გადასარევი, დიიიიიდიიიი დღე იყო, დიიიიიდიიიი
ძალან ვისიამოვნე. კი გამაბრაზეს, ქურთუკი დამიმალეს, მერე სიცივისგან აკანკალებულს არაყი მასვეს და დამათვრეს, მაგრამ ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. ჰოოდა, ფხიზელსაც ისევე მიყვარხართ, როგორც მთვრალი გეფიცებოდით სიყვარულს

(მართალია ბევრი რამ არ მახსოვს, მაგალთად, თურმე როგორ დამემშვიდობა თიკო "ივერიასთან" ჩახუტებით და ლამასავით ბეჭებზე ხელების ტყაპუნით. მე კიდევ მეორე დღეს გული მწყდებოდა, "ნახვამდის" მაინც როგორ არ მითხრათქო

).
დილის 9-ის 22 წუთზე უკვე "ივერიასთან" ვიყავი (გოგას საათი რომ 4 წუთით წინაა, ჯერ კიდევ მახსოვდა

), დანიშნულების ადგილას თითქმის მისულს ჩემი პლიუსები მემესიჯებოდნენ: "ჰო, აბა 40 წუთში მანდ ვართ", "ივერია თავისუფლების მოედანთან არის არა?", მე ვპასუხობდი, "არა, ავლაბრის მეტროსთან", იქიდან საპასუხო: "მაშინ ავლაბრის შადრევანთან მოვალთ"

. ხელწერა გეცნოთ? არც შემცდარხართ. დიიიიდი სურპრიზი მქონდა მომზადებული კარველებისთვის. ჩემი პლიუსები ბორჯომიდან წინა დღით ჩამოსული კავკასიკა და კავკასიკას_და მარი იყვნენ. შადრევანთან რომ მივედი ეს 40 წუთის დაგვიანებით დამუქრებული პლიუსები ადგილზე დამხვდნენ. ჩვენამდე კი დანიშნულების ადგილას ლინდა, ქსოვრელი და ნა-თია მისულიყვნენ. გოგაც მალევე მოვიდა და სურპრიზით სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა

.
ხალხი თანდათან გვემატებოდა:
ნა-თია და ქსოვრელი
გოგას პლიუსები
თიკოს პლიუსი, კარველი ირაკლიძე, იგივე ირაკლი ურუშაძე. არ მკითხოთ ახლა, საიდან და როგორო

. ჰოო მან თიკოს დაასწრო მოსვლა და მე თავად გავეცანი: "თქვენ ალბათ ირაკლი ხართ ურუშაძეთქო", მახსოვს თვალები როგორ აუვიდა შუბლზე
მარი
