ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები
Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia
-
namcecuna
- იეტი
- Posts: 4498
- Joined: 29 ივლ 2007, 01:18
- Location: საჰაერო ბურთი
Post
by namcecuna » 23 დეკ 2008, 18:02
ვისაც კი ვიცნობ და ვეკონტაქტები ყველა მოვიწვიე
მოუთმენლად ველი 26–ს
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ასეთი ბედნიერების საათები და დღეები მოგვანიჭე (თ) ...

წამო, ზღაპარში ...

-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 24 დეკ 2008, 02:17
რომ მცოდნოდა ასე ოპერატიულად და რეკორდულ ტემპში დაგვიბეჭდავდნენ ასე გვიან არ დავნიშნავდი პრეზენტაციას. მეც დავიღალე ლოდინით!
არადა როგორც წესი დაბეჭდვა და აკინძვა გვიანდება ხოლმე და 24-ისთვის მოვასწრებთო რომ მითხრეს, მაინც დრო დავტოვე, ვაითუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდეს მეთქი
-
Gamge
- ბოდიალა
- Posts: 210
- Joined: 15 დეკ 2007, 10:38
Post
by Gamge » 24 დეკ 2008, 09:33
Gvalva
არაუშავს, უფრო მეტი ადამინი გაიგებს, და უფრო მეტი მოვა, იქნებ მართლა რამე პოსტერივით დააგდოთ, რომ დავაგზავნო მეგობრებთან, დარწმუნებული ვარ ბევრი გაიყიდება და მეორედაც მოგიწევთ დაბეჭდვა...

-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 24 დეკ 2008, 14:41
Gamge
გაიხარე!!
ეს არ გამოდგება??
პარასკევს, 26 დეკემბერს, 18.30 სთ
ნ. დუმბაძის სახ. სახელმწიფო საბავშვო თეატრის ფოიეში, აღმაშენებლის გამზ. 99/1, მე–2 სართული
შედგება პრეზენტაცია ინტერნეტ ფორუმი www.karavi.ge-ს 2009 წლის კედლის კალენდრისა - "საქართველოს ტბები"
კალენდარი წარმოადგენს კარაველების მოგზაურობების ერთგვარ შეჯამებას. მასში შესულია 36 მოგზაურის თვალით დანახული 40 ტბა, რომლებიც გაოცებენ თავისი სილამაზით და მრავალფეროვნებით.
კალენდარი გეხმარებათ უკეთ გაიცნოთ სამშობლო და ბადებს სურვილს იმოგზაუროთ საქართველოში.
პრეზენტაციაზე კალენდარი გაიყიდება 10 ლარად. პრეზენტაციის შემდეგ კალენდრის ფასი იქნება 15 ლარი.
მომავალ წელს
www.karavi.ge გეგმავს გამოსცეს კალენდარი "საქართველოს ციხე–კოშკები".
-
namcecuna
- იეტი
- Posts: 4498
- Joined: 29 ივლ 2007, 01:18
- Location: საჰაერო ბურთი
Post
by namcecuna » 24 დეკ 2008, 15:05
Gvalva
ძალიან კარგია ადმინ

წამო, ზღაპარში ...

-
Islander
- ბილიკზე მოარული
- Posts: 21
- Joined: 01 ივლ 2008, 00:36
Post
by Islander » 24 დეკ 2008, 16:31
Gvalva
დასწრება თავისფუალია?
-
SantaDzuku
- ასფალტზე მოარული
- Posts: 18
- Joined: 29 სექ 2007, 09:56
Post
by SantaDzuku » 24 დეკ 2008, 16:56
გვალვა,
მე მართლაც ვგეგმავ უფრო საფუძვლიან ლაშქრობას ჭითაგვალაზე (ეგრისის ქედის უმცვერვალესი მონაკვეთი), გადაწყვეტილი მაქვს 7-ვე (დღემდე მეტი არ ვიცი თუა) ტბის მოხილვა და ზუსტი და ფუნდამენტური აღწერა(რამდენადაც ამის საშუალება მექნება). ყველას მოხარული ვიქნები, ვინც ტობავარჩხილისა და მისი ახლო არემიდამოების მოსახილავად გაირჯება

