ზამთრის მეორე დღეს ზამთრის დედოფალი დაბადებულა :) (nini_85)

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ზამთრის მეორე დღეს ზამთრის დედოფალი დაბადებულა :) (nini_85)

Post by teo- » 03 დეკ 2008, 14:07

ვააა.. აქ რრები მომხდარა..:D
არა ექსკურსიას! Image

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
ზამთრის მეორე დღეს ზამთრის დედოფალი დაბადებულა :) (nini_85)

Post by zika » 03 დეკ 2008, 14:11

ვა კარგია კარგია,
ეხ გუშინ 9 მოვრჩი საქმებს თორე არ გამოგაკლდებოდით :cry:

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ზამთრის მეორე დღეს ზამთრის დედოფალი დაბადებულა :) (nini_85)

Post by meore monadire » 03 დეკ 2008, 15:41

ზიკა მე და ჯაბა ცხრაზე მეტი იყო რომ მივედით და ხალხი მერე მოვიდა :)

ძალიან ლამაზი საღამო იყო :)

დიდი მადლობა ყველა იქ მყოფს, ორივე იუბილარს და პირველ თამადას


მეორე თამადა
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ზამთრის მეორე დღეს ზამთრის დედოფალი დაბადებულა :) (nini_85)

Post by legenda » 03 დეკ 2008, 16:15

meore monadire

ბატონო თამადა რა დროს სამადლობელია.... სამადლობელი (თემის) ბოლოს :D

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ზამთრის მეორე დღეს ზამთრის დედოფალი დაბადებულა :) (nini_85)

Post by MIRANDA » 03 დეკ 2008, 18:55

ნინი_85
გაგრძელებას ველი... :wink:

ზოგიერთს სურვილი იქვე უსრულდებოდა-ზე ვიცინე ბევრი :lol: ეგ მაგარი იყო...

ძალიან კარგი საღამო გამოგვივიდა.. რუსთაველზე ჩასეირნება არ დამავიწყდება არასოდეს... თითოეული მომენტი მახსოვს ზედმიწევნით... თავისი ლაშიკოებით, ანტრეებით, დაჩოქებით, "ჩვენც ცოტა ხანი ვაპირებთ დარჩენას" - "მაინც რამდენი ხანი?".. ყველაფერი ყველაფერი მახსოვს... პარლამენტარები რომ სახლში მიდიოდნენ ისიც მახსოვს :lol: ის იყო კიდევ მაგარი, მაჭახელაში რომ შევედით და მსჯელობა დავიწყეთ და ტვინები რომ გაგვითბა და გარეთ გამოვედით... პუუუუუუუურიი ცალი ყუით, რა კარგი სუნი იდგა საცხობში... მერე გავმრავლდით... ფიცხელაურები შემოგვიერთდნენ...
და ტორტი-მანდარინი? იუბილარებისგან "მოპარული" სანთლით განათებული?! მერე მანდარინში ჩარჩენილი სანთლის ჭამა.. :D
მერე მონადირე მოვიდა... მერე - აცა, პაატა და ნინო...
მერე - კოკა-კონსტანტინე...

მერე იყო სადღეგრძელოების თქმა და ერთი ამბავი... გულში ჩახუტებები, აჭარული, რაჭული... ცოლი გადამიბრუნდაააააააააააა....

შაურმააააააააააააააააააა??? სამარხვო, სოკოს შაურმაააააააა :D :D :D

მერე იყო კიდევ სანთლიანი მანდარინები... ლამაზები...

ყველაფერი იყო....

მერე წამოვედი...

რა ლამაზი დღეაააააააა... რა ნათელი ღამეაააააა
იმიტომ, რომ დღეს ნინი_85 (87)-ის დაბადების დღეაააააა

რა ლამაზი დღეაააააააა... რა ნათელი ღამეაააააა
იმიტომ, რომ დღეს ლიკაკოს დაბადების დღეაააააა

რა ლამაზი დღეაააააააა... რა ნათელი ღამეაააააა
იმიტომ, რომ დღეს ანანოს დაბადების დღეაააააა

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ზამთრის მეორე დღეს ზამთრის დედოფალი დაბადებულა :) (nini_85)

Post by Int3lig3nt » 03 დეკ 2008, 21:38

Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ზამთრის მეორე დღეს ზამთრის დედოფალი დაბადებულა :) (nini_85)

Post by ნინი_85 » 03 დეკ 2008, 22:00

Mta Mkvarebia

ტელეფონში რომ ვნახე შემოსული ზარები მეც ეგრე ვიფიქრე, სანა გამოყენება ისწავლა მანამ დაურეკია ლიკას თქო :lol:

