მე ვფიქრობ, კარავს შეუძლია პოპულარიზაცია გაუკეთოს იმ ულამაზეს, მაგრამ ნაკლებად ცნობილი ტბებს, რომელიც კარვული გასვლების დროს ვნახეთ.
გამოვცეთ 2009 წლის კალენდარი "საქართველოს ტბები"
კალენდრისთვის ფოტოების შერჩევის კრიტერიუმები:
1. ტბა უნდა იყოს ნაკლებადცნობილი და ძალიან ლამაზი, მაგრამ ძალიან პაწიაც არ იყოს – ტბა უნდა იყოს
2. ფოტო მნახველში უნდა იწვევდეს სურვილს "აუ, აქ მინდა წასვლა!"
3. ფოტოების ავტორები უნდა იყვნენ კარაველები და განსხვავებულები. ანუ, სულ ერთიდაიგივე ავტორის ფოტოები არ უნდა იყოს.
4. ამ ტბაზე ლაშქრობა აღწერილი უნდა იყოს კარავზე
5. ფოტოს ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს პოლიგრაფიულ მოთხოვნებს.
რადგან კარაველების დიდ ნაწილს არ აქვს პროფესიონალური აპარატები, არადა მინდოდა ფოტოები იყოს რაც შეიძლება წარმომადგენლობითი, კალენდრის დიზაინი შევარჩიე ამის გათვალისწინებით:
თითოეულ ტბაზე იქნება ორი ტიპის ფოტო, მთავარი ფოტო, რომელიც დაიბეჭდება დიდად, და პატარა ზომის ფოტოები, რომლებიც ამავე ტბას აღწერენ სხვა რაკურსით, სხვა სეზონზე ან სხვა განათებით (დილა,საღამო). მთავარი ფოტო გადაღებული უნდა იყოს არანაკლებ 5მპ კამერით, პატარა ფოტოები მისაღები იქნება მობილურით ან დაბალი ხარისხის ციფრული კამერითაც.
რადგან საქართველოს ტბების რაოდენობა ბევრად აჭარბებს წელიწადში თვეების რაოდენობას

ტბები
აბუდელაური (მწვანე, ცისფერი, თეთრი)
ბატეთი
ბუყბუყა ტბა თრუსოში
კახისი
წერო
უძირო რაჭაში
ყელიწადი, ყელი, არჩვები
ორეთი თუშეთში
საღამო
ხანჩალი
კარწახი
მადათაფი
ტაბაწყური
ფარავანი
ტობევორჩხილი
თამარის ტბა ლაგოდეხის ნაკრძალში
მეზერის ტბა სვანეთში
ჭილის ტბა
ტანიეს ტბა
პალიასტომი
ბარეთი
დევდორაკი
კუმისი
საუბარი იმაზე რომ ფოტოს ვინც წარმოადგენს ნამდვილად მისი გადაღებული უნდა იყოს მგონი ზედმეტია...
რადგან ტბები ბევრია, შეიძლება ერთად მდებარე ტბები ერთ გვერდზე გავაკეთოთ, როგორც მაგალითად, აბუდელაურის სამი ტბა ერთად დავწერე.
ბევრი რამ გაირკვევა ფოტოების განხილვის შემდეგ.
საქმე საკმაოდ საჩქაროა, მონახეთ ფოტოები და გადაეცით თქვენთან ერთად ტბებზე ნამყოფ მეგობარს ეს ამბავი.
თუ თქვენ ფოტო უკვე დადებული გაქვთ კარავზე, იპოვეთ ეს ფოტო თემაში, დააწკაპუნეთ მაუსის მარჯვენა ღილაკი შეარჩიეთ Properties, გამოსულ ფანჯარაში მონიშნეთ ფოტოს მისამართი და ის გამოიყენეთ, ახლიდან სადმე ატვირთვა აღარ იქნება საჭირო.
მაგრამ თუ ფოტო შეირჩევა, ავტორს უნდა შეეძლოს დიდი ზომის ფოტოს წარმოდგენა.