შარშან ზღვაზე ვიყავი და ტელეფონმა დარეკა
ვუპასუხე და ვკითხე ვინ ხარ თქო და მან პასუხად მხიარულად კისკისით მითხრა თამუნა ვარო
მე ვკითხე კვლავ რომელი თამუნა ხარ მეთქი და მითხრა ჯერ არ მიცნობო და შენი ნომერი პაატამ მითხრაო
გამიხარდა... მერე შევხვდი და ერთად მოვიარეთ მესხეთი 9 დღით იქ , ჩვენი მეგობრების, ქორწილიც გადავიხადეთ ძალიან ბევრი ვიმხიარულეთ
ულამაზესი იყო იქაურობა და ულამაზესი იყო თამუნა ჩვენი შატილის ასული
შემდეგ კარავზეც დარეგისტრირდა
აი ეს წერილი იყო მისი პირველი წერილი:
და მისი ბოლო წერილი მახსოვს
ასე დაწერა ბოლოს:

და წავიდა ......
აი ასეთი იყო ჩვენი "ბუსხუნა" :
http://www.link.ge/file/147712/Untitled.wmv.html
ღმერთო დაუმკვიდრე ცათა სასუფეველი
უფალს ებარებოდე ჩემო სიცოცხლით სავსე მეგობარო
მომენატრები და ამას უკვე აშკარად ვგრძნობ