ჰეჰ კომპტან ვეღარ ვხვდები ხოლმე და ისევ გავქრი.. :ს
ჰოდა რა მინდოდა მეკითხა :უსერ:
გოზინაყის აქციის დროს გაჩნდა იდეა რომ გაგვეკეთებინა ჩურჩხელების აქციაც.. ამჯერად საქაშეთის ბავშვებისთვის..
ჰოდა ისევ ძალაშია ინიციატივა?
23ში ხომ არ ჯობია გავაკეთოთ? ა?
:უსერ:
ეს კი საჩუქარი წინააქციის მონაწილეებს ბავშვებისგან
მეორე დღეს ერთმა ბავშმა მომცა და აი ესეტი კაი ემოციები აჩუქეთ! ჰოდა მადლობა ყველას
************
მე არც კი ვიცი, რითი დავიწყო,
პოეტობისთვის გამოუცდელი,
გუშინდელი დღის ლექსას აღწერას,
ნაღდად სჭირდება ათი ფურცელი.
პოეტი არვარ, ლექსებსაც არვწერ,
თუმცა კარგია ამის კეთება,
გუშინდელი დღე იყო რაღაცა,
რისი აღწერაც არ შეიძლება.
სიხარულით და გულის ფანცქალით,
ველოდით ყველა გახარებული,
გვესტუმრნენ ჩვენთან ხალხი, რომელნიც,
სახენათელნი იყვნენ მოსულნი.
ჩვენი გულები იცი რასავით?
პატარა ბავშვის გულივით ძგერდა,
გვიხაროდა და აღარ ვიცოდით
პატარა ბაღში რა უნდა გვექნა.
აქეთ სიხარულს ძალზედ განვიცდი,
იქით გოზინაყს აკეთებს ყველა,
მადლიერი ვართ ასეთი დღისთვის,
რომელიც გუსინ გვაჩუქეთ ყველას.
იმედი მაქვს, რომ ეს ლექსი მაინც,
მოაღწევს თქვენთან დიდი სურვილით,
გემშვიდობებით ყველა თქვენთაგანს,
პატარა გულით გახარებული!
თათია ტოტოჩავა
2008.25.12