კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 10 დეკ 2008, 12:03

:arrow: :arrow: :arrow:

10 აგვისტოს, უკანასკნელის სოფელი, სადამდეც ჯერ კიდევ შეიძლებოდა მიღწევა ერგნეთი იყო. გორიდან ერგეთისკენ წასვლაზე (მათ შორის მანძილი დაახლებით 20 კმ-ია) ყველა მანქანა უარს ამბობდა. ერთადერთი საშულება იყო ჯარისკაცებს გავყოლოდით. გორიდან სულ რაღაც 10 კილომეტრიც არ გაგვევლო, რომ სიჩუმეში ჩაძირული სოფლები დაიწყო. ჯარისკაცებს დავემშვიდობეთ და ფეხით განვაგრძეთ გზა. . .
კარალეთი, ქიწნისი, ტყვიავი... აქ მოსახლეობა ჯერ კიდევ დარჩენილია მაგრამ სოფელი მაინც დაცლილს გავს. ქუჩაში აქა-იქ გაჩერებულ ორ-სამ კაცს თუ დაინახავ, ზემო სოფლებიდან გორისკენ მიმავალ ადამიანებს აჩერებენ და ერთმანეთის ამბებს ყვებიან. ადგილობრივები მერე უკან ბრუნდებიან, ვერ ელევიან მშობლიურ კუთხეს, მაგრამ სახლებში კი არა სარდაფებში ჩადიან.
ტირძნისთან, მოულოდნელად აფეთქების ხმა გავიგეთ. სოფლის განაპირას, მეჩხერ ტყეში 2 ყუმბარა ჩამოვარდა... ომის ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო გვახსენდება, რომ აფეთქების დროს ან თხრილში უნდა ჩაწვე, ან მყარ, დაბალ ნაგებობას აეკრა, მაგალითად ღობეს. ყველაფერი ისე სწრაფად ხდება რომ თავდაცვის ღონისძიებების გატარებას ვერა, მაგრამ აფეთქების გადაღებას ვასწრებთ. დაბომბვა მალე შეწყდა. ცხინვალის მხრიდან გორისკენ მიმავალი მოსახლეობა გზას აგრძელებს. ყველა ფეხით მოძრაობს. ადამიანები პანიკაში და სასოწარკვეთილი არიან. . .


Image

საქართველოს უშიშროების
საბჭოს 11 სექტემბრის
მონაცემებით, 2008 წლის 7
აგვისტოს შემდეგ “რუსული
აგრესიის შედეგად
საქართველოს ტერიტორია
მინიმუმ 75-ჯერ დაიბომბა;
მათ შორის გორი 8-ჯერ.

გორი ცხინვალიდან
დაახლოებით 30
კილომეტრში მდებარეობს.”



:arrow: :arrow: :arrow:

by archil gamzardia
Last edited by ARCHILI on 26 დეკ 2009, 13:58, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 10 დეკ 2008, 12:05

:arrow: :arrow: :arrow:

ვალოდია კახნიაშვილმა, 70 წელს მიტანებულმა კაცმა,დიდი ლიახვის ხეობაში, აჩაბეთში ხუთი მიცვალებული დაუმარხავი დატოვა. ბავშვივით ტირის. საკუთარი ძმა სახლში დასვენებული მიატოვა, დამარხვაც კი ვერ მოასწრო...
მისი ცოლი ატირებული ყვება: „გვინდოდა დაგვემარხა, მაგრამ კაზაკებით და რუსებით გაივსო სოფელი, ჩემი ქმარი არ მოდიოდა, მაგრამ მის გარეშე არ წამოვედი და ბოლოს გამომყვა. უკვე სახლებში შემოდიოდნენ, შვილების გადაცემას გვთხოვდნენ. ჩემი ბიჭი 10 წუთის გასული იყო სახლიდან, თორემ ალბათ ადგილზე მომიკლავდნენ„ - ატირებული გვიამბობს ვალოდია კახნიაშვლის მეუღლე.
ადამიანებს უბრალოდ ვამხნევებდით, ვაძლევდით იმ პირების ტელეფონების ნომრებს რომლებიც მათ დახმარებას შეძლებდნენ... ისინი კი თავის მხრივ გვევედრებოდნენ, ხელისუფლებამდე, ოფიციალურ პირებამდე, საერთაშორისო ორგანიზაციებამდე, ყველამდე ვისაც დახმარება შეეძლო ამბავი მიგვეტანა, რომ სოფლებში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობა როგორმე იქედან გამოეყვანათ...
დახმარება ყველას სჭირდებოდა - განსაკუთრებით ტრანსპორტით გადაყვანაში. როგორც ჩანს, ქართული მხარე მათ ტრანსპორტირებას ვერ უზრუნველყოფდა. იძულებით გადაადგილებული ადამიანები უკვე 2 დღეა ფეხით მოდიოდნენ, ძირითადად ასაკოვნები იყვნენ და ათეულობით კილომეტრის ფეხით გავლა მათთვის ძალიან მძიმე იყო.
ისინი გორისკენ აგრძლებდნენ გზას, ჩვენ კი საპირისპირო მხარეს - ერგნეთისკენ.


Image

ვალოდია კახნიაშვილმა სოფელში
6 დაუმარხავი მიცვალებული დატოვა,
მათ შორის ძმა;


:arrow: :arrow: :arrow:

by archil gamzardia
Last edited by ARCHILI on 26 დეკ 2009, 13:58, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 10 დეკ 2008, 12:08

:arrow: :arrow: :arrow:


მეღვრეკისში სამშვიდობოების პოსტზე ვჩერდებით. 25-იოდე წლის ოფიცერი გვიახლოვდება. გვირჩევს ფრთხილად ვიყოთ, რადგან აქედან დაბომბვის სიხშირე მატულობს და როგორც გვითხრეს, სნაიპერებიც მუშაობენ. ცისფერჩაფხუტიანი სამშვიდობო ასე დაგვემშვიდობა “ია ნე გარანტირუიუ ვაშუ ჟიზნ,მოჯეტ ბუდუტ ვ ვას სტრელიატ”.

