დავადექით ციხის გზას...
მიდიხარ, მიდიხარ...დაუსრულებლად მიდიხარ.
გორაზე შეფენილი საქონელი შევნიშნე, იქვე შორიახლო მწყემსიც დავლანდე. გაოცებული სახით მიყურებდა, აქ რა გინდაო? ციხის სანახავად მივდივართ ძია კაცო. მიდით მიდით ნახეთო

ხოდა გზა განვაგრძე.გაჭირდა აღმართი, არადა შეჩერებაც არ მინდოდა, დროის დაკარგვა მენანებოდა, უკვე შორიდან მოისმოდა საქონლის კისერზე ჩამოკიდებული ზანზალაკის ხმა, ..... შოთა გამახსენდა, ჩვენი ბუმბერაზი რუსთაველი და მისი ქაჯეთის ციხე, ხო ალბათ ეს ის არის(ნუ მე ასე მინდოდა

)..აი ცოტაც და ბოლო აღმართს შევუყევი.თქვენ ჩემი გაოცება უნდა გენახათ როცა მანქანის "მატორის" ხმა შემომესმა

, აშკარად არ მეჩვენებოდა, აი ცოტაც და ჩემს წინ "კოლხოზნიკი" აბუქსავებდა, შეშისთვის მოსული ამ ციხეზე, შორიდან მეცხვარის ძაღლი დავლანდე და დალოდება გადავწყვიტე.... მალე ადმინის გუნდიც წამომეწია და ერთად შევუდექით აღმართს. ძაღლი ინტერესით გვათვალიერებდა, აგერ მეორეც გამოჩნდა, ისიც მეცხვარე, და კიდევ ერთი პატარა შავი ცუგია, რომელიც ისე ამაყად მოაბიჯებდა, თითქოს თვითონ ყოფილიყო "მეცხვარე"
არ გიკმენთო ჩამოგვძახა პაპამ, თან აქ რა გინდადო გვკითხა(ეს სხვა პაპა იყო)... ციხის სახავად მოსულებს გზა დაგვილოცა. ის "კოლხოზნიკი"ც აქ იყო მეუღლესთან ერთად, შეშით ტვირთავდნენ მანქანას.
რატომ ქვია ოქროს ციხე? გავბედე მეკითხა მოხუცისთვის.
ალბათ ადრე აქ ოქროები იყო და იმიტომო...
ხომ არ მოგვეძებნა,- ვიხუმრე.
მოძებნეთო ნება დაგვრთო ძია კაცმა, მერე ქალბატონ ადმინს გზა ასწავლა ციხეზე შესაძრომი და დაგვემშვიდობა.
შევესიეთ ციხეს!