კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
Wanderer
- იეტი
- Posts: 2739
- Joined: 01 მაი 2004, 15:42
- Location: viewtopic.php?p=X
Post
by Wanderer » 17 ივნ 2006, 20:07
Kakha
ბიუჯეტია 32 000 დოლარი. რა ვიცი ბევრია თუ ცოტაა. ჩემი აზრით ბევრი ამ ფასად შესრულებული სამუშაოს მეათედსად კი არ გააკეთებდა.
გასაგებია. მაგრამ ეხლა კრიტიკის დაწყებას აზრი აქვს იმ შემთხვევაში, თუ მეცოდინება რა ჰქონდათ მიზნად პროექტის ავტორებს. თუ ეს იყო უბრალოდ მცდელობა იმისა, რომ პირველი ქართული მედია რესურსი შექმნილიყო ტურიზმის შესახებ, მაშინ შეიძლება 4-იანი დავუწეროთ.

თუ უფრო მეტი ამბიციები ჰქონდათ, მაშინ 4-იანამდე შორია ჯერ.
ის, რომ ვიღაცა ამ თანხით მეთედსაც კი არ გააკეთებდა არანარად არ ამართლებს ჩატარებული სამუშაოს ნაკლოვანებებს ! სუფთა ქართული განცხადება არი რა: სხვები ჩემზე უარესები არიან და ამიტომ მე კარგი ვარ.
რაც შეეხება თანხის სიდიდე-სიმცირეს. ჩემი აზრით, ამ თანხით თავისუფლად შეიძლებოდა გაცილებით უკეთესი დისკის გაკეთება. სრულიად თავისუფლად.
როცა ვამბობ, რომ ეს დისკი არ მომწონს მე უმთავრესად შესრულების ნაკლოვანებები მაქვს მხედველობაში ! და არა ინფორმაციის უზუსტობა და ა.შ.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
-
Giorgi Bagrationi
- მაწანწალა
- Posts: 780
- Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
- Location: Tbilisi
-
Contact:
Post
by Giorgi Bagrationi » 17 ივნ 2006, 21:10
Mrs. Robinson
საძიებო სისტემა დასახელების მიხედვით თვითონ რუკას მოჰყვება.
დურბინდი რომაა გამოსახული იმაზე დააწკაპუნთ და ჩაწერეთ საძიებელი სიტყვის თუნდაც ნაწილი. შემდეგ ნაპოვნ ძეგლზე თაგუნას მარჯვენა ღილაკით დააწკაპუნთ და ზემოდან II ბრძანება შეასრულებინეთ "Zoom to Futures" , რუკის ცენტრში აღნიშნული ძეგლი გაჩნდება და დაწკაპუნებით ინფორმაციასაც მიიღებთ.
-
Nika
- იეტი
- Posts: 5044
- Joined: 30 მარ 2005, 11:04
- Location: თბილისი
-
Contact:
Post
by Nika » 17 ივნ 2006, 21:30
პროგრამაში არის წვრილმანი შეცდომები (ზოგი ფოტო არ იხსნება, ქართული შრიფტი ხშირად ინგლისური ასოებით ჩანს და ა.შ.). რომლებიც პრინციპში გამოსწორებადია. მთავარი არის რომ მონაცემთა ბაზა არსებობს.
Wanderer
რაც შეეხება თანხის სიდიდე-სიმცირეს. ჩემი აზრით, ამ თანხით თავისუფლად შეიძლებოდა გაცილებით უკეთესი დისკის გაკეთება. სრულიად თავისუფლად.
დისკი არის მხოლდ საბოლოო პროდუქტი რომლითაც მგონი ვერ შეაფასებ ინფორმაციის მთელ მასას. აბა უბრალოდ დაფიქრდი თუ რა იყო საჭირო ამდენი ძეგლის მოსანახავად, გადასაღებად, აღსაწერად და ა.შ.
-
mika
- იეტი
- Posts: 1449
- Joined: 26 მაი 2005, 20:50
Post
by mika » 17 ივნ 2006, 21:56
Giorgi Bagrationi
სად შეიძლება ეს ცდ ვიშოვო ან გადმოვქაჩო იქნებ თუ ტავისუფლად ვრჩელდება ვინმემ აქაჩეზე დადოს....
medical student
-
Nika
- იეტი
- Posts: 5044
- Joined: 30 მარ 2005, 11:04
- Location: თბილისი
-
Contact:
Post
by Nika » 17 ივნ 2006, 22:13
mika
ჩაგიწერ პრობლემა არაა.
-
Mrs. Robinson
- იეტი
- Posts: 1488
- Joined: 13 სექ 2005, 19:13
Post
by Mrs. Robinson » 17 ივნ 2006, 23:00
Giorgi Bagrationi
გმადლობთ გიორგი!
იქნებ პრეზენტაციაზე კიდეც თქვით ამის შესახებ, მე კი სხვა საქმით ვიყავი დაკავებული და თითქმის ვერ მოგისმინეთ.......
დურბინდით ვერა, მაგრამ ელვით კი მივაგენი იმას რაც მინდოდა!
ასე სულ სხვაა
რადგან აქამდე სხვამ ვერავინ გამარკვია, დარწმუნებული ვარ მათაც გამოადგებათ ეს რჩევა
კიდევ და კიდევ დიდი მადლობა! ველოდებით დიდი იმედით "დასავლეთს"!

