კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 08 დეკ 2008, 20:36

Tamusia

გაგრძელება მოგვეხსენება რათქმაუნდა. . . :)

. . . . . . . . . . . . . . .

მეტი მოზიდეთ კალმახები
მაშ არაგვიდან,
რაც იყო იყო, ამ ქეიფსაც
ერთხელ ავიტან.

ერთ ლამაზ ქალზე მარტო ერთი
ლექსი დარჩება,
განა გავხდებით პოეტები
ლექსის ჩარჩებად? . .

- ნინა, ნინა, ჩემო ნინა
გათხოვება, ხომ არ გინდა?
- გათხოვება რომ მინდოდეს,
შენი კითხვა მე რად მინდა?

ასე მეარღნე, დაამტვრიე,
დასცხე, გეთაყვა!
აბა რად გიღირს ერთი ძველი
შენ მუხამბაზი!

რამდენი ძველი სიყვარული
ამ მტკვარს თან გაჰყვა,
ზაჰესის სინას ხომ გაჰყვება
ეხლაც ჯამბაზი. . .

- შაბათი რომ დაღამდება,
კვირა გათენდება.
თამრიკო მოწამლულა,
რაღა მეშველება?

ტყვილი იქნება, ჩემო ძმაო
თავს ვინ იწამლავს?
ალბათ იმ ქალსაც სულ ტყუილად
ჰქვიოდა თამრო?

ის სხვის სიყვარულს უეჭველად
გულში იმალავს,
რამდენიც გინდა თვითონ ვიცი,
იმას ჰყავს საქმრო. . .

ჩემო მეარღნევ გენაცვალე,
წაიღე სული. . .
საქართველოში ნეტა ასე
ვინმეს ვუყვარდე!

რა ვუყოთ მერე, პოეტი ვარ
ხელით წასული,
საქართველოში ხომ ფეტვივით
თესავენ ვარდებს!

ვიცი გიყვარვარ. . . ასე მწარედ
მიტირებ არღანს,
ვიცი გიყვარვარ, რომ არ გინდა
მოკვდეს თამარი. . .

შენ ჩემო ძმაო, თუ მოკვდები
არვინ დაგმარხავს,
თავის სამარხი ზედ გარტყია
ვერცხლის ქამარი.

ცდები მეარღნევ, გათხოვდება
ეგ შენი ნინა!
არ დაიჯერო, ის თამრიკოც
რომ მოიწამლოს.

ქალი ქალია, დიდხანს უქმროდ
რამ არონია. .
ქალი ქალია და იშოვის
თავის მალამოს. . .

უბრალოდ ვკვდებით მეარღნენი
და პოეტები,
მაგრამ ჩვენ ალბათ თავის მოკვლაც
გვეპატიება. . .


16 თებერვალი
1927 წ.
ტიციან ტაბიძე
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Tamusia » 08 დეკ 2008, 22:22

ეს ლექსი ბექამ დადო ცოტა სახეშეცვლილად და ახლა მე დავსდებ, ისეთს, როგორიც მე მომეპოვება:

მახსოვს ენძელების იების
მინდიასავით რომ გესმოდა,
მახსოვს, რომ მაჩუქე იები
დეკით გადაპენტილ ფერდობთან.

მახსოვს, ჯიხვს რომ სთხოვა ზავი და
ქისტეთში წავიდა თორელი,
მერე დიდი დრო რომ გავიდა,
მერე ამაოდ რომ მოვედი;

მანდილ რო შევხსენი მზეები
და გავხდი სიფითრის მთოველად,
ჭიუხნი, ქარაფნი, კლდეები,
რომ მეჩვენებოდნენ თორელად.

ცხადშიც და სიზმარშიც გნატრობდი,
მოწმე ხარ ჩემ ჭერხოს ყორენო,
სადა ხარ, ოღონდაც დაბრუნდი,
ჭიმღაში დაგხვდები, თორელო.

ვიყავ ჯუთელი ხათუთა,
მიყვარდა ჭიმღელი თორელი,
მერე ყველა გრძნობა გახუნდა
და დრომ წარიტაცა ყოველი...
Last edited by Tamusia on 11 დეკ 2008, 14:37, edited 1 time in total.

