საქართველოს დიდი ათეული

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
საქართველოს დიდი ათეული

Post by zika » 12 ნოე 2008, 09:21

ურთულესი არჩევანის წინ გვაყენებთ ეგრე როგორ შეიძლება.

10 ცოტა იქნებ გავზარდოთ

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
საქართველოს დიდი ათეული

Post by kotetbeli » 12 ნოე 2008, 12:53

არა, თქვენ 10 ნომინანტს არ ირჩევთ...

ირჩევთ იმდენს, რამდენიც თქვენ გნებავთ, უბრალოდ შემდეგ ყველა ნომინანტის ქულა ჯამდება და შედგება ჯერ 50 კაციანი ნუსხა, შემდეგ 10 კაციანი.

ხმას აძლევთ წებგვერდზეც და ტელეფონითაც (რაც შეეხება sms-ს, გამორიცხულია ყოველგვარი კომერციულობა და ა.შ. ამიტომ sms ღირს ჩვეულებრივად 6 თეთრი)

რაც შეეხება ზოგიერთ უვარგის პიროვნებას, რომელიც 442 ნომინანტში სულ რამდენიმეა, BBC-ს პროექტი ითვალისწინებს, რომ უკლებლივ ყველა ადამიანი ფიგურირებდეს, ვისაც კი ხალხი ახსენებს ნებისმიერ კონტექსტში, შემდეგ ისიც საინიტერესო იქნება, თუკი ასეთი ნომინანტი თუნდაც 1 ხმას მაინც მიიღებს...

ხო, რაც შეეხება, წმიდა ნინოს, როგორც გითხარით, კრიტერიუმები ხალხმა უნდა დაადგინოს: გენეტიკურად ქართველი? ვინც ქართველი არაა და დიდიწვლილი მიუძღვის, ისინი? აუცილებელია თუ არა, ეცხოვრა საქართველოში და ა.შ. ამიტომ, ჩვენ არცევანის უფლება არ გვაქვს და ყველა ნომინანტის ბიოგრაფია განვათავსეთ.

აბა, იმედი მაქვს იაქტიურებთ, თუნდაც თქვენ-თქვენ სფეროებში.

P.S. მთასვლელები უკვე გეგმავენ პრომო-სიურპრიზს მიშა ხერგიანთან დაკავშირებით.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საქართველოს დიდი ათეული

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 12 ნოე 2008, 12:58

ჩემი აზრით, როდესაც დიდი ქართველების 1ლ 10ეულზე მიდგება საქმე, ისინი უნდა გამოვყოთ, ვინც ახალი და დიდი ეტაპები
დაიწყეს საქართველოსთვის, ვინც თავის მოღვაწეობით გარდატეხა შეიტანეს საქართველოს ცხოვრებაში, განახლებაში.

ჩემი 10ეული სწორედ ამ ნიშით ჩამოვწერე.
თორემ, თქმა არ უნდა, რომ დიდი ქართველბი იყვნენ შალვა ახალციხელი, გიორგი ჭყონდიდელი, გურამიშვილი, გოგებაშვილი, აკაკი, გალაკტიონი,
მერჩულე, დაჩი მეფე, დემეტრე თავდადებული, მიხეილ მესხი, ანდრო ჟორდანია, ვერიკო ანჯაფარიძე, ვახტანგ ჭაბუკიანი და ა.შ.
ცოცხლებზე აღარ ვლაპარაკობ.
საბედნიეროდ, ისინი მრავლად გვყვას
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Mariam
მაწანწალა
Posts: 521
Joined: 20 სექ 2007, 22:49
საქართველოს დიდი ათეული

Post by Mariam » 14 ნოე 2008, 12:38

დიდ პატივს ვცემ ჰამლეტ გონაშვილს, მაგრამ იმის ფასი რა გააკეთა, რომ თითქმის დავით აღმაშენებლის ტოლი ქულები ჰქონდეს და ილიაზე წინ იდგეს ხომ არ იცით? :roll:
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით
Image

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
საქართველოს დიდი ათეული

Post by zika » 14 ნოე 2008, 12:40

Mariam wrote:დიდ პატივს ვცემ ჰამლეტ გონაშვილს, მაგრამ იმის ფასი რა გააკეთა, რომ თითქმის დავით აღმაშენებლის ტოლი ქულები ჰქონდეს და ილიაზე წინ იდგეს ხომ არ იცით? :roll:
მეც მაგაზე ვფიქრობდი, წარმოუდგენელია ასეთი თანფარდობა.
არ ვიცი ვერ ვხვდები :(

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
საქართველოს დიდი ათეული

Post by paata_ » 14 ნოე 2008, 16:06

Mariam

ხო, ძალიან ბევრი ისეთია წამოწეული, რომ არ უნდა იყოს მასე

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საქართველოს დიდი ათეული

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 ნოე 2008, 01:03

ყველას თავისი შეხედულება და საზომი აქვს, ყველას თავისი 10ეული აქვს.
ვფიქრობ, არ ღირს სხვისი აზრების განსჯა.
ვიღაცამ, როგორც ჩანს, ჰამლეტ გონაშვილი ქართულ სიმღერაში საეტაპო მნიშვნელობის ადამიანად მიიჩნია და
რადგან სიმღერა და ქართველობა, ლამის მსგავსი მცნებებია, ეს დიდი მომღერალიც ამიტომ გაა10ეულა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
საქართველოს დიდი ათეული

