ბაქო 2008ის ქრისტეშობას

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by anano » 16 დეკ 2008, 17:31

რა კარგი რეპორტაჟიააა და როგორ მწყდება გული რომ ვეღარ წამოვედი :(
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by TuTa » 16 დეკ 2008, 20:01

როგორც იქნა დავუბრუნდი კარავს :D ინტერნეტი ჩავრთე

მომენტრეთ უზომოდ ყველა, ეხლა რეპორტაჟსაც დავათვალირებ :wink:

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Nini_A » 16 დეკ 2008, 20:05

მაგარიააა ძაან :D

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Truli » 16 დეკ 2008, 20:06

მთაშენკა ჩვეულ ამპლუაშია
მი მალატ შვან

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 დეკ 2008, 21:00

გვალდა wrote:ვინ წავიდა ვინ გააცილა დავიბენი :) რა კარგიაა და როგორ გული მწყდება რომ აქაურად ვეღარ ვაქტიურობ :twisted:

ველოდები გაგრძელებას. დარწმუნებული ვარ მატარებლიდან ჩამოსვლის მერე უფრო საინტერესოა ბაქოო.
ბაქოში წასულთა სია ამ თემის 1ლ გვერდზე
kurush wrote:მივედით, ვნახეთ და ჩამოვედით... ბაქოს თავზე 5 ჯვრიანი დროშა აღარ ფრიალებს - გამარჯობა საქართველო დამყრობელი-კორტესი ვერ გამოდგა :D (შუტკა)
ვაჰ, მინუს, ეს შენი 1ლი კარავული წერილი იყო.
გილ20ამ.
ბაქოზე 5ჯვრიანი წითელი დროშა ამაყად ფრიალებს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 დეკ 2008, 21:04

Ninukala wrote:
nataliko-nataliko wrote: ესეც ჯგუფური ;)
Image
არა ეს არის გოგა და გოგოები ;)
უი, ახლა დავაკვირდი.
ნუ, ნინუკალა, რა მახვილი თვალი გაქვს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 დეკ 2008, 21:10

nataliko-nataliko wrote:მინდა აღვნიშნო რომ ორივე დღეს ძალიან კარგი ამინდი იყო. ანუ პროგნოზი რომ წვიმა უნდა ყოფილიყო მცდარი აღმოჩნდა:roll:
რას ამბობ, ნატალიკო, კვირას შუ დღის მერე წვიმა რომ დიწყო, წამოსვლის დროსაც არ იყო გადაღებული.
ასე რომ, ვარაუდი გამართლდა. ოღონდ, შაბათის ნაცვლად, 2შაბათს დაგვაწვიმა.
nataliko-nataliko wrote:P.S. თურმე ეს ნაგებობა კვერცხის ცილის გამოყენებით ყოფილა აგებული :roll:
სიმტკიცის მიზნით, უწინ ციხესიმაგრეებს კვერცხის ცილის გამოყენებით აშენებდნენ.
მათ შორის, საქართველოშიც.
დღემდე ბევრი ასეთი ნაგებობაა შემოჩენილი.
ცეცხლთაყვანისმცემელთა საკულტო ნაგებობაც მაშინდელი სამშენებლო კულტურის პირმშოა.

ჰო, მართლა, ვისიამოვნე შენი ფოტოებით
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 დეკ 2008, 21:19

Truli wrote:ჰეჰე და სურახანიმ რა შთაბეჭდილება დატოვა? :) სახლების წინ ნავთობის საქაჩები რომაა :)))
მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა.
ტაქსიდან დავინახეთ
nataliko-nataliko wrote: მეჩეთი :roll:
Image
ეს სუნიტთა მეჩეთია და მე20 საუკუნის 90იანებში თურქებმა ააშენეს.
პრაქტიკულად, ეს აზერბაიჯანში თურქული გავლენის გაძლიერების ნიშანი იყო

