პირველ რიგში ბოდიში დაგვიანებისთვის
მეორე რიგში - ტრულ, ნამდვილი სახლი ხომ არ დავარქვათ თემას, აი ისეთი, 2-3 თვის შემდეგ რომ მივხვდეთ სადაა თორის ფოტოები
ხოდა ეხლა მთავარის რიგიც მოვიდა:
ყველაფერი ნ67-ით დაიწყო, რომელთან ერთადაც არსად ნამყოფი არ ვიყავი მაგრამ, პირველი ნახვისთანავე (რომელიღაც გამოფენაზე) მივხვდი რომ მასთან ერთად სადმე წასვლა კარგი იქნებოდა
საინტერესო ის იყო რომ არავინ იცოდა სად მიგვყავდა და პრინციპში არც ჩვენ ვიცოდეთ სად მივდიოდით, რადგან ნამყოფი არავინ ვიყავით, უბრალოდ გვქონდა ერთი რუკა და ორი კომპასი
განსაკუთრებით მომეწონა ასეთ პირობებში ამ ჯგუფთან გზის გაკვლევის და გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ზოგიერთ ჯგუფში ყველა ლაპარაკობს და ვერაფერს გადაწყვეტ, ზოგიერთში ერთი ლაპარაკობს და იქეთ მიდიხარ, თუნდაც არასწორი იყოს, აქ კი, ვმსჯელობდით, უმეტესად ნიკას ვეთანხმებოდით, მაგრამ სხვისი აზრის მოსმენა და საკუთარი აზრის გადახედვა აშკარად ხდებოდა.
ბოლოს დაბაძველიდან გამოსვლისას ისე თოვდა ხედვა არ იყო და ჩვენ ყველა ფოტოების გადაღებაში და ასეთ რამეებში გავერთეთ და გადაგვავიწყდა რომ გზა არავინ ვიცოდით და მთელი პასუხისმგებლობა ნიკას მხრებზე დარჩა.
მთლიანად ამ მოგზაურობას არაფერი შეემჩნა რომ ჩვენ გზა არ ვიცოდით და ყველა პირველად ვიყავით, უტყუარად, 10 ნაბიჯის ზედმტად გადადგმი გარეშე ვიარეთ 3 დღე.
მოკლედ, რატო ვწერე ამდენი:
დიდი მადლობა ნიკას!!