უდიდესი მადლობა ყველას ყველას ყველას
სასწაული დაბდღე მქონდა, თავგადასავლებით სავსე
დილით ცოტა გვიან გამეღვიძა და სასწრაფოდ მომზადებული გავვარდი სახლიდან, გზად ჩემი მეზობელი შემხვდა, მანქანით ვარ და მეტრომდე ჩაგიყვანო, დავთანხმდი. მანქანაში კი აღმოვაჩინე, რომ ნაჩქარევად გამოსულს მობილური და საფულე სახლში დამრჩენია, უკან აბრუნებას კი ვერ ვასწრებდი...
1 ლარი გეყოფა? მკითხა მეზობელმა და მეც: კი რა თქმა უნდა და გადმოვხტი მანქანიდა.
ასე აღმოვჩდნი საკუთარ დაბდღეზე უფულოდ და უმობილუროდ
სამაგიეროდ ბებიაჩემმა ამასობაში ჩემი მობილურის გამოყენება ისწავლა და მილოცვებს იღებდა, მე კიდევ ქვეყნიერებას სულ რომ არ მოვწყვეტილიყავი შიგადაშიგ ინტერნეტში ვიხედებოდი და თვალს ვადევნებდ მოვლენებს
სკაიპში ლიკაკო შემომივარდა: იუბილარები სადმე შევიკრიბოთო და კინოში წასვლა შემომთავაზა. შეხვედირს დრო დავთქვით. მე ვთხოვე კარავზე დაეპოსტა და თუ ფილმის ნახვის მსურველები იქნებოდნენ , მოსულიყვნენ პირდაპირ კინოთეატრში.
როგორც კი საქმეებს მოვრჩი ეგრევე სახლში გავიქეცი, მობილური და საფულე ავიღე და რუსთაველზე გავვარდი.
კინოში სამნი ვისხედით: მე, ლეგენდა და ლიკაკო. ფილმი მართლაც კარგი აღმოჩნდა, ბევრი ვიხალისეთ: დაბდღის "ფართიც" იყო და თოვლიც ვენეციაში, კარგად ვისიამოვნეთ
გამოფენასთან გოგოებს შევხვდით: ნუსა, ნამცეცუნა და მირანდა.
რუსტაველზე ცოტა ხანს შევყოვნდით: თითოეული მათგანი დგებოდა იუბილარებს შორის სურვილის ჩასაფიქრებლად, რომელიც ზოგიერთს ადგილზევე უსრულდებოდა
გაგრძელება იქნება
