საქართველოს დიდი ათეული

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
საქართველოს დიდი ათეული

Post by ARCHILI » 05 დეკ 2008, 22:13

კარგი იქნებოდა ვიაქტიუროთ ჩვენი ფავორიტებისათვის

:)
Last edited by ARCHILI on 07 დეკ 2008, 03:52, edited 5 times in total.

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
საქართველოს დიდი ათეული

Post by Linda » 06 დეკ 2008, 11:56

Int3lig3nt wrote:
4. წმინდა ნინო
სადაური ქართველი იყო :roll:
მემგონი ქართველობაზე მეტად აქ აქცენტია საქართველოსთვის რა გააკეთა

მასე ვორონცოვიც არის სიაში :-)

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
საქართველოს დიდი ათეული

Post by დათო » 06 დეკ 2008, 12:44

kotetbeli

ასეული როდის იქნება შედგენილი?

და ერთი პრობლემა: სამწუხაროდ ბალის ნომრიდან სმს-ბი არ იგზავნება, არადა წესით უნდა იგზავნებოდეს...

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
საქართველოს დიდი ათეული

Post by kotetbeli » 06 დეკ 2008, 13:06

დათო wrote:kotetbeli

ასეული როდის იქნება შედგენილი?

და ერთი პრობლემა: სამწუხაროდ ბალის ნომრიდან სმს-ბი არ იგზავნება, არადა წესით უნდა იგზავნებოდეს...
ხო, ერთი პერიოდი მაგთიში იყო პრობლემა და იმედია გამოსწორდება მალე.

რაც შეეხება ასეულს, ჯერ არ ვიცი, სოციოლოგები მუშაობენ ეხლა, აისითის გამოკითხვები ჩამოვიდა მთელი საქართველოდან და ძალიან საინტერესო შედეგებია, ვნახოთ.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
საქართველოს დიდი ათეული

Post by დათო » 06 დეკ 2008, 17:04

kotetbeli

და ეს ჩამოსული გამოთხვის შედეგები დაჯამდება ინტერნეტში განთავსებულ შედეგებთან, თუ როგორი იქნება ამ ორი ტიპის შედეგების ურთიერთობა?

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
საქართველოს დიდი ათეული

Post by kotetbeli » 06 დეკ 2008, 17:34

დათო wrote:kotetbeli

და ეს ჩამოსული გამოთხვის შედეგები დაჯამდება ინტერნეტში განთავსებულ შედეგებთან, თუ როგორი იქნება ამ ორი ტიპის შედეგების ურთიერთობა?
კი, ყველა გამოკითხვა დაჯამდება.

+ როგორც კი ასეული გამოიკვეთება, ერთი ნომრიდან 24 საათში მხოლოდ 1 სმს–ის გაგზავნა იქნება შესაძლებელი ერთ ნომინანტზე, რათა თავიდან ავიცილოთ სმს–ების რაოდენობით ვინმეს მანიპულირება და ხმათა რაოდენობა სამართლიანად განაწილდეს.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
საქართველოს დიდი ათეული

Post by დათო » 06 დეკ 2008, 18:05

kotetbeli

ბოდიში გამეორებისთვის, მაგრამ დაახლოებით მაინც როდის დადგინდება ასეული? :)
სწორედ სმს-ების გამო მაინტერესებს :)
ამ თვეში მოხდება ეს თუ?..

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
საქართველოს დიდი ათეული

Post by kotetbeli » 06 დეკ 2008, 18:14

დათო wrote:kotetbeli

ბოდიში გამეორებისთვის, მაგრამ დაახლოებით მაინც როდის დადგინდება ასეული? :)
სწორედ სმს-ების გამო მაინტერესებს :)
ამ თვეში მოხდება ეს თუ?..
კი, 100 ნომინანტის სია მალე გამოქვეყნდება, ხოლო 25 დეკემბერს უკვე იქნება 50 –ეული, ამ ეტაპიდან უკვე ჩაერთვებიან ლობისტები, რომლებიც დამატებით კიდევ უფრო უკეთესად წარმოაჩენენ გამოჩენილ მოღვაწეებს.
ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია ნებისმიერი ნომინანტის ლობისტი იყოს, ეს საყოველთაოა.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
საქართველოს დიდი ათეული

Post by დათო » 07 დეკ 2008, 14:46

ისე, შედეგები მიანიშნებს იმაზე, რომ საზოგადოება ავად არის.

