ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 ნოე 2008, 01:22

Druides wrote:GAMARJOBA SAKARTVELO


ჩემთვის რამდენადაც ცნობილია მონაცემები არ შეცვლილა 1989 წლის მერე შევარდნაძეს დროს იყო აღწერა (თუ არ ვცდები 2003წ) თუმცა ძალიან არასწორად იყო დათვლილი
4 750 000 რაღაცა აღარ მახსოვს ზუსტად იმ დროს 2მილიონამდე ადამიანი იყო წასული საქართველოდან ყველაზე ბევრი რუსეთში იყო 600.000 ათასი დანარჩენი მონაცემები არ მახსოვს.........რავიცი ძალიან ბევრი დაბრუნდა და მემგონი რომ არც არავინ იცის რამდენია ზუსტად :))))
მადლობა დრუიდსა და არჩილ_ის.
შევრდნაძის მმართველობის ბოლო წლებში სა1ო აღწერა მართლაც ჩატარდა. თუმცა, უაფხაზეთო-უცხინვალოდ.
სწორედ მაშინდელი აღწერის შედეგები მაინტერესებს, ოღონდ,
თუ სადმე დევს ეს მონაცემები, მითხარით.
აი, სტადეპარტამენტში გასაქცევად დრო ნამდვილად არ მაქვს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by ARCHILI » 23 ნოე 2008, 01:36

მართლა, აბა 09-ზე სცადე, რა იცი , იქნებ გითხრან, ოფიციალურ მონაცემთა ბაზაში შეიძლება ჰქონდეთ სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები...

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by Druides » 23 ნოე 2008, 03:11

საქართველოს მოსახლეობა მილიონით შემცირდა
/ 8 მაი.'03 / 12:40


საქართველოს მოსახლეობა 1989 წლის შემდეგ ერთი მილიონით შემცირდა. 6 მაისს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2002 წელს ჩატარებული აღწერის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში 4,4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

მოსახლეობის რაოდენობის კლებას სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში შობადობის დაბალი მაჩვენებლითა და მაღალი მიგრაციით ხსნიან. მას ემატება ისიც, რომ მოსახლეობის აღწერა ვერ მოხერხდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

13 წლიანი პაუზის შემდგომ 2002 წლის 17-24 იანვარს საქართველოს ხელისუფლების დავალებით სტატისტიკის დეპარტამენტმა მოსახლეობის აღწერა დაიწყო. ამ პროცესში სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობას 23 ათასი ადამიანი იღებდა.

საქართველოს მთელ რიგ რაიონებსა და სოფლებში შეიქმნა სპეციალური აღწერის ხელშემწყობი კომისიები, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი და რაიონის გამგებლები ხელმძღვანელობდნენ.

"ეს აღწერა უფრო დემოგრაფიულ დატვირთვას იძენს, აღწერის დროს მნიშვნელობა ენიჭებოდა მოქალაქის სქესს, განათლებას, პროფესიულ, სარწმუნოებრივ და ენობრივ ნიშნებს, ასევე ტესტებში ერთ-ერთ პუნქტად შედიოდა დასაქმების საკითხი, თუ ვინ იყო დასაქმებული პროფილით და რომელიც სამუშაოს ეძებს" - განაცხადა "სივილ ჯორჯიასთან" საუბრისას სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იოსებ არჩვაძემ.

აღწერის შედეგად, პირველად მოხდა შესაძლებელი იძულებით ადგილნაცვალი პირების რაოდენობის განსაზღვრა. ამ დროისთვის დევნილთა რაოდენობა 264 ათას კაცს აღემატება.

აღწერა არ ჩატარებულა იქ სადაც არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია.

"ამ ტერიტორიებიდან აღწერა აფხაზეთის ტერიტორიაზე მხოლოდ კოდორის ხეობაში სამხრეთ ოსეთში ახალგორის რაიონში ისიც 2 სასოფლო საკრებულოს გამორიცხვით და დიდი და პატარა ლიახვის ზონის სოფლებში, გახდა შესაძლებელი" - განაცხადა "სივილ ჯორჯიასთან" საუბრისას სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იოსებ არჩვაძემ.

როგორც აღწერის შედეგებიდან ირკვევა საგრძნობლად შემცირდა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა რაოდენობა.

"თუ 1989 წელს ეთნიკური ქართველები საქართველოს მოსახლეობის 70%-ს შეადგენდა, ახლა ეს მაჩვენებელი - 82-83%-ს შეადგინა" - განაცხადა არჩვაძემ.


"ჩვენ საყოველთაო აღწერის ჩასატარებლად 6 წელი ვემზადებოდით, ეს პროცესი სამჯერ გადაიდო, რაც ფინანსების არარსებობას უკავშირდებოდა, სანამ მყარი გარანტიები არ მოვიპოვეთ ვერ გავრისკეთ ამ პროცესის დაწყება" - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

მისი თქმით საქართველოში შექმნილი ვითარების გამო საქართველოს ტერიტორია დატოვეს წლების მანძილზე საქართველოში მცხოვრებმა ბერძნებმა, რუსებმა და ებრაელებმა.

"სამწუხაროა ის ფაქტი, რომ გაცილებით დიდია ქართველი მოსახლეობის გასვლა საზღვარგარეთ" - აღნიშნავს არჩვაძე. დღეის მონაცემებით საზღვარგარეთ 800 ათასი საქართველოს მოქალაქე იმყოფება.

