ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 02 დეკ 2008, 21:56
ამავე სოფლის კენწოროზე ერთი ადგილი მაჩვენეს, რომელსაც ნასაყდრალი ეწოდება. ამ ადგილას დღეს ჯვარი დგას და ძლივს შესამჩნევი კირქვის ნაშალსღა შევხვდებით

ნისლიანი მთები რომ მოსჩანს აქ დგას ერთი კოშკი(სოფ. ზვარე), რომელიც გადმოცემით თამარის დროს აუგიათ. ერთი საინტერესო ფაქტი: ეს კოშკი, რომელიც გზიდან რამოდენიმე კილომეტრშია აუშენებიათ ცოცხალი ჯაჭვით, ესე იგი მასალა(ქვიშა, ქვა, წყალი, ხის მასალა) ქვემოდან ზემოთ ცოცხალი ჯაჭვითაა აზიდული

იმ ადგილას სადაც ნასაყდრალია თურმე ნუ იტყვით და ოქროს საბადოა, რომელიც გაყიდულია და მომავალი წლის გაზაფხულუზე სამუშაოებსაც გეგმავენ.

Last edited by
qvevri on 03 დეკ 2008, 08:58, edited 2 times in total.
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 02 დეკ 2008, 22:11
მერე კიდევ ერთ კარგ კაცთან მივედით სახელად დავით ბერიძესთან, რომელსაც ასევე კარგად გამართული ვენახები ჰქონდა. სოფელი უჩამბა. ბატონ დავითას სულ 3000 მერტრ-კვადრატი ვენახი აქვს. ეს სპფელი ზღ.დონიდან 780 მეტრზე მდებარეობს.

დავით ბერიძეს ხის საწნახელი აღმოაჩნდა

ნალიეზე მე ვერ ევალ კიბე უყუდებელაო...

რა თქმა უნდა შეგვიპატიჟა და ჩვენს შევყევით ცოტა ხნით

ადგილობრივი წარმოების არაჟანი

მეზობელ სოფლებში უკვე თოვლი იყო...

ინდე რამსიმაღლეზე ვიყავით

Last edited by
qvevri on 03 დეკ 2008, 20:07, edited 2 times in total.
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 02 დეკ 2008, 22:19
ეს ცუგრუმელა დიდი ინტერესით გვათვალიერებდა

ამან კი მაინცდამაინც ვერ გამოიჩინა სტუმართმოყვარეობა, მაგრამ ძაღლისა რა უნდა გაგიკვირდეს როცა ადამიანები უარეს დღეში არიან ახნდახან.

ეს კოშკი სოფელ უჩამბაშია, საინტერესო რამე ჩანს, თუმცა მე ამის ისტორია არ ვიცი, მაგრამ მაინც...

ხედი ზემოდან

ისევ თამარის ხიდი სოფელ ბალაძეებთან

Last edited by
qvevri on 03 დეკ 2008, 09:05, edited 1 time in total.
-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 02 დეკ 2008, 22:23
qvevri
ძალიან საინტერესოა ეს რეპორტაჟი
გაიხარე
გიორგი სოფელ ბალაძეებთან თამარის ხიდს "დანდალოს ხიდსაც" ხომ არ უწოდებენ?
თუ "დანდალოს ხიდი" სხვაგანაა?
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 02 დეკ 2008, 22:23
შემდეგი მასპინძელი სოფელ კოკოტაურში ბატონი რიფედ აბაშიძე, რომელსაც უაღრესად მოვლილი და ნაპატიები ვენახები ჰქონდა. ამგვარი რამ კახელებსაც შეშურდებოდათ. მისივე თქმით მისი გვარი მუდმივად მევენახეობა-მეღვინეობით ყოფილა დაკავებული და ამის გამო "თურქობის" დროს მათ თურმე ჯამეში არ უშვებდნენ--"ეგენი ღვინოს აყენებენ და რა მეჩეთში შემოსაშვებები არიანო..."