ბადრი პატარკაციშვილი გენერალ კვინიტაძეს რომ უსწრებს, ხოლო სტალინი ჩართულია დაძაბულ რბოლაში მიხეილ ჯავახიშვილთან, რომელიც თავადვე მოაკვლევინა...

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
საქართველოს დიდი ათეული

Post by დათო » 08 დეკ 2008, 13:48

იოანე მარუშისძე, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა საქართველოს წარმატებით გაერთიანებაში 10 საუკუნის ბოლოს, მხოლოდ 198 ადგილზეა :(

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
საქართველოს დიდი ათეული

Post by დათო » 13 დეკ 2008, 10:36

kotetbeli

უკაცრავად, ხომ არ განმარტავდით გარკვეულ... უცნაურობებს?

აი მაგალითად, რანაირად აღმოჩნდნენ ასეულში ნოე ჟორდანია და გიორგი შარვაშიძე? ვებ- და სმს- რეიტინგი მათ საერთოდ არ ჰქონდათ, 100 კი არა, 300-შიც არ იყო ჟორდანია.

ჰოდა... რომელმა რეგიონმა მისცა ან ერთს ან მეორეს ყველა თავისი ხმა? :D


ვშიშობ რომ ეს ორი "ნომინანტი" მხოლოდ მაგალითები არიან უფრო ზოგადი სურათის :)

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
საქართველოს დიდი ათეული

Post by kotetbeli » 13 დეკ 2008, 12:42

დათო

გეთანხმები, უცნაურობები განსაკუთრებით გამოიწვია ,,კვირის პალიტრის" ანკეტებმა... მეც გაოცებული ვიყავი, როდესაც უამრავი ანკეტა მოუვიდა (ნომრიტ 410) ნოკო ხურციას, თუმცა, ასეულში მოსახვედრად საკმარისი ხმები მაინც ვერ დააგროვა, ხოლო ჟორდანიას და შარვაშიძის რეიტინგისთვის საკმარისი აღმოჩნდა რეგიონალური და ,,კვირის პალიტრის" ხმები.

100-ულიდან 50-ეულის გამოსავლენად 24 საათში ერთი ნომრიდან მხოლოდ 1 სმს-ს მივიღებთ, რათა ყველაფერი სამართლიანად იყოს, გაგრძელდება ,,კვირის პალიტრის" ანკეტებიც და ვებ-რეიტინგიც.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
mimino
ბოდიალა
Posts: 242
Joined: 29 აპრ 2008, 09:58
Contact:
საქართველოს დიდი ათეული

Post by mimino » 13 დეკ 2008, 12:51

paata_ wrote:http://www.bestgeorgians.ge

ძალიან გამიჭირდა 10 საუკეთესო ქართველის ამორჩევა, ძალიან ბევრი გვყოლია დიდი ქართველი. ჩემი ათეული კი გავაკეთე, მაგრამ ძალიან ბვერზე გული დამწყდა რომ ვერ შევიყვანე საუკეთესოებში

1. დავით IV აღმაშენებელი (ბაგრატიონი)
2. თამარ მეფე (ბაგრატიონი)
3. სამასი არაგველი
4. წმინდა ნინო
5. გოდერძი ჩოხელი
6. ვაჟა-ფშაველა
7. ასურელი მამები
8. გრიგოლ ხანძთელი
9. დემეტრე II თავდადებული
10. ლადო ასათიანი
3. სამასი არაგველი 10 ქართველში როგორ ჩაატიე?
: )
309 გამოდის : )))
4. წმინდა ნინო ქართველი არ ყოფილა : )
7. ასურელი მამებიც 1 არ ყოფილა : )
არც ეგ ეტევა 10-ში : ))

კარგიაა : )
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
საქართველოს დიდი ათეული

Post by lama » 19 იან 2009, 22:38

ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა


ეეეეეეეეეეეეჰ

:(
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
საქართველოს დიდი ათეული

Post by ARCHILI » 19 იან 2009, 22:57

გთავაზობთ ჩემი მიმართვის ტექსტ, რომელიც სხვადასხვა წრეში გავრცელდა...

მეგობრებო, ალბათ ამ გადაცემის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა 16 იანვარს ყველა სერიოზულ საგონებელში ჩაგვაგდო...