ერგნეთს მივადექით. სოფელი ცარიელია. იქვე ორღობეში გაჩხერილი თეთრი ოპელი შევნიშნეთ. იმ სახლში იტალიელი ჟურნალისტები აღმოჩნდნენ. რამდენიმე წუთის წინ მომხდარ სროლაში მოყოლილან. შუა ხნის თეთრპერანგიან ჟურნალისტს ინგლისურად ვეკითხები - ასეთ სიტუაციაში ადრე ყოფილხარ-მეთქი? ის კი გვპასუხობს, რომ კონფლიქტურ რეგიონებში ყოფილა, მაგრამ ასეთი საშინელი არაფერი... ისიც თქვა რომ შოკში იყო რუსული აგრესიის ნახვით. იტალიელ ჟურნალისტებთან გამოლაპარაკებაც ვერ მოვასწარით, რომ ამასობაში სამხედრო მანქანა მოგვიახლოვდა. კაბინაში მჯდარმა ოფიცერმა მანქანიდან ყვირილი და ხელების ქნევა დაიწყო. გვეძახდა სწრაფად დავბრუნებულიყავით უკან, გორში... რა უნდა გვექნა, იქაურობა სასწრაფოდ დავტოვეთ.


Image

რუსული სამშვიდობო პოსტი
მეღვრეკისში.
2008.08.10.

რუსეთის გენერალური შტაბის
20 აგვისტოს მონაცემებით,
ქართულ-ოსური კონფლიქტის
ზონაში რუსეთის მხრიდან
დაიღუპა 64
მშვიდობისმყოფელი, დაიჭრა
323. უგზო-უკვლოდ
დაკარგულები არ არიან.


:arrow: :arrow: :arrow:


by archil gamzardia'
Last edited by ARCHILI on 26 დეკ 2009, 14:00, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 10 დეკ 2008, 12:11

:arrow: :arrow: :arrow:

თბილისიკენ გზა დევნილებითაა სავსე.
„მე ლია ქავთარიშვილი ვარ, ჩერქეზიშვილების რძალი. ქურთაში დარჩენილი უკანასკნელი ოჯახებით ჩამოვედით. წუხელ ოჯახში ვიღაც შემომივარდა, ჩეჩენი იქნებოდა. ჩემი შვილი კედელთან მიაყუდა და უთხრა, ახლავე ღორივით დაგკლავო. მე ვუთხარი, შვილო, რატომ კლავ, ნუ მოკლავ, დილა გათენდება და აქედან წავალთ-მეთქი. რატომღაც თავი დაგვანება...
აი შემომხედეთ, ასე ვარ სახლიდან წამოსული. 18 წელი ხეობას ცხინვალს იქეთ, ვინახავდით, დღეს კი ერთ საათში დევნილი გავხდი. 7 დღის განმავლობაში გვბომბავდნენ. რომ გამოვედით, რუსები და ჩეჩნები იდგნენ პოსტებზე, ქართული დროშა ჩამოხსნეს და რუსული გამოკიდეს... 7 დღის განმავლობაში თავგვის სორო გაგვიხდა სანატრებელი. ზემოთ სოფელში 4 ადამიანი მოკლეს, იმათ დამმარხავი არავინ ყავდათ. ჩვენ ქურთაში მოკლული მეზობელი დავტოვეთ. სოფლიდან რომ გამოვრბოდით მოხუცი კიბეზე ჩამოდიოდა, ამ დროს ბომბი ჩამოვარდა, დავინახე მკლავი როგორ მოგლიჯა და დაეცა, ადგილზე მოკვდა... მერე ისეთი სროლები დაიწყო რომ სოფელში გაჩერება აღარ შეიძლებოდა”
ამ ქალს თბილისში იმ ჭურვის ნამსხვრევები მოაქვს ქურთაში რომ აფეთქდა. ყველას უნდა ანახოს. თან ამ ნამსხვრევებზე მისი ეზოს მიწაა აკრული. მის მიწაზე, მის სოფელში, მის სახლში კი როდისღა დაბრუნდება არ იცის...იგი დღემდე იძულებით გადაადგილებულია.

Image


Human Rights Watch-ის
ინფორმაციით აკრძალული
კასეტური ბომბები
ქართულ-ოსური კონფლიქტის
ზონაში გამოიყენა როგორც
რუსულმა, ასევე ქართულმა
მხარემ.


გაეროს მონაცემებით, 6 დღიანი საომარი მოქმედებებისას ქართული
მხრიდან იძულებით გადაადგილებული გახდა 150 000-ზე მეტი ადამიანი.
ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის ინფორმაციით
რუსეთში იმყოფება 30 000 იძულებით გადაადგილებული პირი
სამხრეთ ოსეთიდან.


:arrow: :arrow: :arrow:

by archil gamzardia
Last edited by ARCHILI on 26 დეკ 2009, 14:01, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 10 დეკ 2008, 12:14

:arrow: :arrow: :arrow:

