მაგალითად მე, შევდივარ მაღაზიაში, ვათვალიერებ ( თუმცა წესიერად არ გაცლიან დათვალიერებას, რადგან დაუღალავად გეჭიკჭიკებიან: მოდი ეს იყიდე, ნახე რა ლამაზიაო , თუ ტანსაცმელია - მოდი აბა მოიზომეო, ჯერ ჩაცმული არ გაქვს რომ უკვე გეუბნებიან: აუ როგორ გიხდება, შენი სტილიაო

:D) და ვთქვათ მომეწონა ნივთი, ვეკითხები ფასს (თანაც ისე, ვითომც ვერც კი წარმომიდგენია აქ ვაჭრობა თუ შეიძლება საერთოდ), გამყიდველიც მიყურებს თავისი წვრილი, გულუბრყვილო თვალებით და თან მატყუებს:D
ვთქვათ მიფასებს 500 იუანს (ჩინური ფულის ერთეული), ვეუბნები რომ ძვირია და გავდივარ, გამომეკიდებიან ხოლმე: მოდი, მოდი, ლამაზო (ასე მიმართავენ ხოლმე უცხოელებს)დაგიკლებო

და მეტყვიან 400 იუანიო

:D, ვიცინი და ვეუბნები ეს ნივთი მაგდენად არ ღირს და მხოლოდ 100 იუანს გადაგიხდი მეთქი, ისე წუხდებიან კინაღამ ტირილი დაიწყონ
და ბოლოს მაქსიმუმ 150-ად ვყიდულობ
ჰო და, ზემოხსენებულ ლექსიკონზეც ბევრი მაწვალეს, ძაააალიან დამღალეს, სამი საათი მავაჭრეს, მაგრა მე რომ მინდოდა, მაინც იმ ფასად ვიყიდე
ესეც ამ პატარა მატყუარა ჩინელების ჭუნ გუან ცუნია