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Tamusia » 08 დეკ 2008, 22:35

კიდევ ერთი ლექსი, რომელიც ზედმიწევნით არ მახსოვს, ამიტომ როგორც მახსოვს, ისე დავსწერ:

ანი,ბანი და განი და,
ნეტავ რა მინდა, რა მინდა,
ან მინდა თავის სიკვდილი,
ანდა რაიმე სხვა მინდა.
ან კიდევ მინდა, რა მინდა,
ცას მინაწვდენი ფრთა,
გაწბილებული მორწმუნე,
დამწუხრებული ცა მინდა:
ძირს დაცემული სასიძო,
დაქვრივებული და მინდა,:
მინდა საყვარლის ქორწილი,
შხამის თასების ცლა მინდა.
ან კიდევ მინდა, რა მინდა...
ეგებ სხვა არცა რა მინდა:
მინდა შენ მყავდე ცოცხალი,
შენთვის სიკვდილი არ მინდა,
ჯერე შენ მოკვდე, მერე მე,
რომ ვთქვა სიცოცხლე არ მინდა.
ანი, ბანი და განი და,
ნეტავ რა მინდა, რა მინდა,
ან მინდა თავის სიკვდილი,
ანდა რაიმე სხვა მინდა

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lama » 08 დეკ 2008, 22:44

Tamusia
ეს გინდოდა გეთქვა:

??????



ანი ბანი და განი და
მართლა არ ვიცი რა მინდა,
ალბათ პატარა და მინდა
ღმერთო, დამინდე, ამინ, და
ანი ბანი და განი და.
მინდა ამოვძვრე კანიდან,
სიცოცხლე მინდა თავიდან.
სიკვდილი მინდა? - არ მინდა,
არა როგორმე გავუძლებ,
არა როგორმე ავიტან,
მხრით გოლგოთაზე ავიტან
დღეებს, რომელიც სვე-ბედმა
გამი-წვიმ-ავდარ-ამინდა.
ანი ბანი და განი და
სევდის სივრცე და განი და
ბედის ცამეტი განედი
ვერ გავისეგრძეგანე და
მისი უღრმესი ქანიდან
ვყვირივარ: ანი ბანი და
განი და დანი ზანი და
თანდათან თანი კანი და
ლანი და მანი მანი და
მე ნანი-ნანი-ნა მინდა.
ვეხფვის ტყავისა გაძრობა
ამ გატანჯული ტანიდან
და წასვლა იერუსალიმს,
კანას ქორწილში სმა მინდა.
მეგზურად მწყემსი ძმა მინდა:
პანი და ჟანი რანი და
ფანი და ღანი ყანი და
შანი ჩანი და ქანი და
ეზო-კარიდან, ყანიდან
მუნ ჩემი ბაღის ნაყოფის
მიტანა ქანაანიდან.
მე ცაზე ცანი ვცანი და
ჯანი და ძანი წანი და
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ვიწრო ბილიკის მაგიერ
ათი ათასი გზა მინდა.
გზა მინდა მნათობებიდან,
შენსკენ მავალი გზა მინდა,
მზის მუცელღების ხმა მინდა.
სანი და ჭანი ხანი და
ვერძის შუბლიდან, ხარიდან
ისევ მნათობთა გზა მინდა,
ყოველ მნათობში ანთებულ
საიდუმლოში წვა მინდა..
ყველა ვარსკვლავში წვა მინდა,
ყველა ვარსკვლავში სვლა მინდა,
ყველა ვარსკვლავის ცვლა მინდა,
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ანი ბანი და განი და,
ღმერთო, ამ შუბლის ამინდი
ცხრა მზით ამინთე, ამინ, და
ისევ ა-მინდა, ე-მინდა,
თეთრი ი-მინდა, ო-მინდა,
სანამ ცხოვრების ჰოემდე
მივალ ათასი ომიდან,
ერთი ძლიერი უ-მინდა,
სამოთხის ვაშლი უმი, და
მერე შენს გვერდით თუ გინდა,
ანი ბანი და განი და,
ღმერთო, დამინდე და მინდა.
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Tamusia » 08 დეკ 2008, 22:46

ლამა

ეგ წავიკითხე და ეს იმიტომ გამახსენდა :lol:

სხვადასხვა ლექსებია, არა?
Last edited by Tamusia on 09 დეკ 2008, 13:12, edited 1 time in total.

