ექსტრიმი-2008

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ექსტრიმი-2008

Post by Nika » 26 ნოე 2008, 21:59

მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ა.წ. 6 დეკემბერს მოეწყობა ოფროუდ შეჯიბრი.

შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს ვინც დააკმაყოფილებს შემდეგ პირობებს
1) უნდა ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა
2) უნდა ყავდეს 4X4 ტიპის ავტომობილი
3) გადაიხადოს შენატანი 30 ლარი. (კლუბის წევრებისთვის მონაწილეობა უფასოა)

შეჯიბრის ფორმატია ე.წ. Trial
ანუ მოკლე, მაგრამ საინტერესო და დაბრკოლებებიანი ტრასის გავლა დროზე.

შეჯიბრის ჩატარების ადგილია დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორია.

შეჯიბრი იწარმოებს სამ ჯგუფში.
1) სტანდარტული ლაითი. ამ ჯგუფში აკრძალულია მანქანის ყველანაირი დალიფტვა, სტანდარტულზე მეტი დიამეტრის საბურავები და პორტალური ხიდების გამოყენება. მანქანის წონა არ უნდა აღემატებოდეს 2000 კილოგრამს ხოლო კარებების რაოდენობა 3-ს.
2) სტანდარტული. ამ ჯგუფში აკრძალულია მანქანის ყველანაირი დალიფტვა, სტანდარტულზე მეტი დიამეტრის საბურავები და პორტალური ხიდების გამოყენება (2 ტონაზე მძიმე და 5 კარიანი მანქანები).
2) მომზადებული. ამ ჯგუფში დაშვეულია ავტომობილის ყველანაირი მოდიფიცირება. ერთადერთი პირობაა რომ მანქანა ზოგადი დანიშნულების გზებისთვის იყო დასაშვები (უნდა ჰქონდეს ჰქონდეს ტექ. პასპორტი), და მისი დასაშვები წონა 3.5 ტონაზე ნაკლები იყოს.

ყველა კატეგორიაში 1-2–3 ადგილებზე გასულებისთვის იქნება პრიზები.

მონაწილეთა წინასწარი რეგისტრაცია იწყება 1 დეკემბერს.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შეჯიბრის საიტზე http://extreme.offroad.ge
აქვე შეგიძლიათ ნახოთ განაცხადის ელექტრონული ფორმა, შეაქვსოთ ის და გამოაგზავნოთ ელ. ფოსთით მისამართზე extreme@offroad.ge

ან დაგვიკავშირდეთ
"ოფროუდერს კლუბი" 519732, 423571

ტრასასთან მისასვლელი სქემა

Image
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ექსტრიმი-2008

Post by MIRANDA » 26 ნოე 2008, 22:47

ვაააა.. რა მაგარია .. ისევ ოფროუდ შეჯიბრი და ისევ ჩემს სახლთან საკმაოდ ახლოს...

შევეცდები ამჯერად აღარ გამოვტოვო..

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ექსტრიმი-2008

Post by teo- » 26 ნოე 2008, 22:54

მეც არ ვარ ნამყოფი :oops:
არა ექსკურსიას! Image

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
ექსტრიმი-2008

Post by Linda » 26 ნოე 2008, 23:12

Image

jaba picxelauri
ბოდიალა
Posts: 156
Joined: 15 ივლ 2008, 22:32
ექსტრიმი-2008

Post by jaba picxelauri » 27 ნოე 2008, 15:17

მეც...

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ექსტრიმი-2008

Post by Nika » 27 ნოე 2008, 16:14

jaba picxelauri
არ გამოხვალ?
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

jaba picxelauri
ბოდიალა
Posts: 156
Joined: 15 ივლ 2008, 22:32
ექსტრიმი-2008

Post by jaba picxelauri » 27 ნოე 2008, 16:43

ნიკა დიდი სურვილი მაქვს ვნახავ "ცქვიტო" როგორ ფორმში მეყოლება
:) :)

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ექსტრიმი-2008

Post by ilia » 27 ნოე 2008, 18:17

Nika
ტრასასთან ჩემი მანქანით ხომ შევძლებ მოსვლას?
Image

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ექსტრიმი-2008

Post by Nika » 27 ნოე 2008, 21:59

ilia
ფერარითაც მიხვალ.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ექსტრიმი-2008

Post by Nika » 03 დეკ 2008, 20:54

მაყურებლების დიდი იმედი გვაქ რომ ბევრნი მოვლენ ;)
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ექსტრიმი-2008

Post by Nika » 08 დეკ 2008, 14:11

ესეც შედეგები


სტანდარტული ლაითი
1) ომარ ფხაკაძე/რევაზ ხვედელიძე - Pajero II
2) გიორგი ხელაძე - Pajero Jr
3) ირაკლი გედენიძე/დავით მძინარიშვილი - Suzuki Samurai

სტანდარტული (4 კარიანები)
1) გიორგი ყაზიშვილი/რამინ მიქელაძე - Toyota 4Runner
2) სანდრო მაკარიძე/გიორგი ქვლივიძე - Pajero II
3) დავით საძაგლიშვილი - Landrover Discovery

მომზადებულები
1) გეგა მეთეფშიშვილი/ბექა მეთეფშიშვილი - Chevrolet Geo Tracker (aka Suzuki Vitara)
2) გიორგი ჭეიშვილი - Pajero II
3) ზურაბ კახაშვილი - Pajero II