უსახელო დღეები

საომარი მოქმედებების დაწყებიდან ტელევიზიით საგანგაშო ამბავი მოვისმინეთ. ტყიბულიდან თბილისიკენ მიმავალ გზაზე, რომლის დროს სამარშრუტო ტაქსს გორის მონაკვეთი უნდა გამოევლო ასეთი ფაქტი მოხდა. ტრანსპორტი გზაზე რუსმა სამხედროებმა გააჩერეს და ერთ-ერთი მგზავრი, ახალგაზრდა გოგონა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
გოგონას ძებნა იმ წუთიდან დავიწყეთ. ავტობუსების სადგურზე არავინ არაფერი იცოდა, ხელისუფლებაც მის კვალს ეძებდა. გადავწყვიტეთ სატელეფონო ცხელი ხაზების კოორდინატორებს დავლაპარაკებოდით. თბილისში ამ დროისთვის ათეულობით ცხელი ხაზი იყო გახსნილი...ბოლოს, მართლაც მივაკვლიეთ.
მზია ლალიშვილი, საომარი მოქმედებების გამო, საქართველოს პარლამენტის “ცხელი ხაზის” კოორდინატორო გახდა - დილის ცხრიდან გამთენიის 3 საათამზე ყოველდღე მუშაობდა. როცა მის კაბინეტში შევედი სოფელ მეღვრეკისში, ნოშრევან მოსიაშვილს ტელეფონით ესაუბრებოდა. 70 წელს გადაცილებული ნოშრევანი უყვებოდა, რომ ერთი უბანი მეღვრეკისში მიწასთან გასწორებული იყო. სოფელში 2 მიცვალებული ყავდათ, ახალგაზრდა კაცი და მოხუცი ქალი - მაისურაძე და ხალაძე. ისინი სოფლის დაბომბვისას გარდაიცვალნენ და მათი დაკრძალვა საკუთარი სახლების ეზოებში მეზობლებმა როგორღაც მოახერხეს.
მზია ლალიშვილმა ნოშრევან მოსიაშვილის დამშვიდება დაიწყო - “ნუ ტირით, ბატონო ნოშრევან...” მივხვდი რომ მოხუცი ქვითინებდა. ყვებოდა, რომ სოფელში რუსი ჯარისკაცები იყვნენ: “ჩვენ მტრებს ჩვენი ხელით ვკვებავთ, ჭაჭას და ღვინოს გვთხოვენ და ვაძლევთ. საჭმელი კარტოფილიღა შემოგვრჩა. დღისით ვხარშავთ და ღამით სოფლიდან ვიპარებით და ჩუმ-ჩუმად იქ ვჭამთ მერე. აქაურობა კარგად ვიცით, თავს ტყეებს ვაფარებთ მაგრამ ღამით ცეცხლი რომ დავანთოთ, შეიძლება მოგვაგონ კიდეც... ღამე რა მოხდება არავინ იცის”.

Image

“ცხელი ხაზის”
კოორდინატორმა
მზია ლალიშვილმა
აგვისტოს ომს
“უსახელო დღეები”
დაარქვა.



:arrow: :arrow: :arrow:

by archil gamzardia
Last edited by ARCHILI on 26 დეკ 2009, 14:01, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 10 დეკ 2008, 12:15

:arrow: :arrow: :arrow:

ომი შორენასთვის

როგორც გავარკვიე გოგონას რომელიც სამარშრუტო ტაქსიდან გაურკვევლი
მიმართულებით წაიყვანეს შორენა ერქვა.
“შორენას შესახებ შემთხვევით გავიგე... ცხელ ხაზზე ახალგაზრდა ბიჭებმა დარეკეს, 2 მეგობარს ეძებდნენ ლაშა და გოგიტა ერქვათ. მათ საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე გორში, თეთრი ნივით ხალხისთვის ფქვილი და სხვა დახმარება შეიტანეს, მას შემდეგ სატელეფონო მესიჯი ერთხელ მოგვივიდა რომ სადღაც წაიყვანეს და მერე გაუჩინარდნენო. მეგობრებმა ის ტელეფონის ნომერი დამიტოვეს. ინტენსიურად ვრეკავდი და ერთხელაც გავედი. ბიჭები ჩურჩულით მიყვებოდნენ, რომ მძევლები იყვნენ. ცხინვალის შესასვლელში, სამხედრო ბაზაზე გვამუშავებენ და ტერიტორიას ვასუფთავებთო.ჩვენებს უთხარი რომ ცოცხლები ვართო...მერე ისიც მითხრეს, სამარშრუტო ტაქსიდან გოგონა რომ წამოიყვანეს, ისიც ჩვენთანაა ბაზაზეო” - გვიამბო ქალბატონმა მზიამ. როგორც გვითხრა, სასწრაფოდ შორენას ძმას დაურეკა, ირაკლის რომელიც დას გაუჩინარების დღიდან ეძებდა.
შორენა მძევლობიდან აგვისტოს ბოლოს გაათავისუფლეს. იგი ტყიბულის მკვიდრია და ძმასთან ერთად თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. შორენა ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს ესაუბრა, ჟურნალისტებს კი ინტერვიუზე უარს ეუბნება.
ირაკლის, შორენას ძმას ხშირად ვურეკავთ. იმედი გვაქვს, რომ ერთხელაც შორენა მოგვეყვება მისი ომის ისტორიას - 2008 წლის აგვისტოში, მძევლად რომ იმყოფებოდა ცხინვალში.

:arrow: :arrow: :arrow:

by archil gamzardia
Last edited by ARCHILI on 26 დეკ 2009, 14:03, edited 1 time in total.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Naia » 10 დეკ 2008, 12:15

ARCHIL_i
:( :( :(

ეს აგვისტოთი დათარიღებული სტატიაა, ხო?

ოქტომბერში და ნოემბერში გოგა და მე ერგნეთამდე ორჯერ მივედით. მეღვრეკისიც მოვინახულეთ.

პირველად რომ ჩავედით, რუსები წინა დღის გასულები იყვნენ და ხალხი დაბრუნებას იწყებდა. სოფლებში მხოლოდ იქ ჩარჩენილები ან იმ დღეს დაბრუნებული ოჯახები გვხდებოდნენ.

გამნაღმველთა ჯგუფი ჯერ კიდევ მუშაობდა და ამიტომ, ხალხი ბაღებში ვერ შედიოდა ნაღმების შიშით. სხვათაშორის, ახლახანს ველაპარაკე ერთ ჩემს გამნაღმველ მეგობარს და მიმდებარე სოფლებში ძალიან ცუდი სიტუაციააო. სეპარატისტები და რუსები ღამით გადმოდიან და სოფლებში მახე-ნაღმებს აწყობენო (მაგალითად, სადმე ჩაარჭობენ ოსეთის დროშას, რომლის ძირშიც ნაღმია დამაგრებული. ან ხეზე დაკიდებენ რამეს, რომელიც ასევე ნაღმთანაა მიერთებული).