-
Wanderer
- იეტი
- Posts: 2739
- Joined: 01 მაი 2004, 15:42
- Location: viewtopic.php?p=X
Post
by Wanderer » 17 ივნ 2006, 23:03
Nika
ანუ დისკზე არ არის მთელი ინფორმაცია ?
რაც შეეხება ძეგლებს. ეგ ძეგლები ყველა მონახულია და აღწერილია. წიგნებიც არის გამოშვებული. CD-ზე არ ყოფილა აქამდე უბრალოდ. ინფორმაციის შეკრებას კი დასჭირდებოდა შრომა ისე.

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
-
Nika
- იეტი
- Posts: 5044
- Joined: 30 მარ 2005, 11:04
- Location: თბილისი
-
Contact:
Post
by Nika » 17 ივნ 2006, 23:10
Mrs. Robinson
ხო დურბინდი მეც ვცადე ახლა და კაი რამეა ნამდვილად.
Wanderer
ანუ დისკზე არ არის მთელი ინფორმაცია ?
დისკზე მთელი ინფორმაცია კი არის ალბათ.
რაც შეეხება ძეგლებს. ეგ ძეგლები ყველა მონახულია და აღწერილია. წიგნებიც არის გამოშვებული. CD-ზე არ ყოფილა აქამდე უბრალოდ. ინფორმაციის შეკრებას კი დასჭირდებოდა შრომა ისე.
რაც მთავარია ესაა ელექტრონული ილუსტრირებული ბაზა ძეგლების ზუსტი კოორდინატებით. არა მგონია წიგნებში ეს ყოფილიყო.
P.S. ქართული შრიფტის პრობლემა მოვაგვარე. საჭიროა ეს შრიფტევი ჯერ სადმე გადაწეროთ და მერე Control Panel -> Fonts-ში დააინსტალიროთ. File -> install new fonts. პროგრამა უბრალოდ ყრის ამ შრიფტებს Windows/fonts ფოლდეში რაც კორექტული მუშაობისთვის არაა საკმარისი.
-
Mrs. Robinson
- იეტი
- Posts: 1488
- Joined: 13 სექ 2005, 19:13
Post
by Mrs. Robinson » 17 ივნ 2006, 23:16
Nika
ხო დურბინდიც გამოვიდა
წეღან მხოლოდ "ელვით" ვიყავი აღფრთოვანებული

-
Kakha
- იეტი
- Posts: 1931
- Joined: 13 ივნ 2005, 10:08
- Location: თბილისი
Post
by Kakha » 18 ივნ 2006, 09:52
Wanderer
მე მსგავის ძეგლების მონაცემთა ბაზებზე მიმუშავია და ვიცი რა შრომაცაა. რა თქმა უნდა, უკვე გამოცემული მასალები უნდა გამოიყენო, მაგრამ სრულიად აუცილებელია პირადად მიხვიდე ძეგლზე და შეამოწმო გამოცემული მასალა და საერთოდ უპასუხო კითხვარს. გარდა ამისა აქამდე ზუსტი კოორდინატები არც ერთი, ვიმეორებ სრული პასუხისმგებლობით, არც ერთი ძეგლისთვის არ იყო აღებული, ზღვის დონიდან სიმაღლის ჩათვლით. ფოტოებიც ხელახლა იყო გადასაღები.
ასე რომ არანორმალური შრომაა ჩატარებული. მარტო ამ ძეგლებზე გასვლა რომ დათვალო (ბენზინი, დღიური ხარჯები და სხვა უამრავი წვრილმანი) 32 ათასი არაა ნამდვილად დიდი ფული. ესეც კარგად ვიცი ჩემი გამოცდილებიდან.
რაც შეეხება შენიშვნებს, ისინი მეც მაქვს. ამიტომ მე გთავაზობთ რომ ვთხოვოთ გიორგის და მოვაწყოთ კიდევ დერთი პრეზენტაცია კარვის წევრებისათვის. გიორგი ხელახლა მოგვიყვება დისკის შესახებ, ჩვენ კი ჩვენს შენიშვნებს გავუზიარებთ. დარწმუნებული ვარ გიორგის აინტერესებს შენიშვნების მოსმენა. ბოლო-ბოლო ეს ხომ პირველი ასეთი რესურსია და ყველაფერი დახვეწილი ვერ იქნებოდა.
გიორგი რას იტყვი ერთ დამატებით პრეზენტაციაზე?
თუ თარიღზე და დროზე შევთანხმდით შეიძლება ეს პრეზენტაცია ჩემთან სახლში მოვაწყოთ თუ გინდათ. თუ ვინმეს უკეთEსი ვარიანტი გაქვთ შემოგვთავაზეთ
ველი გამოხმაურებებს გიორგისგან და კარველებიგან.
-
ilia
- Indoors Manager
- Posts: 4263
- Joined: 28 მაი 2005, 23:42
- Location: tbilisi
Post
by ilia » 18 ივნ 2006, 10:00
მეც ჩამაჭყიტეთ რაა

