წითელი ვაშლი გარბოდა, ლამა სვანეთში არბოდა...
იყო და არა იყო რა, იყო ერთი წითელი ვაშლი... ვიცი, ახლა მეტყვით, ეგ წითელი ვაშლი კი არა "კალაბოკი" იყოო; არც მთლად ეგრეა, კალაბოკი ჩვენმა უძლეველმა ქართულმა ჯარმა რუსული ოკუპაციის დროს გააგორა ატმების ბაღში. უცებ, საიდანღაც გამოჩენილმა და გახარებულმა ლამამ რომ დაინახა, კალაბოკის თავი გარბისო, დაედევნა და უთხრა - აი, ახლა ხომ მაინც წაგაცალეს თავი, ახლა მაინც შეგჭამო...
"მე ისედაც სულ თავი ვიყავი, შე სვანო, ვერაფერსაც ვერ შემჭამო", - უთხრა კალაბოკმა ლამას და ჩაიხარშა ლამას კუჭის წვენში, - "ეჰო", - გაიფიქრა ბოლო წამებში კალაბოკმა, - მე დათვსაც გავექეცი, მელასაც გავექეცი, ბებიასაც გავექეცი, ბაბუასაც გავექეცი (სინამდვილეში, ამ სიის ჩამოთვლა პირიქით იყო საჭირო, მაგრამ, ლამას კუჭში იყო და უკუღმართად მოუვიდა თვითონაც - ავტორის შენიშვნაა) და ამ სვანს ვეღარაო"...
გავიდა დრო...
ლამამ კალაბოკის ამბავიც მოინელა და თავად კალაბოკიც... რუსებზე გაჯავრებული თვითკმაყოფილად გრძნობდა თავს კალაბოკის შესანსვლით, თავს სამშობლოს პატრიოტად თვლიდა, როგორც სხვა დანარჩენი, მაგრამ ერთადერთი კალაბოკის შეჭმა კი მხოლოდ მის ანგარიშზე იყო...
ვინმე რომ რამეს იტყოდა, ლამა ამაყად გადახედავდა, "ჰმ"-ო იტყოდა და დასტოინად გადაადგილდებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში...
ლამამ რა იცოდა, რომ თურმე კალაბოკი მარტო არ იყო... ამ სერიალების გადამკიდე, ვისი კალაბოკი ვის ვაზაში და რომელ ხილთან იდო, კაცი ვერ გაარკვევდა...
ერთ დღესაც, ერთი ხიდან ერთი ვაშლი ჩამოვარდა...
ვაშლი ჩვეულებრივი იყო ერთი შეხედვით - წითელი, თუმცა, ძირზე ერთი პატარა ლაქა გამოხატავდა მის არაჩვეულებრივობას და ნამდვილ გენეტიკურ კოდს...
სიმართლე მეორე სერიაში გაირკვევა ალბათ...




