ამ ჭიქიიით...

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ამ ჭიქიიით...

Post by ARCHILI » 26 ნოე 2008, 00:49

ARCHIL_i wrote:ამ ჭიქაააამმმმ...

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
ამ ჭიქიიით...

Post by ele » 26 ნოე 2008, 00:50

მომიღო ბოლო. . .
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
ამ ჭიქიიით...

Post by ele » 26 ნოე 2008, 00:55

და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს როცა. . .
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ამ ჭიქიიით...

Post by teo- » 26 ნოე 2008, 00:56

როცა კარავზე შემოვდგი ფეხი და ცხოვრება გგავიმრავალფეროვნე (თ)
არა ექსკურსიას! Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ამ ჭიქიიით...

Post by ARCHILI » 26 ნოე 2008, 00:59

ARCHIL_i wrote:
ARCHIL_i wrote:ამ ჭიქაააამმმმ...





ფრაზები სწორი კონსტრუქციით აწარმოეთ, "პლეაზე"...


:wink:

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
ამ ჭიქიიით...

Post by ele » 26 ნოე 2008, 01:01

მომანატრა შენი თავი. . .

:roll:

:wink:
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
ამ ჭიქიიით...

Post by ele » 26 ნოე 2008, 01:07

აა ეს გამახსენდა. . .




სულ ერთმა ჭიქამ,
სულ ერთმა ჭიქამ
დამათრო ასე
და მომაგონდი...
აღარსად ჩანდი,
აღარსად იყავ,
სულ ერთმა ჭიქამ
დამათრო ასე...
ვიფიქრე წავალ,
ჩავივლი გზაზე,
შემხვდები ალბათ
ამ ქუჩის ბოლოს
სხვა ფერის კაბა
გეცმევა მხოლოდ.
მერე რამდენი
შენ მიგამსგავსე
რხევით, ღიმილით,
ხმით და სიცილით.
მომინდა უცებ
შენი სიცივეც,
სულ ერთმა ჭიქამ
დამათრო ასე...
რა იყო მაინც
ის ერთი ჭიქა
ოქტომბერით და
შენით სავსე...
აღარსად ჩანდი,
აღარსად იყავ,
სულ ერთმა ჭიქამ
დამათრო ასე...

აა ეს გამახსენდა. . .
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
ამ ჭიქიიით...

Post by ele » 26 ნოე 2008, 01:15

ეს მახსოვდა და ძლივს მოვძებნე . . .
უფ დავიღალე . . .



ქალებს გაუმარჯოს! ყველა ქალს! შავთვალება, მწვანეთვალება ,ცისფერთვალება, თაფლისთვალება, ლურჯთვალება ქალებს! ქერათმიან, შავთმიან, ალისფერთმიან ქალებს გაუმარჯოს!

თონესავით მხურვალე ქალებს, აგვისტოს ზღვასავით მომთენთავებს, აპრილის ნიავივით გრილ ქალებს, თოვლივით, ვერცხლივით ცივ ქალებს გაუმარჯოს! ყველას!

ზაფხულისა და ზამთრის ქალებს! დღისა და ღამის ქალებს, დილის ქალებს! ქალებს-მდინარეებს! ქალებს-მწერვალებს! ქალებს-ოკეანეებს! ქალებს-ქარებს! გაუმარჯოს!

ქალებს-ფრთებს გაუმარჯოს!
ქალებს-პირამიდებს!
ქალებს-აისბერგებს!

იმ ქალებს, რომლებიც ვნებით დამუხტული ძუძუებით უსმენენ სამყაროს და ჯადოსნური თვალებითაც უსმენენ და ბაგეებითაც!
იმათ სინათლეს გაუმარჯოს!

რომლებსაც სულ სადღაც მიეჩქარებათ და თითქოს გვღალატობენ და ერთლდროულად თითქოს ერთგულები არიან და ჩვენ ვუყვარვართ!

იმ ქალებს, რომელთა ალერსი და ღიმილი მიმოხვრა მილიარდი წლისაა უკვე და რომელთა სადღერგძელოს მეფეებიც მათივე ქოშით მათსავე წინაშე
დაჩოქილები სვავდნენ!