-
Giorgi Bagrationi
- მაწანწალა
- Posts: 780
- Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
- Location: Tbilisi
-
Contact:
Post
by Giorgi Bagrationi » 18 ივნ 2006, 10:19
მცირე შენიშვნა:
ეს არ არის ამ რეგიონის ძეგლების "პასპორტიზაცია". ამ პრინციპით რომ გვემუშავა მოცულობა 3-ჯერ მაინც გაიზრდებოდა და მხოლოდ ვიწრო სპეციალისტებისთვის იქნებოდა საინტერესო. (თუმცა 10-იოდე საინტერესო ძეგლი გამოგვრჩა, მაგრამ ამის გამო ცალკე ექსპედიციის მოწყობა ვერ შევძელით)
რაც შეეხება იმ აზრს, რომ ეს ყოველივე წიგნებში იყო ასახული, მთლად სწორი არ უნდა იყოს. ჩვენი მუშაობის დროს ძეგლთა დაცვის არქივი გაუქმებული იყო საიდანაც პასპორტებზე მუშაობა (ისევ მრავალი ჩვენს მიერ შედგენილზე) შეუძლებელი იყო. "ძეგლთა აღწერილობის" II ტომი მას მერე გამოვიდა რაც ჩვენი სამუშაო დამთავრებული იყო, ხოლო V ტომით, რა თქმა უნდა ვიხელმძღვანელეთ, თუმცა მრავალი ახალი ძეგლი აღმოჩნდა რომელიც ამ ტომში უნდა ყოფილიყო ასახული. ამ დისკზე პრინციპულად არ შეგვიტანია ის ძეგლები სადაც ჩვენ ვერ მივედით, თუნდაც ჯავისა და ცხინვალის ჩვენს მიერ არა კონტროლირებად რეგიონში (გამონაკლისი იკორთა იყო, სადაც გარკვეული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი კრიმინალის დუდაევის სიმამრმა თავისი პასუხისმგებლობით გადაგვიყვანა)
მთავარია პრინციპული სქემა აწყობილია და თეთრი ლაქების შევსება-განახლებას ყოველწლიურად ვაპირებთ.
-
Nika
- იეტი
- Posts: 5044
- Joined: 30 მარ 2005, 11:04
- Location: თბილისი
-
Contact:
Post
by Nika » 18 ივნ 2006, 12:42
Giorgi Bagrationi
მთავარია პრინციპული სქემა აწყობილია და თეთრი ლაქების შევსება-განახლებას ყოველწლიურად ვაპირებთ.
ძალიან კარგია! სამწუხარო პრეზენტაციაზე მეც გამოვტოვე ეგ მომენტი (შორს ვიდექი დისკების რიგში და არ მესმოდა). მით უფრო ფასიანი იქნება კონსტრუქციული შენიშვნები რომ განახლებული ვარიანტ(ებ)ი უკეეთსი იყოს.
-
Giorgi Bagrationi
- მაწანწალა
- Posts: 780
- Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
- Location: Tbilisi
-
Contact:
Post
by Giorgi Bagrationi » 18 ივნ 2006, 16:04
სიამოვნებით! მოვაწყოთ შიდასაკარვე პრეზენტაცია-განხილვა! ყოველთვის მზად ვარ და რაც მთავარია ძალიან სასარგებლო იქნება.