SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by z g a r b i » 17 ნოე 2008, 17:16

anano

საბურთალოზე რა ადგილას იკრიბებით?
Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by tiko_r » 17 ნოე 2008, 17:48

z g a r b i
საბურთალოზე არა
ივერიასთან ვიკრიბებით
7-ზე

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Tamusia » 17 ნოე 2008, 17:55

საბურთალოზე ვისაც გაწყობთ 7.15 ზე შევიკრიბოთ მე-3 პლატოს ასახვევთან
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by z g a r b i » 17 ნოე 2008, 18:07

Tamusia
მე მაწყობს ეგ ადგილი.. მოვალ
Image

User avatar
Niniset
ბოდიალა
Posts: 258
Joined: 14 სექ 2004, 17:34
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Niniset » 17 ნოე 2008, 19:53

ძალიან დამწყდა გული... :( არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცოდი მისი ამბავი...
ეჰ!:(
მორწმუნე თომა

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by GIRA » 17 ნოე 2008, 19:53

მე არ ვიცნობდი და ძალიან მეწყინა. სამწუხარო ამბავია. ვიზიარებ. :(
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by tamuna_gudarexi » 17 ნოე 2008, 21:19

:( :( :( მხოლოდ "კარავის" გვერდებიდან ვიცნობდი... მეწყინა ძლიერ!

თქვენ კი, ყველანი, ვინც ასე ედექით მხარში, ძალიან, ძალიან კარგები ხართ!
ზუსტად თქვენი ასეთი გარჯა და ზრუნვა რომ დავინახე ამ კარვის ფურცლებიდან, ამან დამატყვევა...

ცათა სასუფეველში დაუმკვიდროს სამუდამო სამყოფელი უფალმა!

User avatar
doctor ako
მაწანწალა
Posts: 342
Joined: 10 ივლ 2008, 13:37
Location: დედამიწის სამოთხე
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by doctor ako » 17 ნოე 2008, 21:25

ვუსამძიმრებ ოჯახს...

კარველებო ძალიან გტკივათ სულში...როგორი გულმოკლული იქნებით...
თქვენი ყურადღება,თანადგომა: სუფთა,გულწრფელი...

ეს რომ წავიკითხე,ცრემლებით ამევსო თვალები,გამოვიტირე ... მე პირადად არ ვიცნობდი.თქვენი მონათხრობით,სურათებით ვიცნობ,სიცოცხლით სავსე ადამიანი...როგორი იმედი მქონდა,რომ გამოჯანმრთელდებოდა ... რა მწარეა ცხოვრება

... ... ...

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Archil » 17 ნოე 2008, 21:38

თამუნა..... :(
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by აცაბაცა » 17 ნოე 2008, 21:54

:cry:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Mta Mkvarebia » 17 ნოე 2008, 21:56

ნახევარი "კარავი" ვესტუმრეთ დღეს შატილიონკას იმ ბინაში, სადაც პირმცინარი კისკისით გვმასპინძლობდა ხოლმე. ძალიან გამიჭირდა სწორედ მაგ ბინაში სამძიმარზე მისვლა. რატომღაც მეგონა, მშობლების ბინაში რომ ყოფილიყო, ასე არ გამიჭირდებოდათქო :cry:

როგორც გავიგე, სამძიმარი არის ხვალ და ზეგ (სამშაბათს და ოთხშაბათს). დაკრძალვა ხუთშაბათს, გამოსვენება 14 საათზე. შეკრების ადგილის შესახებ გოგა დაწერს უფრო კარგად.

ფსალმუნთა ჯგუფის წევრების უმეტესობასთან საუბრის შემდეგ, დღეს შევთანხმდით, რომ დღეიდან მხოლოდ ახლადშესვენებული თამარის სახელზე წავიკითხავთ ფსალმუნებს ორმოცამდე მაინც. გიორგის გამოჯანმრთელება ძალიან გვიხარია. ღმერთმა სულ კარგად ადა ჯანმრთელად ამყოფოს. მაგრამ ახლა თამარის სულს უფრო სჭირდება ჩვენი დახმარება :( .

ძველი შემადგენლობით გავაგრძელებთ კითხვას, მაგრამ თუკი ვინმეს არ შეუძლია გაგრძელება, შეგვატყობინოს და ჩავანაცვლებთ სათადარიგოებით. ასევე ვთხოვთ იმ კაარველებს, ვისაც სურვილი აქვს თამუნას სულის საცხონებლად ფსალმუნები წაიკითხოს, ჩამოწერონ სათადარიგო სია. რადგან 40 დღის განმავლობაში შეიძლება ყველამ ვერ მოახერხოს ყოველდღე ფსალმუნების კითხვა.

ლოცვას ვიწყებთ დღეიდან. მაგრამ თუ ყველა ვერ მოასწრებს დღეს ამ პოსტის ნახვას და დღეს ვერ წაიკითხავს ფსალმუნებს. ხვალ უკვე ხვალისთვის წასაკითხი კანონით გააგრძელებენ.

ფრჩხილებში მოცემულია დღეისთვის, 17 ნოემბრისთვის წასაკითხი კანონის ნომერი):

1. katy (VII კანონი)
2. ნინი_85 (VIII)
3. მთა მყვარებია (IX)
4. ნამცეცუნა (X)
5. likakoo (XI)
6. masai11 (XII)
7. Legenda (XIII)
8. თუთა (XIV)
9. მზევინარი (XV)
10. ნიმფა (XVI)
11. კოლხი გოგო (XVII)
12. svan_ka (XVIII)
13. E_katerina (XIX)
14. თამარი_ჩ (XX)
15. მირანდა (I)
16. Mariam (II)
17. ხრუხუნა (III)
18. თამუსია (IV)
19. კიკი (V)
20. irishka_mod (VI)

ჩვეულებისამებრ ვკითხულობთ დასაწყის ლოცვებს (დასაწყისი ლოცვები და ფსალმუნები შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულებზე), მერე ვკითხულობთ ფსალმუნს დიდებამდე. მერე ვამბობთ დიდებას:

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ).

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მერე ვამბობთ მიცვალებულის ლოცვას თამარის სახელზე:

განუსვენე ქრისტე ღმერთო, სულსა ახლადშესვენებულისა მხევალისა შენისა თამარისი. განუსვენე მას, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი და მიუტევე მას ყოველი შეცოდებანი მისნი და მიეც მას საუკუნო ხსენება
(მეტანია).

მერე ვაგრძელებთ კითხვას ისევ დიდებამდე. მერე ისევ თავიდან ვიმეორებთ.
Image

User avatar
Gio-horus
იეტი
Posts: 1360
Joined: 18 დეკ 2006, 17:44
Location: El Amarna
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Gio-horus » 17 ნოე 2008, 22:38

სამწუხარო ამბავია...
http://www.facebook.com/Giopsyart
http://giohorus.redbubble.com/
Let me stay
Where the wind will whisper to me
Where the raindrops as they're falling tell a story

User avatar
xatunia
ბოდიალა
Posts: 111
Joined: 17 აგვ 2007, 00:59
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by xatunia » 17 ნოე 2008, 23:14

ძალიან მეწყინა :(
ukomentaro komentari var !!! :D :P
Image

Zuka - miyvars es tevzi

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Kavtaradze » 17 ნოე 2008, 23:17

ეს თემა მგონი დასახურია :( თამუნა აღარაა რეანიმაციაში...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by qvevri » 17 ნოე 2008, 23:19

მგონი მართალია :roll:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]