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 10 დეკ 2008, 12:18

Naia


მართალი ხარ, ეს შემოდგომისდროინდელი სტატიაა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დაკვეთით, რომელიც შემდეგ ითარგმნა და სხვადასხვა უცხოურ ორგანიზაციასა და მედიასაშუალებას წარედგინა...
Last edited by ARCHILI on 10 დეკ 2008, 12:24, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 10 დეკ 2008, 12:22

:arrow: :arrow: :arrow:

ბავშვები, ციფრები და ომი

ომი ჩვენს ირგვლივ იყო, ყველგან. მნიშვნელობა არ ქონდა სად იყავი ცხინვალში, გორში, თბილისში, ფოთში...
ომი არ დამთავრებულა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. სასწავლო წელი საქართველოში 1 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ დღეს სკოლების და ბაღების ნაცვლად ბავშვები ქუჩაში იყვნენ და საქართველოს ერთიანობის დღისადმი მიძღვნილი ცოცხალი ჯაჭვის ნაწილი იყვნენ. დღეს 15 სექტემბერია. თბილისის 16 და რეგიონების 47 სკოლაში (ძირითადად გორის, კასპის, ქარელის რაიონები) სწავლა ვერ დაიწყო და 2008-2009 წწ სასწავლო პროცესი უკვე შეფერხდა.
1 სექტემბრის უშიშროების საბჭოს მონაცემებით “იძულებით გადაადგილებულია 28 028 ბავშვი და ამათგან 2112-ს არ ჰყავს მშობელი. “ამ ბავშვთაგან ბევრს ემუქრება სკოლის დატოვება ან აკადემიური მოსწრების პრობლემები. გადაადგილებულ ბავშვთა უმრავლესობას შეენიშნება ფსიქოლოგიური და ნერვული პრობლემები.სამედიცინო ექსპერტების მიხედვით, პოსტ-ტრავმატული სინდრომები თავს იჩენს 1-2 თვეში და შეეხება მთელს მოსახლეობას”.
ოფიციალური მონაცემებით, საომარი მოქმედებებისას 15 წლის ერთი ბავშვი დაიღუპა გორის რაიონში, 19 ბავშვი კი დაჭრილია და საავადმყოფოებში იმყოფებიან.

Image

2008 წლის 1 სექტემბერს “ცოცხალ ჯაჭვში”
მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
აქცია ერთიანობის, დაღუპული მოქალაქეების ფოტო-ბანერების
და პროპაგანდის ფონზე ჩატარდა.


Image


მეხანძრეები “ცოცხალ ჯაჭვში”
სახანძრო მანქანით ჩაებნენ.


:arrow: :arrow: :arrow:

by archil gamzardia
Last edited by ARCHILI on 26 დეკ 2009, 14:03, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 10 დეკ 2008, 12:25

:arrow: :arrow: :arrow:

ომი ჩვენს ირგვლივ


ომის დროს 3 ჟურნალისტი დაიღუპა: 2 საქართველოს მოქალაქე და ჰოლანდიელი ოპერატორი.
საომარი მოქმედებების დაწყებიდან ერთი თვეში საერთაშორისო ჟურნალისტურმა ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” განცხადება გაავრცელა,რომელსაც უკომენტაროდ გთავაზობთ:
“ფოტოჟურნალისტი ალექსანდრე კლიმჩუკი და ჟურნალისტი გიგა ჩიხლაძე, მას შემდეგ დაუღუპნენ რაც მათ მანქანას ცხინვალში ერთ-ერთ ბლოკსაგუსაგოზე ცეცხლი გაუხსნეს. ალექსანდრე ფოტო სააგენტო Caucasus Images უფროსი იყო, ჩიხლაძე რუსული Newsweek-ის კორესოპნდენტად მუშაობდა... საშა და გიგა მათი ოჯახების ერთადერთი მარჩენლები იყვნენ. საშას მოხუცი მშობლები დარჩა, გიგას მეუღლე და ორი პატარა შვილი: სოფო და ლუკა.


სექტემბრის დასაწყისში
ჟურნალისტთა საერთაშორისო
ფედერაციამ (IFJ) დაგმო
რუსეთის ფედერაციის
ჩრდილოეთ კავკასიის
რეგიონში ჟურნალისტებზე
თავდასხმები, რის შედეგადაც
ერთი გარდაიცვალა, მეორე კი
სერიოზულად დაშავდა.
გარდა ამისა, IFJ- ის
შეფასებით
სამხრეთ კავკასია
განსაკუთრებით საშიშ
ზონას წარმოადგენს
მედიისთვის პოლიტიკური
სიტუაციების გაშუქების
თვალსაზრისით.

წყარო: media.ge


:arrow: :arrow: :arrow:

by archil gamzardia
Last edited by ARCHILI on 26 დეკ 2009, 14:03, edited 2 times in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 10 დეკ 2008, 12:27

:arrow: :arrow: :arrow:

მედიაომი და დემოკრატია

შუაღამე იყო. ყველა არხს, ვისაც საინფორმაციო გამოშვება ჰქონდა, ახალ ამბებს ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებით იწყებდა. საქართველოს და რუსეთის არხებზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდებოდა - ოფიციალური მოსკოვი იუწყებოდა რომ ცხინვალში რუსული სამხედროები იმყოფებოდნენ, ქართული მხარე კი ამ ინფორმაციას არც ადასტურებდა და არც უარყოფდა. მოულოდნელად რუსეთის არხები ერთმანეთის მიყოლებით გაითიშა - ჯერ ”პირველი არხი”, შემდეგ НТВ და ამას სხვა არხების გათიშვა მოყვა, ისე რომ არც წინასწარ და არც შემდეგ დღეებში მომხმარებელი არავის გაუფრთხილებია.
მაგალითად: თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სამეცნიერო-ტექნიკური ასოციაცია ”ინტეროპტიკა” ხელშეკრულების თანახმად თავის თავზე იღებს ვალდებულებას ფორს-მაჟორულ სიტუაციაში დაუყოვნებლივ და წერილობითი სახით აცნობოს აღნიშნულის (არხის გათიშვის) შესახებ მეორე მხარეს. თუმცა ეს ასე არ მოხდა - აბონენტები უპასუხოდ დარჩნენ.
ოფიციალური ახსნა-განმარტებების მიცემა ერთი კვირის შემდეგ სხვა ორგანიზაციებმა და სტრუქტურებმა დაიწყეს. კავშირის თავმჯდომარემ გურამ ბერუაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის არხების ინფორმაციები გახდა „ტენდენციური“ და „აუტანელი“. ამიტომ რუსეთის ფედერალური  ტელეარხები „პირველი არხი“, НТВ, РТР ПЛАНЕТА, РЕН-ТВ,  ТВЦ,  საქართველოს საკაბელო  ტელევიზიების პაკეტიდან 8 აგვისტოდან ამოიღეს და დღემდე აღარ არის.