ბარემ გავაგრძელებ :wink:

მე და ლიკაკოს შორის მირანდა რომ დადგა და ნამცეცუნა ფოტოს გვიღებდა, უცბათ ახალგაზრდა ყმაწვილმა მირანდას თვალებზე ხელი ააფარა და ჩვენც ერთხმათ: ვაა, ზოგს რა მალე უხდება სურვილებიო :lol: :lol: მერე ამავე ყმაწვილმა ჩვენ ექვსივეს ერტად ნამცეცუნას ტელეფონით გადაგვიღო ფოტო და დაგვემშვიდობა. რატომღაც ვინაობით არ დავინტერესდით, ვიფიქრეთ ნაცნობია და რამე, მაგრამ როცა ცოტა ხანში მირანდამ: წივწივა იყოვო
ხუთივემ :shock: :shock: :shock: :shock: :shock:
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ზამთრის მეორე დღეს ზამთრის დედოფალი დაბადებულა :) (nini_85)

Post by ნინი_85 » 03 დეკ 2008, 22:25

მივდექით მოვდექით, მარა წივწივა უკვე ვეღარ ვიპოვეთ, ერთი კი გავიფიქრე: შემოხვალ სკაიპში და ნახავ მერე ( მოხვალ სახლში პიპინია :lol: )...

ხოდა, სურვილების ჩაფიქრებებს რომ მოვრჩით, გადავწყვიტეთ გზა გაგვეგრძელებინა, იმ იმედით, რომ სადმე დავსხდებოდით.

ცოტა ვიარეთ თუ არა, შევნიშნეთ დიდფანჯრებიანი კაფე, საიდანაც მაცდურად გვიმზერდნენ ნაირ-ნაირი ნამცხვრები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ფანჯრის მინებს ავეკარით და სახეები ზედ მივაჭყლიტეთ :lol: :lol: უნდა გენახათ მომსახურე პერდონალისა და მათი კლიენტების სახეები შიგნით და ქუჩაში გამვლელების სახეები გარეთ :D
კაფეში შევცვივდით, იმ იმედით, რომ ერთი სახეობის მაინც იქნებოდა სამარხვო, თუმცა ამაოდ, ნერწყვებმომდგარები და თვალებაცრემლებულები გამოვედით გარეთ და გზა განვაგრძეთ უკვე ლესელიძისკენ...

თავისუფლების მოედანთან ცოტა ხნით შევყოვნდით, კიკის ველოდებოდით. მერე კი ვაიმეე, მარიოტის წინ ნამღერი რალამაზი დღეა, გახსოვთ? წრეში აღმოჩენილი იუბილარები და გამვლელების გაოცებული სახეები, მერე კიდევ გაოცებული სახეები მარიოტის შიგნითაც, როცა შევნიშნეთ ლამაზად გაწყობილი მაგიდა და ლიკაკოს შეძახილი: შენ აქ უნდა მჯდარიყავიი :lol: :lol: რას გადავრჩით პატრულმა რომ არჩამოიარა :lol:
მერე მე და ლიკაკო გავეკარით ფანჯრის მინებს და იმდენი ვიცინეთ, რომ ორთავეს მუცელი აგვტკივდა, ღმერთო რა მაგარი იყო, ამის ფოტოებიც ხომ გვაქვს, დადეთ რა :lol: :lol:
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ზამთრის მეორე დღეს ზამთრის დედოფალი დაბადებულა :) (nini_85)

Post by namcecuna » 03 დეკ 2008, 22:54

ნინი_85

დოკუმენტური მასალა არსებობს :D

ყველაფერი იქნება :lol: :lol: :lol:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
ზამთრის მეორე დღეს ზამთრის დედოფალი დაბადებულა :) (nini_85)

Post by konstantine » 03 დეკ 2008, 23:38

დაბ. დღეს გილოცავ დაგვიანებით...
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
civciva
მაწანწალა
Posts: 482
Joined: 11 სექ 2007, 15:53
ზამთრის მეორე დღეს ზამთრის დედოფალი დაბადებულა :) (nini_85)

Post by civciva » 04 დეკ 2008, 00:06

ნინო გილოცავ! სიხარული,ბედნიერება,ჯამრთელობა და ღმერთის წყალობა




კაი აღჭურვილობა

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ზამთრის მეორე დღეს ზამთრის დედოფალი დაბადებულა :) (nini_85)