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 09 დეკ 2008, 02:09

ქაფქაფა ფინჯანია ფანჯარა და ფერების ჩეფირს
მიჰყვები, სიწყნარეა, ბოლოში სიცხარე რომ გაკრავს,
ცოტაც და აღარა ხარ, ცოტაც და მაგიდაზე რჩები,
გვიანო შემოდგომა, ცოტაც და წარსული ხარ, მაგრამ

წასვლა რომ დასაწყისზე ხასხასა დასასრულით მორთო,
სიჩუმეს უცნაურზე უცნაურ უძრაობას უწყობ,
დღეს შენზე გაცილებით ლამაზი არაფერი მოთოვს,
თან შენზე მშობლიურად, თავიდან _ მშობლიურზე უცხოდ.

არავინ გჭირისუფლობს, ჯერ ბოლო აკორდამდე გაძლებ,
ფსკერიდან უფსკრულების აფრენის სწორფერი და ღირსი,
ან ბოლო სიყვარულის უფლებას მერამდენედ მაძლევ,
ყველაზე გაცვეთილი სიტყვებით ამიტომაც გიხსნი.


რეზო გეთიაშვილი
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by teo- » 09 დეკ 2008, 02:16

ვაააიმე..აქ რახდებააათურმე :shock:
არა ექსკურსიას! Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 09 დეკ 2008, 23:10

დაიკიდე...


მოდი,
სიღრმეებში ჩამოყევი,
თოკებს, მე რომელიც ჩაგიკიდე.
თუ,
უინტერესოდ მოგეჩვენოს,
ცერად შემხედე და
დაიკიდე.
მოდი,
ჭაში უნდა ჩაგახედო,
შენთან
მომენატრა საუბრები.
მოდი,
კიდევ ერთხელ
ვითავხედოთ,
ფოთლებს ვუყნოსოთ და
გავუბეროთ.
მოდი,
ბალახებზე წამოწოლილს,
ზეცა
ნაბადივით
დამაფარე.
მოდი,
დამითვალე ცოდვები და
ტყვიად საყვედური
დამახალე,
მჭიდეგავსებული პისტოლეტით,
ტვინი
დამიცხრილე საცერივით...
უხეშ იუმორზე ამცერი და
სულში ჩამიყავი
საცეცები.
მაჯებზე მითვალე ნაწიბური,
ცოდვები
მამადლე
უსახური,
ოქროსი მომთხოვე
კოშკები და
სიცოცხლის ბოლომდე
მიმსახურე....
მხოლოდ ერთი ღამით
შეუღლება,
ნაკლად ჩაუთვალე
ჩემს ბუნებას,
ისევ გაიკვირვე,
რატომ მიყვარს,
სულელურ ფიქრებში
შებრუნება...
მოდი,
ამ ერთხელაც
ვილაღოთ და
მერე
საბოლოოდ გაგეცლები.
აბა, როდის იყო
მიხაროდა -
საბელად შებმული საცეცები...


ლუბა ელიაშვილი
:roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 13 დეკ 2008, 23:00

წითელი - გატაცება. . .
თეთრი - განშორება. . .
ლურჯი - მონატრება. . .
ყვითელი - დარდად ცვლის იისფერ ხატებას. . .
შავი მოგონება. . .
ფუნჯს ვესვრი ტილოს და მწვანე იხალება _
ფარული ალერსით გიყურებ - ჭრელი ხარ. . .
ვიღლები. . .
გამიშვი. . .
და მაინც
ჩემი ხარ. . .
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 13 დეკ 2008, 23:06

ele

წითელი - გატაცება. . .
თეთრი - განშორება. . .
ლურჯი - მონატრება. . .
ყვითელი - დარდად ცვლის იისფერ ხატებას. . .
შავი მოგონება. . .
ფუნჯს ვესვრი ტილოს და მწვანე იხალება _
ფარული ალერსით გიყურებ - ჭრელი ხარ. . .
ვიღლები. . .
გამიშვი. . .
და მაინც
ჩემი ხარ. . .


