დღეს საინტერესო ფაქტი შემემთხვა, რამაც მაიძულა ამ თემის გახსნა.
მივდიოდი ლეონტის მამის გასვენებაში.
რესპუბლიკის მოედანზე კარაველები ვერ ვნახე და ქვევრს დავურეკე.
მითხრა, დავით აღმაშენებლის ძეგლთან მოდი, იქ ვიქნებითო.
ახლა ვფიქრობ, რითი წავიდე?
ავტობუსების ლოდინი და წარწერების წაკითხვა მეზარებოდა და პირველივე, რაც თავში მომივიდა, ეს იყო, მთაშენკასთვის დარეკვა.
მას თუ არა, სხვას ვის უნდა მიმართო, როცა რაღაც გაინტერესებს?!
მე ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ პასუხი ეცოდინებოდა, უბრალოდ ისეთი რაღაც მოხდა, პირი ღია დამრჩა...
ვრეკავ მთაშენკასთან და აი დაახლოებით ჩვენი დიალოგი:
მთაშენკა: (დაბალი ხმით) ალო
მე: ალო, ცუდ დროს ხომ არ ვრეკავ?
მთაშენკა: ეკლესიაში ვარ და...
მე: უი... კარგი, კარგი...
მთაშენკა: არა, მითხარი, რა გინდოდა.
მე: შენ ხომ არ იცი, რა ნომერი მიდის...
(აქ მთაშენკა მაწყვეტინებს)
მთაშენკა: კი, როგორ არ ვიცი, 41 ნომერზე დაჯექი, ივერიის ქვემოდან გადის... ოღონდ მაიაკოვსკის ძეგლთან ჩამოდი, მერე სხვაგან უხვევს...
მე:

მერე ისე დავიბენი, რომ იმის ნახევარიც არ გამიგია, რას მეუბნებოდა, წითელქუდასთან მიდი და ჩაუხვიეო და ა.შ.
აქედან დასკვნა:
მთაშენკამ მხოლოდ შენს კითხვაზე პასუხი კი არ იცის, არამედ ისიც იცის წინასწარ, რას ჰკითხავ.
ჰოდა მეგობრებო, მაინტერესებს, რა ფენომენთან გვაქვს საქმე?
რა ძალებთან არის კავშირში მთაშენკა?
ბოროტთან?

თუ კეთილთან?

მე დაბნეული ვარ, არ ვიცი რა ვიფიქრო.
უკვე მეც მეშინია მთაშენკასი.