ზოგიერთი დამოუკიდებელი ექსპერტი აღნიშნავს, რომ აღწერისას დაშვებული დარღვევების გამო შესაძლოა საქართველოში უფრო ნაკლები ადამიანი ცხოვრობდეს.

"აღწერისას დაშვებული დარღვევების გამო შესაძლოა რაღაც ცდომილებაც არსებობდეს " - განაცხადა "სივილ ჯორჯიასთან" საუბრისას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი მელაძემ.

თუმცა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში აღწერის შედეგების სისწორეში ეჭვი არ ეპარებათ.

"ჩვენ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შევძელით აღწერის ჩატარება, ამისთვის 1995 წლიდან ვემზადებოდით და შევძელით კიდევაც მისი ობიექტურად ჩატარება" - აცხადებს არჩვაძე.

აღწერის ჩატარებისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 5 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული, ამას ემატება საერთასორისო ორგანიზაციების დახმარებაც, რომელთა ძალისხმევით შესაძლებელი გახდა შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფა.

თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია
http://www.civil.ge/geo/article.php?id=3980
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by Druides » 23 ნოე 2008, 03:12

გოგა აი აქ ნახე ბოლო დამპოსტველს აქვს ეგ ინფორმაცია და იქნებ დაეკონტაქტო

http://forum.ge/?showtopic=33570107
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by Druides » 23 ნოე 2008, 03:13

http://www.batumi.net/adjarastat/arwera.htm


აგერ სტატისტიკის დეპარტამენტიც მაგრამ მარტო აჭარააა
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 ნოე 2008, 10:47

Druides
მადლობა.
ბევრი სასარგებლო ცნობა ვნახე

შენ მიერ შემოთავაზებული დიდი წერილის მე3 სტრიქონში ეს ფრაზა ამოვიკითხე:
"პროცესში სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობას 23 ათასი ადამიანი იღებდა."
რაღაც, მეხამუშა:
ჟურნალისტი, ვფიქრობ, გამართულ ქართულთან მწყრალადაა.
23 ათასი ადამიანი მონაწილეობას იღებდა არაა სწორი წინადადება.
სწორია:
23 ათასი ადამინი მონაწილეობდა.
რა უბედურებაა დამხმარე ზმნების უადგილოდ და გაუმართავათ გამოყენება, რა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by Linda » 23 ნოე 2008, 11:11

Druides wrote:გოგა აი აქ ნახე ბოლო დამპოსტველს აქვს ეგ ინფორმაცია და იქნებ დაეკონტაქტო

http://forum.ge/?showtopic=33570107
paradox ინტელას მეგობარია, და ჩვენს ფორუმზეც არის რეგისტრირებული.

ასე რომ აქაც შემოვა და გადმოგვცემს ინფოს :)

Tikalo?!
მაწანწალა
Posts: 379
Joined: 01 ივლ 2008, 11:30
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by Tikalo?! » 24 ნოე 2008, 11:34

GAMARJOBA SAKARTVELO


რა თქმა უნდა დევს ონაცემები
http://www.statistics.ge/main.php?pform=78&plang=2

ეს გვერდი მოინახულე

მეც ვმეგობრობ სტატისტიკასთან

:wink:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 ნოე 2008, 19:34

Linda
Tikalo?!

გმადლობთ. ვნახავ ბმულებს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by caucasica » 27 ნოე 2008, 18:56

მახათას მთიდან რომ ეშვებიან "პარაშუტებით" (გოგა ქარტული შესატყვისი არ ვიცი) იმ ხალხის საკონტაქტო ტელეონის ნომერი ხომ არ იცით, ვინც ორგანიზებას უკეთებს ამას?

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by Tamusia » 27 ნოე 2008, 19:02

პარაპლანისტი ირაკლი კაპანაძის ნომერი არ გამოგადგება?
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by teo- » 27 ნოე 2008, 19:04

რაოოო?? ვინ საიდან ეშვებაა?? ჩვენ არ გადმოგვიშვებს??? :shock: :shock: :shock: :shock:
არა ექსკურსიას! Image


User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by guruli » 27 ნოე 2008, 19:11

ხალხნო, ნორიოს ამბები ვინც იცით, მარშუტკას რამდენი ლარის საწვავი დასჭირდება იქამდე და ჩვენი მძღოლებიდან ვის მირჩევთ, 20-იანი მარშუტკა რომ იყოს.
GAMARJOBA SAKARTVELO
23 ათასი ადამიანი მონაწილეობას იღებდა არაა სწორი წინადადება.
სწორია:
23 ათასი ადამინი მონაწილეობდა.
რა უბედურებაა დამხმარე ზმნების უადგილოდ და გაუმართავათ გამოყენება, რა
ეგ რომ ერთეული შემთხვევა იყოს, კიდევ ჯანდაბას, მაგრამ იმდენა გავრცელებული ფორმაა, ჩემი კოლეგების უმრავლესობა აქეთ გამოგლანძღავს, მსგავს რამეზე რომ მიუთითო...
კიდევ ამგვარი წინადადებები მიშლიან ნერვებს: 25 საქართველოს მოქალაქე...
:twisted: :twisted: :twisted:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by Mta Mkvarebia » 27 ნოე 2008, 19:14

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]