Truli wrote:nataliko-nataliko
ეგ მთის პარკია
მანდ 1990 წლის 20 იანვარს მოხდა ცნობილი ტრაგედია. როგორც ვიცი საბჭოთა ტანკებმა ხალხი მიასრისა. მთელი ალეაა მათი საფლავებით. 100-ზე მეტია. მანდვე 1921 წელს თავისუფლებისთვის მებრძოლთა მემორიალი და საფლავებიცაა. მანდ თურქი მოხალისეებიც იბრძოდნენ, თურქ შეჰიდი რომ აწერია, ეგ მაგათი საფლავებია.
120 ჯარისკაცის მემორიალური დაფებითა და საფლავბით გაკეთდა ეს ხეივანი.
თანაც, 20 იანვრის ტრაგედიიდან მალევე.
ვინც ბაქოში არ აის ნამყოფი, ვეტყვი, რომ ხეივანი აზერბაიჯანის ცენტრალური ტელევიზიის შენობასა და
ტელეანძას შორის მდებარეობს.
ჰო, და კიდევ, ხეივანში მდებარე საფლავებთან ყოველდღე მიაქვთ წითელი მიხაკები
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by MIRANDA » 16 დეკ 2008, 21:21

ძალიან ვისიამოვნე რეპორტაჟით!
ყოჩაღები ხართ... :D

რა საინტერესო გასვლა გქონიათ და რა საინტერესოდ აღწერთ.. ასე განაგრძეთ!!

მიყვარხართ და მენატრებით ყველა !!!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 დეკ 2008, 21:29

Truli wrote:გეტყობათ გარეუბნებში არ ყოფილხართ და ცეხები არ გინახავთ :lol: :lol: :lol: :lol:
ცეხი იწერება ასე: sexi
ხო და ადრე მიკვირდა და პონტია ტქო :lol: :lol: :lol: :lol: ცეხები ბორდელები მეგონა
ჩვნ არავითარი საამქროები და საროსკიპოები არ გვინახავს.
გამოგიტყდები და არც საამქროს სანახავდ წავსულვართ, არც - საროსკიპოების.


შენ მიერ ნარჩევი ათეშქა 1ობლივდ ვნახეთ.
საინტერესო იყო
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Mta Mkvarebia » 16 დეკ 2008, 21:54

ამ გალავნითაა შემოსაზღვრული ბაქოს ძველი ქალაქი. Image

აქვე მოვიტან ცნობებს ბაქოს შესახებ:

ბაქო (აზერბ. Bakı, ბაქი - ქარიანი ადგილს ნიშნავს) აზერბაიჯანის დედაქალაქი, მდებარეობს კასპიის ზღვის აფშერონის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე, კოორდინატებით 40°23′N 49°52′E. თანამედროვე ბაქო სამი ნაწილისგან შედგება: ძველი ქალაქი (İçəri ŞəhÉ™r), კოლონიური ნაწილი და საბჭოთა პერიოდში აშენებული ქალაქი. ქალაქის მოსახლეობა 2003 წლის მონაცემებით იყო 1.9 მილიონი, აგლომერაციაში 3 მილიონამდე ადამიანი სახლობს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩათვლით.

ბაქო პირველად V საუკუნის წყაროებში იხსენიება. IX-X საუკუნეებში მის შესახებ ცნობებს გვაწვდიან არაბი გეოგრაფები (ალ-ისტახი, ალ-მასუდი, ალ-მუკადასი). აქ უკვე მაშინ იღებდნენ ნავთობს. XII საუკუნის II ნახევარში ბაქო ერთხანს შირვანის სახელმწიფოს პოლიტიკური ცენტრი იყო. XII-XV საუკუნეებში ბაქოდან ნავთობი გაჯქონდათ აღმოსავლეთ ქვეყნებში. ბაქო მნიშვნელოვანი სავაჭრო ნავსადგური იყო. XV-XVI საუკუნეებში ამიერკავკასიაში ერთ-ერთ შეუვალ ციხესიმაგრედ ითვლებოდა. 1540 წელს ბაქო სეფიანთა ჯარებმა დაიკავეს. XVI საუკუნის 80-იან წლებში ოსმალეთი ფლობდა. 1604 წელს ირანის შაჰმა აბას I-მა ციხესიმაგრე დაანგრია, მაგრამ მალე ისევ აღადგინა. XVII საუკუნეში ბაქო მნიშვნელოვანი ქალაქი იყო.

