რატომ, რა დავაშავე ასეთი?დააკოპირეთ და გადაიტანეთ
კარვულ თქმებში


GAMARJOBA SAKARTVELO
ახმეტის რაიონი ვიგულისხმე და არა მხოლოდ ქალაქი. მაგიტომაც ვთქვი - ზოგადად, ახმეტა-მეთქი. მანდ ბევრი რაღაცაა და კვეტერადან თუ მოასწრებთ, ვთქვათ, პანკისის ხეობაში შეისეირნებთ. ან - ზემო და ქვემო ალვნებში, სადაც საინტერესო ეკლესიებია. მგონი, წლეულს მანდ ბევრი არავინ ყოფილა. ზემო ალვანტანაა ცხრაკარა თუ რაღაც ამგვარი - გორაზე. საინტერესო უნდა იყოს. ქვემო ალვნიდან ლალისყურისკენ რომ გადიხარ, იქ, მგონი, ჩოლოყაშვილების ნასახლარია - გალავნის ნანგრევები, ზევით მტაზე პატარა, ახალაგებული ეკლესიაა და ირგვლივ - ძველი ნანგრევები...ზოგადად კი, ახმეტაში ბევრი არც არაფერია სანახავი.
ალავერდზე არაფერს ვამბობ - მგონი, უცხო არავისთვის იქნება, თუმცა ქვემო ალვანიდან ალავერდით თუ წამოხვალთ, მანდაც შეივლით. ან - ბაწარის ნაკრძალშიც შეიძლება ასვლა, მაგრამ კვეტერაზე თუ ახვალთ, ბუნებაში გასეირნებად ეგეც ჩაგეთვლებათ და ბაწარა სხვა დროისთვის გადადეთ.