-
MIRANDA
- სხარტი
- Posts: 2711
- Joined: 06 სექ 2007, 11:45
Post
by MIRANDA » 24 დეკ 2008, 17:09
ორგანიზაციაში, სადაც მე ვმუშაობ კარავის კალენდრის შესახებ ვთქვი და შევთავაზე შეეძინათ ოფისისთვის.
დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა-მიწოდების შემდეგ გადაწყვიტეს თითოეული თანამშრომლისთვის თითო კალენდარი შეეძინათ
ჰოდა ასეეეეე....
P.S. შეგიძლიათ მომბაძოთ :*
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 24 დეკ 2008, 17:19
Islander wrote:Gvalva
დასწრება თავისფუალია?
კი, თავისუფალია, მოსაწვევების გარეშე
SantaDzuku
არაფერს არ ვიტყვი მაგრამ დავიმახსოვრებ და ყველანაირად ვეცდები!
აქ ამის ადგილი არაა, მაგრამ საერთოდ დასავლეთ საქართველოში ნაკლებს დავდივართ და ნაკლებად ვიცნობთ, გზა დიდ დროს რომ მოითხოვს, კარგად დავგეგმოთ წელიწადში 3-4 გასვლა მაინც მოვახერხოთ
MIRANDA
ძაან კარგი ხარ!!
ვეცდები საბუთების და ზედდებულების საკითხი გავარკვიო და უკვე შემუშავებული გზით შეძლებს ყველა, ვინც მოისურვებს, ორგანიზაციისთვის კალენდრების შეძენას
-
გვალდა
- იეტი
- Posts: 2222
- Joined: 15 ივლ 2004, 12:49
-
Contact:
Post
by გვალდა » 24 დეკ 2008, 17:19
MIRANDA
ბევრნი ხართ?
სულ დაიტაცებენ, გული მიგრძნობს, ზოგადად

სვანეთოლოგი
-
MIRANDA
- სხარტი
- Posts: 2711
- Joined: 06 სექ 2007, 11:45
Post
by MIRANDA » 24 დეკ 2008, 17:32
გვალდა wrote:MIRANDA
ბევრნი ხართ?
სულ დაიტაცებენ, გული მიგრძნობს, ზოგადად

არა, ბევრნი არ ვართ..
მაგრამ ტაციაობა იქნება ნამდვილად... ალბათ პირადადაც იყიდიან, სახლისთვის

-
namcecuna
- იეტი
- Posts: 4498
- Joined: 29 ივლ 2007, 01:18
- Location: საჰაერო ბურთი
Post
by namcecuna » 24 დეკ 2008, 17:34
იმედია ჩვენ შეგვხვდება

წამო, ზღაპარში ...

-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 24 დეკ 2008, 17:40
ყველაზე მეტად იცით ვის მინდა რომ შეხვდეს?
ვინც გვეჩხუბებიან ხოლმე, "რას გადაყევი ამ კარაველებს?", "ჩვენ აღარ გახსოვართ!", "სად დაწანწალებ?" და ასეთი ტექსტები რომ აქვთ
ჯერ ერთი გაიგონ, გვარს არ დავასახელებ კოლ თავმჯდომარეებმა სად დავწანწალებთ

და კიდე, იქნებ წამობოდიალდნენ, ჩვენთან ერთადაც იქნებიან და რატო ვიკარგებით იმასაც გაიგებენ

-
namcecuna
- იეტი
- Posts: 4498
- Joined: 29 ივლ 2007, 01:18
- Location: საჰაერო ბურთი
Post
by namcecuna » 24 დეკ 2008, 17:55
Gvalva
+11111111

წამო, ზღაპარში ...