Post by ნინი_85 » 04 დეკ 2008, 21:11

ოჰ, მადლობა მადლობა :D

ე.ი. სად გავჩერდი? :wink:

ხოდა, როგორც იქნა ჩემი ტელიდან ფოტოები გამოვყარე და ბარემ აქ დავაწყობ :D ნამცხვრების მაღაზიასთან:


Image

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ზამთრის მეორე დღეს ზამთრის დედოფალი დაბადებულა :) (nini_85)

Post by ნინი_85 » 04 დეკ 2008, 21:21

მარხვა რომ დამთავრდება ყველანი მოვდივართ აქ, ვყიდულობთ ყველანაირ ნამცხვარს და მორიგეობით ჩამოტარებით ვსინჯავთ ყველას, გადაწყვეტილი ამბავია :lol:

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ზამთრის მეორე დღეს ზამთრის დედოფალი დაბადებულა :) (nini_85)

Post by ნინი_85 » 04 დეკ 2008, 21:39

ლესელიძეზე ჩავედით... ორ ლულას გვერძე ჩავუარეთ, თუმცა მაჭახელაში შესულები მალევე უკან გამოვედით: არც ადგილები იყო ჩვენი სამყოფი, ვერც ვიხმაურებდით ჩვენებურად და თანაც 10ზე ვიკეტებითო. გზა განვაგრძეთ და საბოლოოდ ისევ იმ ადგილას გადავწყვიტეთ დასხდომა სადაც ამ ზაფხულს საქველმოქმედო აქცია მოვაწყვეთ :)

ახლა უკვე სუფრაზე უნდა გვეზრუნა, პურის საცხობში ჩავედით, მართლაც გემრიელი სუნი იდგა, თუმცა პურის მეტი არ რა ჰქონდათ, მე და ლიკაკომ გადავწყვიტეთ საცხობები შემოგვერბინა და დანარჩენები დავტოვეთ ბაღში.

საათი ზუსტად არ მახსოვს, ალბათ 9 იქნებოდა უკვე... გზად ისევ მაჭახელაში შევედით, მაგრამ გვითხრეს სამარხვო მარტო ლობიანია და ისიც 40 წუთში იქნებაო, მშინ კი საცხობისკენ გავწიეთ და სამარხვო შაურმა შევიძინე, ისიც ერთადერთი, რადგან მეტის მასალა აღარ ჰქონდათ... ლიკაკომ კაფეში შეირბინა, იმ იმედით რომ ლობიანს მაინც შეუკვეთავდა, ცოტა ხანში მეც შევყევი და:

-შენ ნინი_85 არ ხარ ფორუმიდან?
- კი მე ვარ, რომელი ფორუმიდან?
-ფორუმ.გი
-უი :oops:

აი ასე გავიცანი კიდევ ერთი ფორუმელი, თუმცა ლობიანი კი მაინც ვერ ვიშოვეთ :lol:

ვიფიქრეთ და ისევ მაღაზიაში შევედით, თევზი, კიტრის წნილი, არაყო გომი, ნამცხვარი და დაბდღის სანთლები შევიძინეთ(ყოველი შემთხვევისათვის, რაი იცი რა ხდება :lol:) და წამოვედით უკან, საცხობში 2 ცალი კარტოფილის ღვეზელი გველოდა, რომ ავიარეთ მაშინ ვნახეთ და ცამოვლისას გამოვიყოლეთ :D

ფიცხელაურები უკვე მოსულიყვნენ... სუფრა გაიშალა და უცბათ ორი მანდარინი გამოჩნდა, ზედ დაბდღის სანთლებანთებული, მანდარინი ჰო, მარა სანთლები როგორც გაირკვე იუბილარებს ააცალეს :lol: :lol: :lol:

არადა რომ არ გეთქვათ რას მივხვდებოდით :lol: :lol:

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ზამთრის მეორე დღეს ზამთრის დედოფალი დაბადებულა :) (nini_85)

Post by ნინი_85 » 04 დეკ 2008, 21:50

მე და ლიკაკომ სანთლები ვახტანგურათ ჩავაქრეთ და.. გაჩაღდა სადრეგრძელოები: პირველი თამადა, მეორე თამადა... იფ იფ, რა კაი იყო...
რადგან შაურმა ერთი იყო და დანა კიდევ არ გვქონდა რომ დაგვეჭრა ამიტომ გადავწყვიტეთ ყოფილიყო მაგიდასთან ჩამოტარებით :lol:

Image

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]