Image

რუსეთის საგარეო საქმეთა
სამინისტროს წინასწარი მონაცემებით,
ექვსდღიანი ომის პერიოდში დაიღუპა
1600-ზე მეტი სამხრეთ ოსეთის
მშვიდობიანი მოქალაქე.
სამხრეთ ოსეთის დეფაქტო
ხელისუფლების 20 აგვისტოს
მონაცემებით დაიღუპა 1492
მშვიდობიანი მოქალაქე.
უფლებათადამცველი სართაშორისო
ორგანიზაციის Human Rights
Watchის მონაცემებით კი ცხინვალის
რეგიონში დაღულულთა რიცხვი
ათობი ადამიანს
არ აღემატება.



:arrow: :arrow: :arrow:

by archil gamzardia
Last edited by ARCHILI on 26 დეკ 2009, 14:04, edited 2 times in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 10 დეკ 2008, 12:29

:arrow: :arrow: :arrow:


25 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში განაცხადა: ”მე გეტყვით ჩემს ცუდკაცობასაც - მე ვიყავი ინიციატორი რუსული არხების გათიშვის”, იქვე სახელმწიფო მინისტრი დასძინა-„ეს არის ჩვეულებრივი მედიაომის ნაწილი და ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა. შემოუტიეს ჩვენს ვებგვერდებს, მოისყიდეს ჟურნალისტები მსოფლიო მედიაში ჩვენზე სიბინძურეების დასაწერად ... ეს საჭირო იყო, რომ  ხალხი პანიკაში არ ჩავარდნილიყო.
უფრო მოგვიანებით კი ეროვნული კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი რატიშვილმა პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ”თავად საკაბელო კომპანიები უყურებდნენ იმას, თუ რას გადასცემენ რუსული ტელეარხები, ანუ დეზინფორმაციას და ამის გამო, ამ კომპანიებმა მიიღეს გადაწყვეტილება გაეთიშათ ეს არხები”. საქართველოს საკაბელო ტელექსელების კავშირის თავმჯდომარემ, ასევე ეროვნული კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და ისევე როგორც საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში არ გაითვალისწინეს არც მომხმარებლის და არც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების უფლება - გაეკეთებინათ არჩევანი რომელი არხი ეყურებინათ ან ეყურებინათ თუ არა საერთოდ.
ეს მოხდა ქვეყანაში, საქართველოში, სადაც სულ რაღაც 8 თვის წინ ჩატარდა პლებისციტი და კითხვაზე ” უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში? (ნატო)” ამომრჩევლების 77%-მა დადებითი პასუხი გასცა.

photo by archil gamzardia

ავტორები:

არჩილ გამზარდია

ეკატერინე ფირცხალავა
Last edited by ARCHILI on 26 დეკ 2009, 14:04, edited 1 time in total.

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by დათო » 10 დეკ 2008, 21:46

Парламент Абхазии утвердил госграницу

24 октября 2008, 16:00

Версия для печати
Вставить в блог

Депутаты парламента Абхазии приняли в пятницу постановление «Об утверждении государственной границы Республики Абхазия».

В постановлении парламента отмечается, что граница Абхазии с Россией пройдет на севере и северо-западе – по Главному Кавказскому хребту от горы Донгуз-Орунбаши через вершину горы Гвандара. Далее граница будет проходить по Главному Кавказскому хребту до горы Агепста и по реке Псоу от ее истока до впадения в Черное море.

На юге граница пройдет в Черном море, передает РИА «Новости».

На востоке и юго-востоке Абхазия будет граничить с Грузией от Главного Кавказского хребта по линии – гора Донгуз-Орунбаши, река Нескра (Ненскра) до того места, где она впадает в Ингур и далее по главному руслу реки Ингур до впадения ее в Черное море.

Постановление вступает в силу с момента опубликования и действует до завершения делимитации и демаркации границ Республики Абхазия.
http://www.vz.ru/news/2008/10/24/222559.html


თუ რუკაზე ნახავთ მდ. ნესკრას განლაგებას, აღმოაჩენთ რომ მათ მესტიის რაიონის 15-20% ჩაურთავთ აფხაზეთის შემადგენლობაში, ისევე როგორც წალენჯიხის რაიონის ნაწილი.


ARCHIL_i wrote: იმედი გვაქვს, რომ ერთხელაც შორენა მოგვეყვება მისი ომის ისტორიას - 2008 წლის აგვისტოში, მძევლად რომ იმყოფებოდა ცხინვალში.
:arrow: :arrow: :arrow:
მე მგონი, სრულიად ცხადია, რატომ არ უნდა ამ ადამიანს "მის ომის ისტორიაზე" მოყოლა, და ნაკლებად სავარაუდოა მან ეს როდესმე მოისურვოს.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 12 დეკ 2008, 09:17

Москва готовится к наступлению на Тбилиси
Время публикации: 9 декабря 2008 г., 10:46

По ходу войны в августе все стороны, как это принято, выдавали вместо фактов непроверенные или заведомо ложные сведения и вели беззастенчивую пропаганду. С тех пор российские официальные власти ни на шаг не отступили от первоначального информационного плана, повторяя нелепые выдумки. Например, наш ВМФ объявил, что 10 августа отразил атаку грузинских катеров и потопил один, а наше ТВ показало об этом анимационный фильм. В Грузии эта история вызывает недоумение: никакого морского боя, похоже, не было. Та часть грузинских катеров, что были на ходу, в самом начале войны ушли из Поти в Батуми, а остальные были захвачены и уничтожены в порту нашими войсками. Нынешние российские власти, как прежде советские, не видят никакой необходимости как-то сверять собственную публичную позицию с реальностью и что-либо корректировать, даже если их ловят на очевидной неправде.