სრული შედეგები
http://extreme.offroad.ge/results.html
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ექსტრიმი-2008

Post by Nika » 08 დეკ 2008, 17:16

2008 წლის 6 დეკემბერს დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს „ოფროუდერს კლუბის“ მიერ ჩატარდა მორიგი შეჯიბრი. შეჯიბრის ფორმატი იყო თრაიალი, ანუ მოკლე და რთული ტრასის გავლა დროზე. მონაწილეები სამ ჩათვლის ჯგუფად იყვნენ დაყოფილები. სტანდარტული ლაითი – სტანდარტული 2 კარიანი ავტომობილები. სტანდარტული– აქ 4 კარიანი ავტომობილები მონაწილეობდნენ. და ბოლოს მომზადებულები. აქ მონაწილეობას სპეციალურად მომზადებული, დალიფტული და დიდ საბურავებიანი მანქანები ღებულობდნენ. ტრასაც ამ კატეგორიების მიხედვით განსხვავებული იყო და სტანდარტულებს უფრო იოლი გზა ელოდათ წინ.
შეჯიბრის სპონსორები იყვნენ „თეგეტა მოტორსი“ და „ავერსი ფარმა“, საინფორმაციო მხარდაჭერა „რუსთავი 2“, „ავტოკლინიკა“, „ავტორადიო“, გაზეთი „ვერსია“ და ჟურნალი „ავტობილდი“.
მოკლედ მიმოვიხილოთ შეჯიბრის მიმდინარეობა და შედეგები კატეგორიაბის მიხედვით

„სტანდარტული ლაით“. ამ კატეგორიაში სტარტზე 10 მანქანა გამოვიდა. ბრძოლა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. საბოლოოდ გამარჯვება ომარ ფხაკაძე/რევაზ ხვედელიძის ეკიპაჟმა მოიპოვა Mitsubishi Pajero II ავტომობილით. მათ 7 წამით ჩამორჩა გიორგი ხელაძე Mitsubishi Pajero Jr–ით. მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი იმდენად დაძაბული გამოდგა რომ პირველი ცდით პრიზიორის გამოვლენა ვერ მოხერხდა. ორმა მონაწილემ ერთნაირი შედეგი აჩვენეს. დამატებითი რბოლის შედეგებით მესამე ადგილზე ირაკლი გედენიძე/დავით მძინარიშვილი გავიდნენ Suzuki Samurai–თ ხოლო ირაკლი ვაშაკიძე Toyota LandCruiser 72–ით მეოთხე ადგილს დასჯერა. ამ კატეგორიაში მონაწილეობდა შეჯიბრის ერთადერთი მანდილოსანი თამარ ალფაიძე. წინა შეჯიბრთან შედარებით ის საკმაოდ კარგ შედეგზე მიდიოდა თუმცა ფინიშამდე რამდენიმე მეტრის წინ ავტომობილმა უმტყუნა და საბოლოოდ ამის გამო კარგი შედეგი ვერ აჩვენა.

„სტანდარტული“. ამ კატეგორიაში მონაწილეობდნენ სტანდარტული 4 კარიანი ავტომობილები. სტარტზე 8 მანქანა გამოვიდა. ბრძოლა აქაც საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. 1–2 ადგილზე გასულებს ერთნაირი დრო ჰქონდათ და საბოლოოდ გამარჯვებული საჯარიმო ქულების დათვლით გამოვლინდა. პირველი ადგილი გიორგი ყაზიშვილი/რამინ მიქელაძეს ეკიპაჟს ერგო Toyota 4Runner–ით. მეორე ადგილზე სანდრო მაკარიძე/გიორგი ქვლივიძე გავიდნენ MMC Pajero II–თი 10 წამიანი ჩამორჩენით. მათ კიდევ 8 წამით ჩამორჩა დავით საძაგლიშვილი Landrover Discovery–თ.

„მომზადებულები“. ცხადია შეჯიბრის დამაგვირგვინებელი იყო ამ კატეგორიის მანქანების გამოსვლა. 20 მონაწილე და გაცილებით უფრო რთული ტრასა. ტრასის სირთულეზე ისიც მეტყველებს რომ 6–მა მონაწილემ ტრასის დაძლევა ვერ მოახერხა. ბრძოლაც აქ უკომპრომისო გამოდგა. გამარჯვება კი გეგა მეთეფშიშვილი/ბექა მეთეფშიშვილის ეკიპაჟმა მოიპოვა Chevrolet Geo Tracker–ით. მათ სულ რაღაც 4 წამით ჩამორჩა გიორგი ჭეიშვილი MMC Pajero II–თი. ორივემ ტრასა უშეცდომოდ გაიარა. მესამე ადგილზე გასულ ზურაბ კახაშვილი MMC Pajero II–თი ამ ორივეზე უკეთესი დრო კი ჰქონდა მაგრამ ჯარიმის გამო 1 წამით ჩამორჩა მეორე ადგილს თუმცა თავადაც სულ რაღაც 6 წამი მოუგო მეოთხე შედეგს.

გამარჯვებულებს პრიზებად ტელევიზორები ხოლო პრიზიორებს დვდ პლეერები გადაეცათ.

ამით კლუბმა 2008 წლის სეზონი დახურულად გამოაცხადა.
წინ 2009 წლის არა ნაკლებ საინტერესო სეზონი გველის.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]