ეს კიდევ გალავნით შემოსაზღვრული ძველი ქალაქის რუქაა:
Image

რუსულ წყაროებში მოპოვებული ცნობები ბაქოს ძველი ქალაქის შესახებ:

იჩერი შეხირი, ანუ ძველი, იგივე შიდა ქალაქი ბაქოს ცენტრში არსებული ძველი კვარტალია. ის პირველად მე-12 საუკუნეში მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში, იმავე პერიოდში როცა აიგო ქალწულის კოშკი. 2000 წელს კვარტალი "იუნესკოს" მიერ დაცულ ობიექტებში შევიდა.
იჩერი შეხერი ერთერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი იყო შუა აღმოსავლეთში. არქეოლოგიური გათხრები გვიჩვენებს, რომ ეს რაიონი ჯერ ჯიდევ ბრინჯაოს ხანაში იყო დასახლებული. როცა რომაელები და ბერძნები ბაქოს შესახებ წერდნენ, ისინი სწორედ იჩერი შეხირს მოიხსენიებდნენ. ამ კვარტალს ზოგჯერ ბაქოს აკროპოლსაც უწოდებენ.

შიდა ქალაქის მნიშვნელოვანი ძეგლია შირვანშახების სასახლე, რომელიც XV საუკუნით თარიღდება, პერიოდით როდესაც შაჰებმა თავიანთი დედაქალაქი შემახიდან ბაქოში გადმოიტანეს. იჩერი შეხირში შეგიძლიათ მოინახულოთ ხალიჩების მუზეუმი. სწორედ აქ, ამ კვარტლის ვიწრო ქუჩებშია გადაღებული ცნობილი რუსული ფილმის "ბრილიანტის ხელის" რამდენიმე ეპიზოდი.

ეს უკვე გალავნის გარეთ გადაღებული ფოტოებია
Image

Image

როგორც ტრულიმ ახსნა, ეს არის აზერბაიჯანელი პოეტი ქალის ნატავან-ის ძეგლია. აი თურმე საიდან აუღია შენს მეგობარ ბაქოელ ნატას თავისი კარვული ნიკი :) . (ბევრი თქვენგან იცნობს ნატას არმაზის და დავით გარეჯის გასვლიდან) ვინც ნატას არ იცნობს, გეტყვით რომ მან დამიძახა პირველად "მთაშენკა" :wink: , ჰოდა მერე აიტაცეს :D )

Image
Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Truli » 16 დეკ 2008, 21:56

GAMARJOBA SAKARTVELO
ტყვილა არ გირჩიე :lol:
ზაფხულში ქალაგარეთ ხშირად დავდიოდი პლაჟებზე და მთელი გზა susa sexi, taxta sexi და ა.შ. ვხედავდი ჰეჰე :)
სურახანიში კი ნავთობის საქაჩებზე ის მაინტერესებს... ეზოებში თუ აქვთ მოსახლეებს ნავთობის ჭები :lol: :lol:
ისე ტაქსით წასვლა კი ძვირი დაგიჯდებოდათ... :lol:
მი მალატ შვან

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Mta Mkvarebia » 16 დეკ 2008, 21:58

Truli
ჩათვალე რომ ქართული ენის გაკვეთილები ჩაგიტარეს :wink:
მეტი კი არაფერი უნდოდა გოგას :)
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Mta Mkvarebia » 16 დეკ 2008, 22:12

ვაგრძელებთ ქალაქში ხეტიალს
Image

Image

Image

ცოტა გავიპრანჭეთ ვიტრინების წინ :wink:
Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Bivrili » 16 დეკ 2008, 22:23

დიდად ვისიამოვნე სურათებით და მონათხრობით....

ბევრი რამის ნახვა მოგისწრიათ ერთ დღეში ....

და ქალწულის კოშკი რატომ ჰქვია, და ვისთვის აშენდა ეს კოშკი ხომ არ იცით?
ძალიან ლამაზია... :)

აი ეს ათეშქა ხომ საოცრებაა პირდაპირ...

მოუთმენლად ველი ჩადრიანი ქალბატონების ფოტოებს...
ლამაზ-ლამაზ თვალებს რომ აპარებენ შენსკენ მალულად...
აი ასეთი სურათი მინდა...
იქნებ ვინმემ გადაიღო მსგავსი კადრი...

:)
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]