იმ ქალებს გაუმარჯოს, რომლებსაც ვერასდროს ვეღარ შევხვდებით და მაინც გვიყვარს და იმ ქალებს გაუმარჯოს , რომლებსაც ვხედავთ ყოველდღე და მაინც გვიყვარს! და გვიყვარდა და გვეყვარება!

ფიძიამის ქალებს, საჰარის ქალებს, განგის ქალებს, სტეპების ქალებს, ოკეანეებისა და ზღვების ქალებს, პრერიების ქალებს, კონტინენტების ქალებს და რა თქმა უნდა, ქართველ ქალებს!

მათ ტაჯმაჰალებს გაუმარჯოს! მათ მელოდიებს! მათ ფერებს-მათ მწვანეს, მათ წითელს, მათ ყვითელს, მათ თეთრ, მათ შავს გაუმარჯოს!

იმ ქალებს გაუმარჯოს, რომლებსაც პოეტები ჰყავთ და იმ ქალებს გაუმარჯოს, რომლებსაც არა ჰყავთ პოეტები, არც ჰყავდათ და არც ეყოლებათ!

მათ სანაპიროებს, მათ ქუჩებს, მათ ოთახებს, მათ ტელეფონებს, მათ აბაზანებს, მათ მისამართებს, მათ საწოლებს, გაუმარჯოს!...მათ სუნამოებს, მათ სუნთქვას, სურნელს!...

მათ ასწლეულებს, რომლებშიც ცხოვრობდნენ და მათ ასწლეულებს, რომლებშიც კვლავ დაიბადებიან!

იმ ქალებს გაუმარჯოს, სიყვარულში რომელთაც გაუმართლათ და იმ ქალებს, რომელთაც არ გაუმართლათ!
მათ სიზმრებს გაუმარჯოს!

მათ სხეულებს, მათ კაბებს, მათ კოსმეტიკა და მაკიაჟს გაუმარჯოს! მათ თეძოებს, ფეხებს, ყელს, ტუჩებს, მკერდს, მათ სიცოცხლეს, მათ აზღუდებს, მათ კვნესას...

რომ კვდები და კვდები და კვდები მათში და მაინც ცოცხალი ხარ და თავდები და თავდები და თავდები მათში და მაინც იწყები...

რომ კვდები და თავდები და რომ ცოცხლდები და იწყები და და თავდები, კვდები, ცოცხლდები...

იმ წამებს, იმ წამებს გაუმარჯოს!
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ამ ჭიქიიით...

Post by legenda » 26 ნოე 2008, 10:43

მე მთვრალი ვარ, გესმის, მთვრალი....


სადღეგრძელო მომაგებეთ წმინდა!

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
ამ ჭიქიიით...

Post by zika » 26 ნოე 2008, 11:26

ele
legenda


სუ გალოთდნენ..... :lol:

აბ ერთი ლოთიანი ბაღდადური დაუკარი ARCHIL_i
мир идет навстречу Вам во Всем.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ამ ჭიქიიით...

Post by lama » 26 ნოე 2008, 11:42

ამ ჭიქით შენ გაგიმარჯოს :)

ჩემო სიხარულო

Image

:*:*:*:*:*:*:*:*
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
ამ ჭიქიიით...

Post by ele » 26 ნოე 2008, 17:47

zika



დავლევ დავლევ აბა რას ვიზამ. . .
შენს ჯინაზე ვილოთავებ დღე და ღამეე. . .
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ამ ჭიქიიით...

Post by ARCHILI » 28 ნოე 2008, 00:49

აააამ ჭიქასსსს.........

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ამ ჭიქიიით...

Post by lama » 28 ნოე 2008, 01:17

ამ ჭიქით ძველ თბილისს გაუმარჯოს :)

Image
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ამ ჭიქიიით...

Post by MIRANDA » 28 ნოე 2008, 10:00

ARCHIL_i wrote:აააამ ჭიქასსსს.........
....ტყუილად არ აწევდი შენ ხელში და ერთი კარგი სადღეგრძელოც მოაყოლე..

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]