ასე ჩამოვყალიბდით:
ზარზმობა დასრულდება ყველაზე გვიან 2 საათზე (შეიძლება უფრო ადრეცო)
იქედან მოვდივართ, თუ ჭულევს მოვინდომებთ, ესეც დიდ დროს არ წაგვართმევს, და მერე ოქროს ციხე!
მარშუტკის გამავლობაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მაგრამ, ყველაზე ცუდი გამავალიც რომ იყოს, სადამდეც მიგვიყვანს იქედან ასე 3-4 კმ იქნება ფეხით გასავლელი, მოემზადეთ ფეხსაცმლით, ტანსაცმლით და მორალურად ამ გზის მხნედ გასავლელად
იქონიეთ ფანრები
მთავარია თვითონ ციხიდან სინათლით ჩამოვიდეთ თორემ მერე სამანქანე გზაზე უნდა ვიაროთ და რომც ბნელოდეს ბარდებში და ბუჩქებში არ ვიქნებით საძრომიალო და ვივლით მშვენივრად, სიმღერ-სიმღერით (ივარჯიშეთ სიმღერაში)
ისე, ამ ორი კვირის წინ იქვე დაგვიღამდა და ციხიდანაც სიბნელეში და უფანრებოდ ჩამოვედით, და რა ვიცი, მხვერპლი არაა
საჭმელი წამოიღეთ უკვე გამზადებული, ქათამი დაჭრილი, კვერცხი გაფცქვნილი, ძეხვი დაბუტერბროდებული

შეიძლება ჭამა მარშუტკაში მოგვიწიოს და იქ ამეებს ვერ ვიჩალიჩებთ.