В Грузии ситуация другая, общество посвободнее нашего, а еще страна экономически и политически зависит от благорасположения западных демократий. В Тбилиси работает парламентская комиссия по расследованию войны, перед которой выступило все местное начальство, включая президента Михаила Саакашвили. В результате власти, пусть не сразу и вряд ли с большой охотой, вынуждены были представить логически более связанную версию событий в августе.



Понятно, что все стороны готовились к конфликту, но по-разному. Наши подготовили полномасштабную войну. Поскольку Грузия отделена от России Кавказским хребтом, вторжение могло быть только летом и по двум изолированным направлениям: по узкому Рокскому туннелю в Южную Осетию и по прибрежной дороге в Абхазию с дальнейшим прорывом к стратегически ключевым целям в глубь страны. Столь серьезное ограничение возможностей тактического и стратегического маневра требовало тщательно сбалансированного и отработанного плана.



В рамках учений «Кавказ-2008» передовые части вторжения были в июле развернуты на границах Грузии, а некоторые, по свидетельству участников событий, заранее вошли в Южную Осетию и Абхазию. Корабли Черноморского флота были подготовлены к немедленному боевому выходу в море, морская пехота ЧФ переброшена из Крыма на Кавказское побережье и погружена вместе с техникой на десантные суда. Опытные пожилые летчики-инструкторы советской еще выучки, которых сегодня в стране остались десятки, были переброшены вместе с боеготовой техникой на Северный Кавказ. При этом подготовка к полномасштабному вторжению, в котором непосредственно приняло участие более 40 тысяч российских военнослужащих, была проведена на удивление скрытно, наших военных и спецслужбы следует поздравить с блестяще проведенной операцией прикрытия.



Особенности театра военных действий не позволяли заранее сконцентрировать непосредственно на границе силы, необходимые для успешного вторжения. Был составлен и достаточно четко выполнялся график последовательного ввода сил и средств одновременно в Южную Осетию, где шли бои, и в Абхазию, где никаких действий не было. Войсковые соединения были подведены к августу в высшую степень боеготовности. К 11 августа на территории Грузии действовали до 30 тысяч российских солдат и тысячи единиц тяжелой техники, что в данных обстоятельствах следует признать замечательным достижением.



Незадолго до начала боевых действий в помещении Главного оперативного управления Генштаба на Арбатской площади начался ремонт и ГОУ ГШ выселили в помещение бывшей поликлиники, где не было спецсвязи. Но ГОУ ГШ операции планирует, а не руководит ими непосредственно. Во Владикавказе был развернут специальный оперативный штаб по координации вторжения во главе с главкомом Сухопутных войск Владимиром Болдыревым. Поскольку уже на третий день грузинские силы стали уклоняться от боестолкновений, то вносить существенные корректировки в заранее составленный план не понадобилось, разве что не все подготовленные силы были введены в Грузию.



Грузинские официальные лица теперь открыто признают, что к такой войне с Россией они были совершенно не готовы. Грузия готовилась победить силы сепаратистов в наступательном бою, и действительно, осетинские формирования были 8 августа с ходу опрокинуты. Участие России, конечно, предполагалось, но вроде как во время войн в Абхазии и Южной Осетии в начале 90-х — ограниченными силами и под прикрытием — под видом северокавказских добровольцев, «казаков», отдельных ударов «неопознанными самолетами» и т.д. Служба внешней разведки Грузии, по словам ее руководителя Гелы Бежуашвили, не предвидела войны в августе. Американские военные и дипломатические источники, по словам Бежуашвили, а также секретаря грузинского Совбеза Александра Ломаи, утверждали, что не видят никаких признаков реальных российских приготовлений к полномасштабной войне. Наши сумели обвести вокруг пальца и грузин, и американцев.



В последние годы все усилия американского разведсообщества были направлены на Ирак, Афганистан, Иран и на борьбу с исламистским терроризмом. Россию не считали непосредственной угрозой, а американские разведспутники смотрели по большей части в другую сторону — на «большой» Ближний Восток. Кроме того, спутники не могут определить степень готовности частей и соединений к немедленному началу крупномасштабных боевых действий. Очень важно, что в декабре прошлого года Россия вышла из Договора об обычных вооруженных силах в Европе (ДОВСЕ) под предлогом, что страны НАТО его не выполняют. Прекратились инспекции в рамках ДОВСЕ на местах, которые более всего раздражали наших генералов именно тем, что позволяли иностранцам оценивать степень боеготовности частей и соединений. Без выхода России из ДОВСЕ успешное вторжение в Грузию было бы под вопросом. Надо думать, уже в 2007-м будущая операция против Грузии вовсю прорабатывалась и, возможно, стала основной причиной малообъяснимого выхода из ДОВСЕ. Широкомасштабные учения «Кавказ» и «Кавказский рубеж», в ходе которых отрабатывалась будущая война, проводятся с лета 2006-го.



Если с российской стороны был детально проработанный план операции, совместивший разнородные силы армии, флота, ВВС и ВДВ, с грузинской стороны был импровизационный беспорядок в худшем значении этого слова. Министр обороны Грузии Давид Кезерашвили теперь говорит, что, если бы знали, что готовит Россия, готовились бы совсем по-другому: строили бы оборонительные линии, блиндажи и укрытия. Когда в ночь на 12 августа грузинская армия и спецчасти МВД отошли к Тбилиси, никакого готового плана обороны города и заранее оборудованных позиций не было. Грузинские военные не были готовы к минной войне и даже не пытались задержать наступающие российские бронеколонны, ставя минные заграждения. Если бы знали, говорит Кезерашвили, то заранее вывели бы из Ирака 2 тысячи грузинских солдат и т.д.