მერე მანახა
ქვევრის ნატეხები, რომლებიც მან მიწის მოხვნისას იპოვა.

ამის გარდა მასვე უპოვია ეს თიხის ნამტვრევები: ქვევრის ქუსლი, დოქის ტუჩი და ლამპარის ნატეხები

Last edited by
qvevri on 03 დეკ 2008, 09:08, edited 1 time in total.
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 02 დეკ 2008, 22:24
კარგია. გააგძელე.
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 02 დეკ 2008, 22:29
არ მინდა თავი შეგაწყინოთ და დავამთავრებ, ხოლო ერთს კი ავღნიშნავ. თავში რომ ვთქვი ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი ვნახეთ მეთქი ორიოდე სურთს იქიდანაც დავდებ:
უძველესი ქვევრების ნატეხები ფაქტურებით

უძველესი საღვინე ჭურჭელი ირმისა და ცხენების გამოსახულებით

ამფორები

კვლავ ქვევრებისა და დერგების ნატეხები

აბა ამ ბუს დააკვირდით რა ლამაზია, ეს ღვინის სასმისი ყოფილა

ერთ ამფორაზე დამღაც კი შევნიშნე

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 02 დეკ 2008, 22:33
ეს კი არის მეხუტე საუკუნის ქვევრი, რომელზეც აი ეს პიქტოგრამასავით ნიშნულია, როგორც მითხრეს ეს ყოფილა იესო ქრისტეს გამომსახველი ნიშნული

თუ არ ვცდები მერვე საუკუნისნ ქვევრია

ქვევრის შიდა ზედაპირს ჯერ კიდევ ეტყობა შავი ლაქები, რომელიც ალბათ ხვდებით რისიცაა

-
Linda
- იეტი
- Posts: 1451
- Joined: 17 მაი 2007, 20:49
Post
by Linda » 02 დეკ 2008, 22:34
ეს ხიდი არის სოფელ ბალაძეებში, რაღაც ეს გვარი მეცნობა და ნეტავ რატომ???
ვა ჩემს სოფელთანაც ყოფილხარ
ბალაძეების გვერდით არის სოფელი გეგელიძეები, სადაც არის ჩემი სოფელი.. ისე ყველა ბალაძე სოფელ ბალაძეებიდან არის
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 02 დეკ 2008, 22:39
ეს გახლავთ აუარება ათასწლეულების ასაკის გაქვავებული ვაზი, რომელიც სადღაც გოდერძის უღელტეხილთან აღმოუჩენიათ

ერთ მომენტში მარტო დავრჩი და ამით ვისარგებლე....

ამავე დღეს ვეწვიეთ ბაღუმის ღვინის სახლს, სადაც დავაჭაშნიკეთ ერთი კარგი ღვინო, რომელიც თფლზე ყოფილა დამზადებული... ძალიან გემრიელი რამე კი იყო

აგერ ისი ღვინოც

ზემო აჭარაში ერტი გოგრა მაჩუქეს, რომელიც იმავე საღამოს ადმინს ვუსახსოვრე...

აი სულ ეს იყო. თუკი ვინმესათვის ცოტათი მაინც იყო საინტერესო ჩემი თემა მაშინ ფრიად კარგი, თუ არა და რაღა იქნება, ვეცდები მომავალში უფრო საინტერესო თემები გავხსნა ხოლმე. აბა თქვენ იცით.
Last edited by
qvevri on 03 დეკ 2008, 09:12, edited 1 time in total.
-
Linda
- იეტი
- Posts: 1451
- Joined: 17 მაი 2007, 20:49
Post
by Linda » 02 დეკ 2008, 22:42
ვაა ადმინი კიდევ ბათუმშია??

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 02 დეკ 2008, 22:51
Linda wrote:ვაა ადმინი კიდევ ბათუმშია??

რა ვიცი აბა??? მე თბილისში გადავეცი ეს გოგრა და