Post by kotetbeli » 21 ნოე 2008, 16:39

ხვალ მეტეხის ეკლესიასთან 14:00 საათზე ტარდება მიხეილ ხერგიანის მხარდასაჭერი აქცია, ჩამოდის მისი და, იკრიბებიან მეკლდეურები, რომლებიც აცოცდებიან მეტეხის კლდეზე და სავარაუდოდ, კლდეზე გააკრავენ ხერგიანის დიდ პლაკატს :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
საქართველოს დიდი ათეული

Post by დათო » 25 ნოე 2008, 02:29

1. ილია ჭავჭავაძე - იგი რომ არა, საქართველო დღეს შეუდარებლად უარესი იქნებოდა, ვიდრე ეხლა არის.

2. დავით IV აღმაშენებელი - წარმოუდგენლად საშინელ გეოპოლიტიკურ პირობებში მოახერხა არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ ძლიერი რეგიონული სახელმწიფოს შექმნაც კი.

3. გიორგი V ბრწყინვალე - იგივე.

4. ამბროსი ხელაია - მან ბოლომდე აღასრულა თავისი ვალი.

5. ქაქუცა ჩოლოყაშვილი - იგივე ითქმის მასზეც, მის ასპარეზზე. ასევე ისინი, ვინც დაიღუპა 1922-24 წლებში საკუთარი ვალის აღსრულებისას. ვინ იცის, აღვასრულებთ ჩვენ ჩვენსას, როდესაც იგივე პირობებში ავღმოჩნდებით?

6. თბილისის დამცველები 1921 წელს, განსაკუთრებით იუნკერები. საიტზე მარო მაყაშვილით არიან წარმოდგენილნი - ისინი რომ, არა საქართველო ბრძოლის გარეშე ჩავარდებოდა მტრის ხელში, რაც ბევრი თვალსაზრისით უარესი იქნებოდა, ვიდრე წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ.

7. ლუარსაბ I - მან ბევრი გააკეთა, რათა შეენელებინა საქართველოს დეგრადაცია მისი ისტორიის ყველაზე ბნელ პერიოდში.

8. ფარნავაზ I - ასე იწყებოდა ეს გრძელი ისტორია... პირველი სერიოზული სახელმწიფო მოღვაწე.

9. ნიკო ნიკოლაძე - თანამედროვეებზე ორი თავით მაღლა იდგა უამრავ საკითხში. თითქმის ყველაზე მაღლა.

10. დიდი მადლობა 1659 წლის ბახტრიონის აჯანყების მონაწილეებს - კახელებს, ქართლელებს, ხევსურებს, ფშაველებს, თუშებს და სხვებს - იმისთვის რომ კახეთი არსებობს :) საიტზე სამწუხაროდ არ არიან წარმოდგენილნი.

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
საქართველოს დიდი ათეული

Post by kotetbeli » 26 ნოე 2008, 14:36

პროექტის ფარგლებში უახლოეს მომავალში ჩარგალში გაკეთდება ვაჟა-ფშაველასადმი მიძღვნილი პრომოაქცია.

დეტალები და სიურპრიზები გასაიდუმლოებულია :wink:

როგორც კი პრომოაქციის თარიღი გაირკვევა, 4-5 დღით ადრე დავპოსტავ :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
საქართველოს დიდი ათეული

Post by kotetbeli » 26 ნოე 2008, 14:40

ხო, ვაჟას პრომოაქციის ამბავში შეგვიძლია ჩვენ ჩვენი იდეები განვახორციელოთ, მეც მოგეხმარებით... :wink: შეგვიძლია www.karavi.ge -ც გავაჯაზოთ 8)
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
საქართველოს დიდი ათეული

Post by დათო » 04 დეკ 2008, 23:29

სხვათაშორის, ბიძინა ჩოლოყაშვილი და ქსნის ერისთავები დაამატეს ნომინანტთა სიას სულ ცოტა ხნის წინ.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
საქართველოს დიდი ათეული

Post by lama » 05 დეკ 2008, 12:37

დღეს 22:00 საათზე

პირველი არხის ეთერში უყურეთ

"დიდი ათეული"-ს პირველ გადაცემას

ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვიდა
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
საქართველოს დიდი ათეული

Post by kotetbeli » 05 დეკ 2008, 14:48

გადაცემა დღეს გავა 22:00-ზე და წესით და რიგით კარგი გამოდის, პროექტი რომ გახურდება, მერე განსაკუთრებით კარგი იქნება :roll:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
საქართველოს დიდი ათეული

Post by Bernar » 05 დეკ 2008, 21:01

დათო, ილია ჭავჭავაძეზე გეთანხმები და დავით აღმაშენებელზე ვიტყვი, რომ იგი რომ არა ეხლა საქართველო შეიძლება საერთოდ აღარ ყოფილიყო...


ასე, რომ მაინც თუ შედეგის მიხედვით განვსაზღვრავთ პირველი ადგილი უსათუოდ
დავით IV აღმაშენებელს უნდა მივაკუთვნოთ.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]