Грузинские военные утверждают, что к началу конфликта у южного портала Рокского тоннеля прятался их наблюдатель, который передавал для артиллерии точные GPS-координаты идущей к югу российской техники, и что другой такой возможности нанести прицельный удар не было. Потому, мол, чтобы обеспечить выдвижение к селу Кхети, к самому близкому к Рокскому тоннелю селу грузинского анклава к северу от Цхинвали, корректируемых по GPS гаубиц и систем залпового огня GRAD LAR, началась операция в самом городе и окружающих селах. Грузинский огонь по наступающим войскам был, похоже, довольно точным, а наши военные особо отмечают высокую эффективность грузинской артиллерии. Но ни остановить, ни даже надолго задержать российское наступление не удалось, а в глазах Запада Тбилиси оказался наряду с Москвой виновным в развязывании войны.



В августе Москва согласилась на прекращение огня из-за опасения серьезной западной реакции, а также из-за кризиса со снабжением войск по сотням километров горных дорог от Владикавказа и Беслана через узкую горловину Рокского тоннеля. Напрашивалась оперативная пауза для подтягивания тылов, и, главное, посчитали, что тбилисскому режиму уже нанесен смертельный удар. Дмитрий Медведев назвал Саакашвили «политическим трупом». Многие в Москве до сих пор уверены, что Саакашвили скоро уйдет, что его скинет оппозиция, что «американцы его сами уберут», но это не более чем мечтания. Грузинская оппозиция разрознена, ее лидеры не особо популярны и постоянно грызутся. Для многих честных, патриотически настроенных грузин, отнюдь не поклонников Саакашвили, деятельность оппозиции сегодня граничит с национальным предательством. Саакашвили чувствует себя вполне уверенно и даже позволил себе во время выступления в парламентской комиссии публично опровергнуть слухи, что он когда-то обозвал российского премьера обидным словом. Режим устоял, консолидировал силы, получает солидную западную помощь и теперь готовится к совсем другой будущей возможной войне с Россией.



Строятся оборонительные рубежи, укрытия и оборудованные огневые позиции, готовятся инженерные заграждения. Оттавский договор, запрещающий использование противопехотных мин, практически полностью прекратил международную торговлю минами, но грузины, может, где-то смогут что-то достать или наладить собственное производство. Противопехотная мина — не больно сложное изделие, но без него противотанковые минные поля бессмысленны. Грузинские военные также говорят, что могут воспользоваться иракским опытом, где боевики-исламисты наладили производство высокоэффективных управляемых придорожных мин-фугасов для уничтожения техники и живой силы.



Сегодня на линии прекращения огня после вывода российских войск из зон безопасности вокруг Южной Осетии и Абхазии постоянно происходят провокации и перестрелки, в которых обе стороны обвиняют друг друга, что в конечном итоге может перерасти в полномасштабные боевые действия. Руководитель миссии ЕС по мониторингу в Грузии Хансерг Хабер на днях заявил, что «ситуация вдоль административной границы непрогнозируемая, снова имеют место инциденты». Международная правозащитная организация Amnesty International утверждает, что десятки тысяч перемещенных лиц не могут вернуться в свои дома из-за продолжающихся взрывов, стрельбы, а также мародерства и случаев похищения людей в «сумеречной зоне» вдоль границы с Южной Осетией. В грузинском селе Эргнети в нескольких сотнях метров от окраины Цхинвали немногие вернувшиеся жители ремонтируют свое жилье, немецкая благотворительная организация раздает наборы стальных кастрюль, но большая часть домов до сих пор стоит сожженной и до нитки разграбленной осетинскими мародерами.



Южная Осетия сегодня также, по сути, пустыня, в ней осталось в результате войн и этнических чисток меньше 30 тысяч постоянного населения — где-то четверть от довоенного советского. Географически и экономически Южная Осетия — часть Грузии. В ней не может быть никакого функционирующего хозяйства, пока граница с Грузией, как сейчас, закрыта и там перестрелки. В Абхазии сейчас примерно 140 тысяч населения — треть довоенного, из которых собственно абхазов немногим больше 40 тысяч. В Абхазии возможно развитие экономики, особенно туризма, но вся советская инфраструктура совершенно сгнила. Для реабилитации Абхазии, для содержания Южной Осетии, на размещение там российских военных баз и гарнизонов потребуются десятки млрд долларов, которых в российском бюджете в результате кризиса может просто не оказаться. А если и найдутся, то все равно большую часть местные непременно распилят.



В Осетии нужно строить дорогу-дублер Рокского тоннеля через Мамисонское ущелье и перевал, поскольку полагаться на одну крайне уязвимую линию снабжения слишком опасно. Нужно срочно строить десятки километров противолавинных тоннелей в ущелье к северу от Рокского тоннеля, иначе единственная дорога три месяца в году зимой будет практически закрыта. Тем временем Грузия начала программу существенного увеличения регулярной армии. В следующем году могут начаться многомесячные сборы грузинских резервистов, чтобы успеть сколотить из них сколько-нибудь устойчивые части — по сути, частичная превентивная мобилизация. Похоже, Россия завязла, взяв в августе под контроль территории, которые ей вообще-то даром не нужны, но стоить будут со временем все дороже.



Выходом из неприятной ситуации может стать новая война. ФСБ уже объявила, что Тбилиси готовит теракты и диверсии против российских войск в Южной Осетии и Абхазии. Министр обороны Анатолий Сердюков заявил: «Нас беспокоит проводимое грузинским руководством наращивание военного потенциала и втягивание страны в НАТО. Эта деятельность может спровоцировать гораздо более серьезный конфликт, чем события августа этого года». Возможно, уже началась проработка новой «окончательной» операции.



