ზამთრის მეორე დღეს ზამთრის დედოფალი დაბადებულა :) (nini_85)

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
ზამთრის მეორე დღეს ზამთრის დედოფალი დაბადებულა :) (nini_85)

Post by kiki » 04 დეკ 2008, 22:33

ნინი_85

ნიიი რა საყვარელი ხარ!!!

მე არასოდეს არ დამავიწყდება შენი დაბ დღე!!!! :D :D

მადლობა უფალს, რომ არსებობ!!!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ზამთრის მეორე დღეს ზამთრის დედოფალი დაბადებულა :) (nini_85)

Post by ნინი_85 » 04 დეკ 2008, 22:55

ცოტა ხანში მონადირე მოვიდა და ჩვენც: რა ლამაზი დღეა, რა ლამაზი ღამეა, იმიტომ რომ დღეს ჩვენი დაბადების დღეა :D ირაკლის ისე მოეწონა ინატრა ნეტა მეც მიმღერონო და ამ დროს ტელეფონზე დაურეკეს: რა ლამაზი დღეა, რა ლამაზი ღამეა იმიტომ რომ დღეს ირაკლის დაბადების დღეა :lol: :lol: გაუხარდა მარა რა გაუხარდა, ჩვენ ვუმღეროდით :lol: :lol:
მერე აცაბაცა, პაატა და მისი და ნინო მოვიდნენ, მერე კონსტანტინე შემიოგვემატა და გაგრძელდა სადღეგრძელოები, სიმღერები, ცეკვები...

მანდარინემზე ჩამწვარ სანთლებს ან ვიღებდით და ახლას ვანთებდით, ან არ ვიღებდით და ისე მივირთმევდით, სანთლიანად :lol:

მერე გოგას დავურეკეთ: რა ლამაზი დღეა რა ლამაზი ღამეა იმიტომ რომ დღეს ჩვენი დაბადების დღეა, სადა ხარ გოგა? გოგამ 1 სათში მოვალო და ჩვენც გავაგრძელეთ...
გოგა აგვიანებდა... გადავწყვიტეთ "დაგვესაჯა": მაგიდა აულაგებელი დავტოვეთ და დავიმალეთ ისეთ ადგილას, საიდანაც ყველაფერს კარგად დავინახავდით, მხოლოდ ბექა დარჩა გოგას დასახვედრად.

ცოტა ხანში ვხედავთ რომ გოგა მოვიდა, ბექა ადგა და მთვრალივით დაიწყო ბანცალი, ისე დამაჯერებლად რომ, მე კინაღამ დავიჯერე :lol: გოგამ ბექა დაინახა, თუმცა არ მისულა, რამაც ძალიან დაგვაეჭვა... გაისმა ზარი ლიკაკოს ტელეფონზე, მერე ჩემსაზე... არ გვიპასუხია.
ლიკაკო და ლეგენდა აიპარნენ სიტუაციის დასაზვერად და აღმოჩნდა რომ დროზე უნდა გამოვსულიყავით: გოგა მარტო არ იყო, სტუმარი ახლდა.
გამოვიშალენით: იუბილარებს ყვავილები მოგვართვა და ასეთი რამ გვითხრა: ყვავილები უნდა მეყიდა, მაგრამ მაჩუქეს, რადგან თავადაც საჩუქრად მომქონდა, მაშინ ვთხოვე ამ ადამიანს თქვენც წამოდით და მიულოცეთ პირადად დაბადების დღეო, ჩვენ კიდე :oops: შეგვრცხვა მარა, რაღას ვიზამდით...
ისევ ვიმღერეთ რა ლამაზი დღეა, მერე ნაიაც მოვიდა, მასაც ვუმღერეთ და ფოტოები გადავიღეთ.
გოგამ ტაქსში გაგვანაწილა და წამოვედით მე, ნუსა, ლეგენდა და კონსტანტინე. ნუსა და კონსტანტინე დავარიგეთ და გავუდექით შორეულ მოგზაურობას. გზაში ვსაუბრობდით განვლილ დღეზე, რა კარგი იყო, მოიხედავად იმისა, რომ სანამ სახლიდან უნიში მივედი გზაში ჩანთა შემომეხა, მერე კდევ სანამ უნიდან სახლში გავედი ქურთუკის ღილი შემომატყდა, რუსტაველზე მე და ცემი ყვავილები რამის ციგნის ბავშვებმა გაგვპუტეს... უკვე ლეგენდას სახლთან ვიყავით, ჩანთა გავხსენი საფულის ამოსაღებად და... :shock: დილა გამახსენდა, ისევ მანქანაში: საფულე არაა, ქურთუკის ჯიბეები, აქაც არაა: ლეგენდა, საფულე დამრჩა, ამჯერა სად არ ვიცი. ნათიამ ლიკაკოსთან გადარეკა, მან გვითხრა რომ მაგიდაზე შენიშნა ბოლოს, მერე გოგას გადავურეკეთ, იქნებ ჯერ არ წამოსულან და ნახონო, თუმცა გოგა უკვე სახლში იყო, მერე მაკენას, რომელიც შარდენზე ვნახეთ, ისიც წამოსულიყო. მაშინ კი დეიდაჩემს დავურეკე: ჩამოდი ტაქსით ვარ, მივდივართ საფულის საძებნად მეთქი და ნათია დავემშვიდობე...
ვზივართ ტაქსში და სასწაულად მეძინება, დეიდაჩემი ცალკე რა საფულე დაგხვდება იქ, მეტი საქმე არა გაქვსო, მარა უკვე წამოსულები ვიყავით და.. რა თქმა უნდა ვერ ვიპოვეთ, სამაგიეროდ მანქანით ვისეირნე მეორე წრეზე, აბა, მოხერხება უნდა მაგასაც :lol: :lol: :lol:

