრინდე, ავფრინდები და ფრი!
Last edited by ნიმფა on 31 დეკ 2008, 16:15, edited 1 time in total.

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნიმფა » 31 დეკ 2008, 16:14

მაინც ავფრინდებით :!: :D

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 31 დეკ 2008, 21:24

ნიმფა



"ჯინსების თაობა" გამახსენდაააა... 8)






ეხლა ზამთარია,მინდა დავისვენო!
ტანზე შემოვიცვა ცხელი სურვილები. . .
ბუხარს მივუჯდე და ლექსი დაგიწერო
ცეცხლით დაგახურო რითმის მუნდირები. . .

კარში ორპირივით სევდა მინიავებს,
სულზე მოლეკულებს ვსისხლავ ემოციად
ღამე ჩუმად ოხრავს შენი გარინდებით,
სხეულგანკურნული ფეთქავს პულსაცია.

ეხლა აცივდება ნამქერს გამაყოლე!
კრიფე მელოდია ყინვის ლოლოებზე!
მერე ფანტელებთან სამბას ვიცეკვებ და
სივრცეს შემოვსალტავ დაღლილ ხელისგულზე.

ეხლა ზამთარია,უნდა დავისვენო!
ცხელი სურვილები ქარბუქს ეტანება...
მგონი წარსულში ვარ -
დროში გაყინული,
სუნთქვაგალექსილი წლები მენანება. . .
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 01 იან 2009, 01:01

მრავალჟამიერ საქართველოს ღვთიურ ბუნებას,
ბუდეშურ მიწას,
მკურნალ ბალახს,
წამალს უებარს,
ლერწამს, რომელსაც ემღერება და
ბულბულს, რომელსაც ებულბულება, -
მრავალჟამიერ საქართველოს ღვთიურ ბუნებას!
მრავალჟამიერ სიყვარულში ჩამწვარ მთა-გორებს!
ცისარტყელებში შეხიზნულ სიზმარს,
ყინწვისის ფრესკად ქცეულ ანგელოსს,
იმ შუქშუბოსან მხედარს თბილისში
ხვალ მზე რომ უნდა შემოაგელვოს. -
იმ შუქშუბოსანს მრავალჟამიერ!
მრავალჟამიერ ჯვარზე აკრულ ვაზს,
მის ბადაგ ცრემლებს
სალბუნს სულისას.
ხალხს, ამ ბუნების
უპირველეს ღმერთს და გულთმისანს,
მრავალ ახალ წელს , ჩანგო ჩემო,
მრავალჟამიერ!




მორის ფოცხიშვილი
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 01 იან 2009, 02:05

ჩემო სიცოცხლის სიცოცხლეო, უნავსაყუდელო სანაპიროვ
სულში ჩაღვრილი ხვაშიადის ზღვაო, ოკეანევ უნაპიროვ
ჩემო ნაადრევო ყვავილობავ, ჩემო დათოვლილო გაზაფხულო
ჩემო ტკივილო და მონატრებავ, ჩემო ტკივილების მოძახილო
ჩემო ნაადრევო შემოდგომავ, ჩემო კვირტგაშლილო გაზაფხულო
ჩემო კივილამდე მონატრებავ, ჩემო სიყვარულის სიყვარულო.
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 01 იან 2009, 02:07

უხმოდ დაცილდნენ... სიტყვის გარეშე,
და ყველაფერი იყო ნათქვამი...
მიაბიჯებდნენ სხვადასხვა მხარეს
ორივ მტყუანი... ორივ მართალი...

ჰქონდათ მიზეზი და - დაემდურნენ,
მერე თავ - თავის ბილიკს დაეშვნენ,
არაფერია ამ ქვეყნად თურმე
მიზეზისა და მიზნის გარეშე.

ასე დაცილდნენ, სიტყვის გარეშე
და... ყველაფერი იყო ნათქვამი...
მიაბიჯებდნენ სხვადასხვა მხარეს,
თავ - თავის გულში ორივ მართალი...
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 01 იან 2009, 20:08

არაფერს ვნატრობ, ოღონდ მოთოვოს,
მანდაც მოთოვოს და გაგახსენდე.
თოვლმა ჩემს წილად ფიქრი მოგთხოვოს
და გაგახსენდე სულ არაფერზე...
არაფერს ვნატრობ,ახლა მოგაკლდე,
დღეს აგტკივდე და დღეს მოგენატრო,
ყველა ოცნება, რაც შენ მოგანდე,
ჩემეულ ფიფქად შემოგემატოს.
მანდაც მოთოვოს, როგორც თბილისში,
როგორც ჩემსობას ანდა ჩემამდე,
დღეს გაგახსენდე სწორედ ძილის წინ,
მერე გესიზმრო და გაგეხარდე...

სანათა
მეაც გავთუშდ მეაც!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]