მინდა ჩემი მოკრძალებული აზრი გაგიზიაროთ...

პირადად მე, როგორც მაყურებელი და თუნდაც დარგობრივი სპეციალისტი, ამ გადაცემას პოზიტიურად არ ვუყურებ... მიმაჩნია, რომ არ არის ის ფორმატი და ის გადაცემა, რაც საკითხებს იმ ფორმით გაავრცელებს, როგორც მისი პრომოუშენი აცხადებს.

პროექტის დადებით მხარედ უდაოდ ვთვლი იმ ფაქტორს, რომ მრავალი ქართველის არსებობა ნამდვილად პირველად შევიტყვე ამ პროექტის წყალობითა და მონდომებით...

მიუხედვად ამისა, ქართულ გარემოში სმს და ინტერნეტ ფაქტორით გაკეთებული არჩევანი ნამდვილად ძალიან პირობითია, როდესაც ეს ეხება ჯეოსტარებსა და ჯეობარებს - გასაგებია, რომ საპირწონეზე არ არის დადებული ზედმეტად ფაქიზი საკითხები...

"საუკეთესო ქართველობის" სმს და ინტერნეტ არჩევანი ნამდვილად ზედმეტად პირობითია, ხოლო საკითხი - ჩვენი გარემოსათვის ზედმეტად ფაქიზი...

თავად პრომო აქციების ამა თუ იმ მოღვაწის მიმართ, მართალი გითხრათ, მე ცოტა საეჭვოდ მეჩვენება, არასწორად მიწოდებული ინფორმაცია რომელიმე მათგანის შესახებ ბევრად უფრო არასასურველია, ვიდრე უინფორმაციობა...

მეორე, უფრო მნიშვნელოვან ფაქტორად მე არა გადაცემის ავტორთა ეჭვქვეშ დაყენება მეჩვენება, არამედ ჩვენი მაყურებლის მოუმზადებლობა... საქმე იმაშია, რომ ჩვენმა აუდიტორიამ რომ ნაკლებად იცის რა კრიტერიუმებით არჩიოს თავისი ფავორიტები, ამას ბოლო წლებში გაკეთებული "არჩევანები" და საზოგადოებრივი შეხედულებებიც ამტკიცებს...

ამიტომ, საზოგადოებამ ჯერ უნდა ისწავლოს გარჩევა გმირებისა და ანტიგმირებისა, ისწავლოს სწორი შეხედულებების ჩამოყალიბება "ასარჩევის" მიმართ - საუკეთესოობის გააზრება და ა.შ.

ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი მიზეზი შემიძლია ჩამოვთვალო, რომელიც ამ ფორმატის გადაცემის მიუღებლობას დაამტკიცებდა...

მაგრამ...

ის, რაც მოხდა ჩვენს თვალწინ - პირდაპირ ეთერში, ეს კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის, მართალი გითხრათ...

მე, პირადად, როგორც მოქალაქე, მაყურებელი, გარკვეული პროფესიის ადამიანი - კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ცენზურისა და ჩარევისა სარედაქციო პოლიტიკაში...

მოგვწონს თუ არ მოგვწონს გადაცემა - სხვა საკითხია, მაგრამ... გავა თუ არა გადაცემა - ეს კიდევ სხვა საკითხი...

მიმაჩნია საჭიროდ, გამოვხატო ჩემი მოქალაქეობრივი და თუ გინდ მაყურებლური პოზიცია (თქვენც და მეც ხომ ვიხდით ფულს ამ ტელევიზიის გადაცემებში)... რომ... არავის, თუნდაც ყველაზე საპატიო ადამიანს, არ აქვს უფლება ჩაერიოს ჩემს უფლებაში - მივიღო ან არ მივიღო გადაცემა... გადაცემის აკრძალვა არაფრით არ შეიძლება...

სინამდვილეში, ეკლესია, როგორც ინსტიტუტი, ამ გადაცემის დახურვით სხვა უფრო ფართო ამოცანების გადასაჭრელ ძალაუფლებას ზომავს საზოგადოებაზე...

პირადად, ჩემთვის მიუღებელია ამ მოტივით გადაცემის დახურვა და მიმაჩნია საჭიროდ ყველა შესაძლო წრეში გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება...

ძალიან დიდი მადლობა,
პატივისცემით,
არჩილ გამზარდია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]