აი ესრეთი იყი დაბდღე ჩემი 2008 :wink:
მეაც გავთუშდ მეაც!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ზამთრის მეორე დღეს ზამთრის დედოფალი დაბადებულა :) (nini_85)

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 04 დეკ 2008, 23:45

საფულის დაკარგვის მიუხედავად, მაინც მშვენიერი დღესასწაული გქონდა.
ჰო, თქვენთან ტაქსით მოვდიოდი და 2 თაიგული რომ მომქონდა 2 იუბილარისთვის, მძღოლმა ფული არ გამომართვა.
მერე ვუთხარი, მაშინ ჩვენს იუბილარებს გაგაცნობთ და ბარემ თავად მიულოცეთ დაბდღე-მეთქი.
როგორც იქნა, დამთანხმდა.
მოვდივართ და რას ვხედავ, ბექა, ეს ფიცხელა ბიჭი მთვრალია, შორიდან მეძახის, გოგა, ძმაო, მოდი, აბა,
ქეიფი გავაგრძელოთო.
ტაქსის მძღოლმა ეს მთვრალი ბექა რომ დაინახა, გაგიჟდა, მოდი, წავალო.
ცალკე მე გავგიჟდი, გოგებმა მაინც, სუფრა ასე აულაგებელი რატომ დატოვეს, მთვრალმა კაცმა რა უნდა ქნას-მეთქი.
ცალკე იმას ვფიქრობდით მძღოლი და მე, იუბილარებს როგორ დავწეოდით, რომ მათთვის თაიგულები მიმერთმია.
არადა, 5 წთის წინათ ტელით იეტ ვარდანაულს რომ ველაპარაკე, გოგოები დათქმულ ადგილზე უნდა
ყოფილიყვნენ და წესით, ძნ შორს არ წავიდოდნენ და ტქსით დაწევაზე ვფიქრობდი.

თურმე, ეს ყველაფერი ხუმრობა არ ყოფილა?
ვაჰ...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ზამთრის მეორე დღეს ზამთრის დედოფალი დაბადებულა :) (nini_85)

Post by Int3lig3nt » 04 დეკ 2008, 23:47

მაგარი დღე გქონიათ :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ზამთრის მეორე დღეს ზამთრის დედოფალი დაბადებულა :) (nini_85)

Post by legenda » 05 დეკ 2008, 11:41

უმაგრესი!


შემოგევლეთ რა საყვარლები ხართ და რა თბილები, თუმცა "კარავში" ხომ არასდროს ცივა :wink:


ულამაზეს წელს გისურვებთ ლიკაკოო და ნინი 85 ყველაფერი ცუდი და დანაკლისი გასულ წელს ჩაბარდეს...

იმედების წელი მოდის, სიხარულის და სიყვარულის, სულ ზევით, ზევით მწვერვალებისკენ!

და გვიყვარდეს ერთმანეთი და ნუ დავიზარებთ ვუთხრათ ეს ერთმანეთს... გავახაროთ ერთმანეთის გულები და მაგრად ჩავიკრათ ერთმანეთი გულებში... ტკივილი შევუმსუბუქოთ ერთმანეთს და ლამაზი მომავალი დავანახოთ, იმედი რწმენით შევუცვალოთ და .... გაგვიმარჯოს!

2 დეკემბერი ჩემი კარვული ნათლობის დღეა, ნათლიდედა ჩემი ლიკაკოოა :D

ამ დღეს გვანცეცუნას და მონადირის ნათლობაც იყო, ასე რომ 2 დეკემბერი დიდი დღეა კარავში....


ფოტო კოლაჟი....

Image
Image
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ზამთრის მეორე დღეს ზამთრის დედოფალი დაბადებულა :) (nini_85)

Post by lama » 05 დეკ 2008, 11:52

legenda
თითქოს პრაღაში დგახართო

რა ლამაზია ეს თბილისი :O :shock:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ზამთრის მეორე დღეს ზამთრის დედოფალი დაბადებულა :) (nini_85)

Post by legenda » 05 დეკ 2008, 12:02

lama

ლიამა ეს საღამო ისეთი, ისეთი ლამაზი იყო, რომ .... ეს არ იყო არც პრაღა, არც პარიზი, არც ლონდონი, არც რომი ... ეს საქართველოს დედაქალაქის თბილისის დედა ქუჩა რუსთაველი იყო :D

ასეთ ლამაზ ფერს იღებს გარემო როცა გვერდით ორი იუბილარი გყავს :wink:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ზამთრის მეორე დღეს ზამთრის დედოფალი დაბადებულა :) (nini_85)

Post by Mta Mkvarebia » 05 დეკ 2008, 12:02

იუბილარებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ, მართლა დაუვიწყარი დაბადების დღე გქონიათ :D და კიდევ ერთელ მწყდება გული რომ ვერ მოვხვდი მანდ...
Image

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
ზამთრის მეორე დღეს ზამთრის დედოფალი დაბადებულა :) (nini_85)

Post by Katy » 05 დეკ 2008, 13:30

რა მაგარი რეპორტაჟია!!! :)

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
ზამთრის მეორე დღეს ზამთრის დედოფალი დაბადებულა :) (nini_85)

Post by Bivrili » 06 დეკ 2008, 01:02

ქალაუ ახლა რომ მოგილოცო ხომ არ გეწყინება........

დაგვიანებით მაგრამ დიდი სიყვარულითა და სითბოთი (ხომ იცი ახლა ზამთარში როგორი საჭირო რამეა) გილოცავ და ბედნიერებას გისურვებ......
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]