Post
by anano » 17 ნოე 2008, 10:56
ძალინ მიჭირს და ვწუხვარ, რომ ისევ მე მომიწია ამ სამწუხარო ამბის თქვენთვის შეტყობინება...
გუშინ ვერც ვერაფერი დავწერე, სიტყვები არ მყოფნიდა...მაგრამ მინდა გავიზიარო ყველა თქვენგანის მწუხარება და გითხრათ, რომ თქვენ სამაგალითო მეგობრები ხართ და ამას მე ყველგან ვამბობ...რომ თქვენ ხართ ნამდვილი ადამიანები. მერწმუნეთ ასეთი თანადგომა ხშირად ჩვენს ბევრ პაციენტს არ აქვს. ასევე მინდა მამა დავითის სიტყვები გადმოგცეთ, რაც რამოდენიმე დღის წინ ნაიასაც მოვუყევი რესპუბლიკურში. მამა დავითთან როგორც იცით პარაკლისის სათხოვნელად მივედი და ისიც აღვნიშნე ,რომ ძალიან განიცდიდით თამუნას ამბავს, ხშირად ვკითხულობდი აქ:ალბათ ძლიერი რწმენით არ ვლოცულობთ და მთელი გულით არ ვკითხულობთ ფსალმუნებსო, სწორედ ამის შესახებ ვესაუბრე მამა დავითს და მან დასძინა, ნურცერთი წამით ნუ იფიქრებენ ასეთ რამესო. ყველაფერი გვთის ნებაა შვილო და როგორც მას სურს ისე იქნებაო. ამიტომ მინდა გაგამხნევოთ, სასოებაში ნუ ჩავარდებით და თავს ნუ დაიდანაშაულებთ, თქვენ ყველაფერი მოინდომეთ და აკეთეთ რაც უბრალო მოკვდავთ შესწევთ.
ვწუხვარ, რომ ამ მძიმე ფაქტმა დაგვაახლოვა ჩვენ ერთმანეთს, ალბათ თამუნას და უფალს უნდა ვუთხრა მადლობა, რომ თქვენნაირი კეთილი ადამიანების არსებობის რწმენა გამიღრმავა. მთელი 7 თვეა გაკვირდებით და ერთმანეთს გვერდში და-ძმასავით უდგახართ.მადლობა მინდა გითხრათ და თქვენნაირი ადამიანების გამრავლება ვისურვო. თამუნა ბედნიერი ადამიანი ყოფილა ნამდვილად,რომ თქვნნაირი მეგობრები ყავდა.
ახლა მხოლოდ მისი სულისათვის ლოცვა გვრჩება და დარწმუნებული ვარ ესეც არ მოაკლდება.. .
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი თამარის სულს!
გოგამაც აღნიშნა და წუხელ სულ მაგაზე ვფიქრობდი, რომ ალბათ ისიც სიმბოლურია, რომ მისმა სულმა ხორციელი ქვეყანა ზუსტად 7 თვის თავზე დატოვა.
გამაგრდით და ერთად დავუდგეთ გვერდით ახლა თამუნას ოჯახს.
პ.ს დღეს საღამოს საბურთალოზე შემოგიერთდებით.
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"