შატილის ასულის ხსოვნისათვის

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by Truli » 17 ნოე 2008, 14:23

მე და მთაშენკამ ჩავთვალეთ რომ ცალკე თემა ჯობია ამისთვის.
გთხოვთ აქ ცოცხალი შატილი მოვიგონოთ, რომელიც მუდმივად დარჩება კარველთა გულებში. გთხოვთ ამ თემას პანაშვიდებზე წასვლისთვის შესათანხმებლად ნუ გამოიყენებთ...
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by Truli » 17 ნოე 2008, 14:24

ასეთი მახსოვს მე შატილი...
Image
არც კი მინდა ახლა მისი სახის ნახვა...
ასეთი უნდა დარჩეს... მხიარული, მომღიმარი...
ლამაზი ცხოვრება ჰქონდა..
დასრულდა...
კიდევ მოგვევლინება იგი, იმედი მაქვს უკეთესად...
ხოლო ჩვენს გულებში მუდამ დარჩება...
Image
მისი ბრძოლა სიცოცხლისთვის დასრულდა....
ამ ჯერზე....
Image
მინდა კიდევ გნახო და ვიცნოთ ერთმანეთი... იქ... მიღმა...
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by Truli » 17 ნოე 2008, 14:25

Image

Image
მოცეკვავე შატილი...
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by Truli » 17 ნოე 2008, 14:26

მისი ბოლო ახალი წელი ძალიან ლამაზი იყო...
Image

Image

რამ ჩააფიქრა ასე?
ნუთუი იგრძნო რომ ეს უკანასკნელი ახალი წელია?
Image
მი მალატ შვან

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 ნოე 2008, 14:27

ეს თემა იმის ნიშანია, რომ შატილიონკა ცოცხალია...
ის ჩვენთანაა...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by Truli » 17 ნოე 2008, 14:28

ბოლოს შატილი კარვის დაბადების დღეზე ვნახე...
უხასიათოდ ვიყავი, საკუთარ თავში ჩაკეტილი... არ მინდოდა ურთიერთობა.... რას წარმოვიდგენდი რომ შანსი გავუშვი ხელიდან და ამ ადამიანს ამ ცხოვრებაში ვეღარ ვნახავდი?...
მისი ბოლო თხოვნა კი რამდენიმე კვირით ადრე, მგონი ნაიას რომ ვაცილებდით მაშინ იყო...
აღდგომის დღეებში მე მარტოს მინდოდა ასვლა აბასთუმანში. ხალხი ორშაბათს დიდგორში ხეების დასარგავად აპირებდა ასვლას... მე არ მინდოდა იქ წამოსვლა...
შატილმა კი არ ვიცი რატომ, მაგრამ ისეთი დაჟინებით მთხოვდა წამოდიო... უარი ვუთხარი...
გავიდა დრო, ეს ამბავი მოხდა... მაშინვე გამახსენდფა შატილის თხოვნა და მიუხედავად აბასთუმანის შემდეგ დაღლილობისა და ფეხის ტკივილისა წავედი... უკანასკნელი თხოვნა იყო, რომლის არ შესრულების უფლებაც არ მქონდა...
იქ შატილის სახელზე ხე დავრგით...
მას მერე ეგ ხე არ მინახავს... მაინტერესებს... ეგებ ავიდეთ და იქ მოვიგონოთ შატილი?

Image
მი მალატ შვან

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by zika » 17 ნოე 2008, 14:31

ღმერთო რამდენი სიყვარულია...

ის მუდამ ცოცხალი იქნება....
мир идет навстречу Вам во Всем.

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by Truli » 17 ნოე 2008, 14:31

GAMARJOBA SAKARTVELO
კი...
მთაშენკას ვესაუბრები ახლა...
არ მინდა აქ სიკვდილზე იყოს საუბარი... ეს გვერდები დავუთმოთ შატილს, ისეთს როგორიც გვახსოვს, როგორიც იგი 17 აპრილამდე იყო...
არ მინდა მისი სახის ნახვა ახლა...
ძალიან მძიმეა...
მი მალატ შვან

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by Mta Mkvarebia » 17 ნოე 2008, 14:40

Trulala
შენ ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთე ახლა. ის რაც დაბნეულებს და თავზარდაცემულებს არ გაგვახსენდა. გახსენი თემა, რომელიც გოგას თქმის არ იყოს, მუდამ აცოცხლებს თამუნას ჩვენს გულებში.

მადლობა.
Image

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by Ninukala » 17 ნოე 2008, 14:49

ჩემო სიხარულო ვერ წარმოიდგენ როგორ მიმძიმს... და მენატრები.... შენი კისკისი მენატრება.... სულ გპირდებოდი უნდა ჩავიწერო თქო და ეხლა ვნანობ რომ მართლა არ ჩავიწერე შენი კისკისი....

Image
Image
Image

შენ ჩემს ძამიკოსთან ჩემზე ადრე მიხვალ... ორივე მენატრებით და მალე მეც გნახავთ....

