მე და კიდევ ერთი ძალიან კარგი ადამიანი ვაჟა გოცირიძე(მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტიდან) მივლინებით ვიყავით ზემოაღნიშნულ რეგიონში. პირველ დღეს სასტუმროში დავბინავდით და შემდგომი სამუშაო დავგეგმეთ, ხოლო შემდეგი დღეები კი სუფთად სამუშაოდ გამოვიყენეთ. სასტუმრო ბათუმში გვქონდა დაქირავებული და ამის გარდა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ადგილობრივი გამყოლიც ბათუმში ცხოვრობდა იძულებული ვიყავით ყოველ დღე ზემო აჭარიდან ბათუმში დავბრუნებულიყავით. შემოვიარეტ ასე შვიდი რვა სოფელი (მეტი ვერ მოვასწარით) და ვნახეთ ბევრი საინტერესო რამ. გარდა ვაზისა და ღვინისა მე დიდათ დამაინტერესა ადგილობრივი მოსახლეობის ყოფაცხოვრებმ და მაქსიმალურად შევეცადე მომეპოვებინა რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია მოსახლეობისა და საერთოდ იქაურობის შესახებ. წამოსვლისასა დავათვალიერეთ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც საოცრად საინტერესო ამოჩნდა. მინდა გითხრათ, რომ ის დღეები ძალიან მოღრუბლული და წვიმიანი იყო და სურათებიც შესაბამისად ვერ არიან თავის მატორზე, მაგრამ შინაარსობრივად თვის სიტყვას მგონი იტყვიან.
მოკლედ ჩავაღწიეთ ბათუმში იმ ღამით და დავბინავდით, ჩვენი ჩასვლა პირველსავე დღეს ავღნიშნეთ


იმავე საღამოს ჩემი ბათუმელი ნათლიდედის (რომელიც ბავშვს ელოდება ამ დღეებში)დაბადების დღე იყო (რომელიც შემთხვევით გავიგე) და იქ წამიყვანეს ორიოდე საათით.

მცირედი პურისჭამა იყო გამართული, მაგრამ მე მალევე დავტოვე ბრძოლის ველი და სასტუმროში დავბრუნდი.

სანამ ბათუმის სასტუმროებში შეხვალთ გირჩევთ გულდასმით გაეცნოთ იქაურ შინაგანაწესს