აააააააააააასე ჯობია :D

მოომეწონა :D
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 13 დეკ 2008, 23:21

ANIKOKOL


:wink:



მარტოდმარტო ველზე იდგა
ხ ე. . .
ხეს მიეჭრა ქარი ხელ და
ხ ე ლ. . .
წამოიღო ნისლი ღრუბლის
ხ ე ლ ა. . .
ხე ბურუსში გაახვია
ხ ე ლ ა დ. . .
გააბრაზა, უცებ გაა -
ხ ე ლ ა დ ა
დაამსგავსა ვეებერთელა
ხ ე ლ ა დ ა ს. . .
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 15 დეკ 2008, 11:11

წუხელ თოვდა, ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი
გენახე და ძილში თბილად დაგეხურე
მე ავდექი, პირველ თოვლზე განთიადში
დავეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს.

დაეყარა სახლებზე და ვერის გზაზე
თოვლი, თოვლი, თოვლი თეთრად დასახული
ასე თეთრად, გულუბრყვილოდ ყვავის ჩვენში,
იმერეთში, ტყემლის ხეზე გაზაფხული.

ეს პირველი თოვაც ისე გამეხარდა
წვიმაც, ქარი უსაქმურად დანაბერი
ბევრი კარგი რამ სცოდნია ამ ბუნებას,
მაგრამ კარგო, შენისთანა არაფერი.

ი. აბაშიძე
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 16 დეკ 2008, 17:07

ორ სამყაროში მოწანწალე მგზავრებსა ვგავართ,
თავსა და ბოლოს ვერ ვპოულობთ, შუაზე დავალთ;
არავინ ამბობს ჩვენთან მარტალს- ვინ ვართ და რა ვართ,
რა გზით მოვედით წუთისოფლად და რა გზით წავალთ.

ომარ ხაიამი
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 16 დეკ 2008, 17:35

არ გიხდებიო, ქალაიმ და
ერთ დღეს დამწირა
ხელდახელ ვერო
ვერ ივლიანა ჩვენი მაყრები
გაზაფხულიო, ბარშიო უფრო,
მალე მადისავ,
მამწონხარ მარა,
მთაში ვერა, ვერ გამაგყვებივ.

დასთვრებითაო,
ღრეობიდან ახალ აშლილნი
ლეგა თვალებით
დამიფრთხობთა
ბარელ დაქალებს,
მღერა-მღერითაო და
ვერცა სთვრებითაო,
ნეტა რას აღონებთ
ლუდის საქვაბეებს.

არ გიხდებიო, ქალაიმ და
ნეტავ ვინ რა უთხრა,
ქალაქი შორს ასაო...
ვერც კი შევედავე,
ლეგა თვალებითო,
მთვრალ, ვერც მთვრალებიო,
ზამთარ ცივ გაქვთაო და
მკერდზე შევიფარე

განა არ უნახავს
ჩვენი ზამთრები და
ჟიპიტაური და
ბალალაიკა და
სითბოც უგემია
ლუკმა გვიტეხია,
ქალაქ მაინც შორს ას
რაღაცნაირადა.

არ გიხდებიო ქალაიმ და...
ვერო ხელდახელ...
გაზაფხულიო, ბარშიო უფრო...
გასცდა ქარაფებს...
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 16 დეკ 2008, 17:35

მე ერთი ქვა ვარ შატილის კოშკის,
ლებაისკარის ქვითკირის ზღუდე,
იახსრის კლდე ვარ, ლოდი ვარ როშკის,
თორღვას ციხეში არწივის ბუდე.

მე ხომ არაგვის ერთი წვეთი ვარ,
უღელტეხილის გრილი ვარ წყარო,
გუროს კლდეებთან ნაწვეთრები ვარ,
ის აწუნთა ვარ დეკა რომ ხარობს.

ცივი მთვარე ვარ არხოტის ცაზე,
ძალა რომ შესწევს ლამის ზევსური,
ჩირდილის ყმა ვარ, მლოცველი მასზე,
ამიტომ მქვია ალბათ ხევსური.
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]