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by Mta Mkvarebia » 17 ნოე 2008, 14:55

Ninukala
:cry:
მე მაქვს მისი კისკისი ჩაწერილი. უფრო სწორედ ქვათახევის ჯიპტურზე ვიღაცის ატვირთული ვიდეო გადმოვიწერე და რამდენიმე წამის განმავლობაში ჩანს მოკისკისე შატილი, ზვიოს რომ აყრის გუნდებს. ჯერ კიდევ რეანიმაციაში იყო თამო, შემთხვევით რომ აღმოვაჩინე ეს ვიდეო და ცრემლები ვერ შევიკავე, თურმე ისე მომნატრებია მისი კისკისის გაგონება :cry: . ავტვირთავ მერე.
Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by Truli » 17 ნოე 2008, 15:02

შენ ჩემს ძამიკოსთან ჩემზე ადრე მიხვალ... ორივე მენატრებით და მალე მეც გნახავთ....
ნინო, შენი ტკივილის წარმოდგენაც კი შემზარველია.... მაგრამ სიცოცხლე ზოგადად განსაცდელითაა სავსე.. არ გინდა რა ასე ფიქრი.. ადრე თუ გვიან შენი დროც მოვა და დროზე ადრე არ ღირს...
მი მალატ შვან

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by Naia » 17 ნოე 2008, 15:06

მთელი დღე თამუნაზე ვფიქრობ და ვიხსენებ...

ჩემთვის შატილიონკა მართლა არ მომკვდარა, ყოველთვის მემახსოვრება მისი სიცოცხლით სავსე გადაკისკისება და ბედნიერებით გაბრწყინებული თვალები.

თამუნა პირველად შარშან, ჩემს დაბადების დღეზე, აბასთუმნის ლაშქრობის წინ გავიცანი.

წინა დღით ლამასგან გავიგე, რომ კარავზე შატილის ასულად დარეგისტრირებული წევრი ჩემი მოგვარე, თამუნა მარდალეიშვილი ყოფილა, რომლის გაცნობასაც უკვე რამდენიმე წელი ვნატრობდი (შორიდან ბევრი მსმენოდა მასზე, ერთ წრეში ვტრიალებდით, მაგრამ რატომღაც, ვერასოდეს ვერ მომეცა მისი გაცნობის საშუალება. რას წარმოვიდგენდი რომ კარავზე აღმოვაჩენდი :) )...

სამთო ქიმიასთან კარაველები უკვე შეკრებას იწყებდნენ. ჩემთან ერთად ჩემი და მეკო და ძმა ვალიკო იყვნენ. ვიკითხეთ რომელი იყო შატილის ასული და სამივემ ერთად მივაჭერით. ჯერ გაოცდა, მერე თავისი დაბნეულობა ასე ახსნა: 'მთელი ცხოვრება ჩემს მოგვარეებს ვეძებდი და ახლა, ასე მოულოდნელად თან სამი რომ გამოჩნდა გამეხარდა და თან ვერ დავიჯერეო:)

ასეთი იყო შატილიონკა მე რომ გავიცანი

Image

ყოველთვის მხიარული, სიკეთით სავსე, ხანდახან კი ცოტათი სევდიანი, ზოგჯერ ზედმეტად ცნობისმოყვარე და საყვარლად სასაცილო... ასეთი მემახსოვრება ყოველთვის ჩვენი შატილიონკა

Image

Image

Image

Image

User avatar
Mariam
მაწანწალა
Posts: 521
Joined: 20 სექ 2007, 22:49
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by Mariam » 17 ნოე 2008, 15:15

ფოტოდან ფრაგმენტი ამოვჭერი და კარგად არ ჩანს, მაგრამ ვფიქრობ, მლოცველი თამუნას სურათი აქ უნდა იყოს...

Image

ღმერთმა შეისმინოს მისი და ჩვენი ლოცვა და სასუფეველი დაუმკვიდროს თამარს.
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით
Image

NINUCA
მაწანწალა
Posts: 718
Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
Location: q. Tbilisi
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by NINUCA » 17 ნოე 2008, 15:34

მიუხედავად იმისა რომ სულ რაღაც 7 თვე ვიცნობდი, ამ ადამიანმა ჩემში წარუშლელი კვალი დატოვა. სიცოცხლე უყვარდა და ყველაფერი სიცოცხლეზე მეტად კიარა სიცოცხლესავით უყვარდა. ძალიან კარგად მახსოვს ჩემი პირველი ურთიერთობა შატილთან, ძალიან თბილი და საყვარელი ადამიანი რომ იყო მაშინვე შევატყვე. მან თავისი ადამიანობით და სითბოთი გამიმარტივა პირველი დღეები "კარავთან" ურთიერთობის, ისე რომ ვერც კი შევნიშნე როგორ გავხდი ამ დიდი ოჯახის წევრი. მახსოვს პირველად საქართველო-ლიტვის საფეხბურთო მატჩის დროს გავიცანი. თავისი მხიარულებით ავსებდა იქაურობას, ხელში საყვირი ეჭირა და ენერგიულად ამხნევებდა ფეხბურთელებს თან საყვარლად კისკისებდა. ის საღამო "ელეფანტში" გავაგრძელეთ. სუფრასთან 7 ოდე კარველი ვისხედით, მათ შორის ჩვენი შატილი, მუდამ მხიარული და სიცოცხლით სავსე. ძალიან , ძალიან მოგვენატრება, მაგრამ......... მერე იყო არმაზი, ექსტრემით სავსე ლაშქრობა. ქარს რომ არ წავექციეთ ერთმანეთზე ხელჩაკიდებულები დავდიოდით. ყველაზე რთული მონაკვეთები ჩახუტებულებმა გავიარეთ მე და შატილმა, ვაიმე ნინუცა ქარი წაგვიღებს მგონიო ნერვიულობდა, მე კი ვამხნევებდი პანიკაში ნუ ჩავვარდებით და ყველაფერი კარგად იქნებათქო.ის დღეც ძალიან ლამაზად დამთავრდა. ეჰ რამდენი რამე მოგვაგონდებააა....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]