Павел Фельгенгауэр

обозреватель «Новой газеты»

Москва — Тбилиси — Эргнети

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 15 დეკ 2008, 10:24

05:59 15.12.08 - მოსკოვში საქართველოზე თავდასხმის ორი გეგმა განიხილეს
მიმდინარე წლის დეკემბერში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოზე კონტროლის დამყარების ორი გეგმა განიხილა.


”მედიანიუსის” ინფორმაციით, ალტერნატიული გეგმები პუტინს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და საგარეო დაზვერვის სამსახურმა წარუდგინეს და ეს გეგმები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული გეგმის მთავარი ავტორი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ნიკოლაი მაკაროვია. გეგმის შემუშავებაში მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღეს რუსეთის სახმელეთო ჯარების მთავარი შტაბის უფროსმა ნიკოლაი ბოგდანოვსკიმ, სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის მოადგილეებმა _ ვალერი მოლტენსკოიმ, ვალერი ევნევიჩმა და რუსეთის სადესანტო-საჰაერო ჯარების სარდალმა ვალერი ევტუხოვიჩმა.

ე.წ. მაკაროვის გეგმაში აღნიშნულია, რომ ეს მონახაზი, რომელიც თბილისის აღებას ითვალისწინებს, 100 პროცენტით იმუშავებს მხოლოდ მაშინ, თუ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარები (გეგმაში სწორედ მათ და სამხედრო-საჰაერო ძალებს აკისრიათ მთავარი დამრტყმელი ძალის ფუნქცია) საბრძოლო მოქმედებებს უახლოეს მომავალში დაიწყებენ, რადგან თუ საქართველომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის აღდგენის გეგმა განახორციელა, ავიაცია ეფექტურობას დაკარგავს.

”მედიანიუსის” ინფორმაციით, ე.წ. მაკაროვის გეგმაში რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების სარდალი ევტუხოვიჩი აღნიშნავს, რომ მოულოდნელობის ეფექტის პირობებში, რუს მედესანტეებს ცხინვალის რეგიონიდან (ახალგორი) თბილისამდე მისასვლელად 3 საათი დასჭირდებათ, მაგრამ მანამდე რუსმა მედესანტეებმა რუსული ავიაციის ბატონობის პირობებში უნდა დაიკავონ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, სხვა სტრატეგიული სიმაღლეები და საბრძოლო მოქმედებების პირველივე საათებში ავიაციამ მორალურად უნდა დათრგუნოს საქართველოს შეიარაღებული ძალების ის ნაწილები, რომელთაც თბილისის დაცვის ფუნქცია აკისრიათ.

გეგმის მიხედვით, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა გალი-ქუთაისისა და, ნაწილობრივ, გორი-ქუთაისის მიმართულებით უნდა უზრუნველყონ ის, რომ დასავლეთ საქართველოში განლაგებულმა საქართველოს არმიის ნაწილებმა ვერ მოახერხონ თბილისისკენ გარღვევა.

ე.წ. მაკაროვის გეგმაში ისიცაა აღნიშნული, რომ მისი ყველა დეტალის განხორციელების შემთხვევაშიც კი, თბილისის ცენტრალურ რაიონებში ხანგრძლივი ქუჩის ბრძოლებია მოსალოდნელი და ასეთ ვითარებაში რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გადაწყვეტილება.

”მედიანიუსის” ინფორმაციით, ე.წ. მაკაროვის გეგმა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა, მიხაილ ფრადკოვმა მძაფრად გააკრიტიკა. კერძოდ, ფრადკოვი თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტროს გეგმას, წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, არანაირი ხარვეზი არ აქვს, მაგრამ ის პოლიტიკურად მიუღებელია.

რუსული სპეცსამსახურის მტკიცებით, თბილისის შტურმი სამხედრო თვალსაზრისით, წარმატებით დამთავრდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, მომავალში, შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევაზე იფიქრებს მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელიც რუსეთის მიმართ ლოიალურადაა განწყობილი და ოფიციალური მოსკოვმა საბოლოოდ უნდა დაივიწყოს ოცნებები საქართველოს სათავეში პრორუსული ხელისუფლების მოყვანის შესახებ.

ასევე, რუსული სპეცსამსახურის მონაცემებით, თბილისის შტურმი აშშ-სა და თურქეთს მისცემს საშუალებას, ლეგალური სამხედრო დახმარება გაუწიოს საქართველოს.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა პუტინს ალტერნატიული გეგმა შესთავაზა. ამ გეგმის მიხედვით, თბილისის შტურმი კი არა, საქართველოს დედაქალაქის ბლოკირება უნდა მოხდეს.

”მედიანიუსის” ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების პირველ საათებში რუსმა მედესანტეებმა უნდა დაიკავონ ფოთი და თბილისი-გორის მაგისტრალი და დასავლეთ საქართველოში განლაგებულმა საქართველოს არმიის ნაწილებმა თბილისისკენ გარღვევა არ უნდა მოახერხონ.

ამ გეგმის მიხედვით, რუსეთმა სომხეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან უნდა მიაღწიოს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, სომხეთში განლაგებულმა რუსულმა ნაწილებმა ჯავახეთის საავტომობილო გზების დაიკავონ, რათა გამოირიცხოს თბილისის მომარაგება ბათუმიდან ან თურქეთიდან. ამავე გეგმის მიხედვით, ბათუმის დაკავება თურქული ფაქტორის გამო, მიზანშეწონილი არ არის.

რუსული სპეცსამსახურის რეკომენდაციით, ოფიციალურმა მოსკოვმა აზერბაიჯანის ხელისუფლებიდან უნდა მიიღოს იმის მყარი გარანტია, რომ ბაქო ბლოკირებულ თბილისისკენ სამხედრო, ჰუმანიტარულ ან სხვა სახის ტვირთებს არ გაატარებს.

ამავე გეგმის მიხედვით, ბლოკირებულ თბილისში ჰუმანიტარული კატასტროფა ორი კვირის შემდეგ დაიწყება და ხაფანგში მოქცეული საქართველოს დედაქალაქის უსისხლოდ დაცემა მხოლოდ დროის ამბავია.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]