ჩაო იტალია, ბონჯორნო ჯორჯია.

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჩაო იტალია, ბონჯორნო ჯორჯია.

Post by qvevri » 09 ნოე 2008, 21:11

გასული თვის 22-დან 28-მდე მე და მაკენა სამუშაო ვიზიტით ვიყავით იტალიაში. ყოველი წლის ოქტომბერში იტალიაში იმართება გრანდიოზული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობს თითქმის მთელი მსოფლიო. ეს გახლავთ ერთგვარი მიმდინარეობა, რომელსაც ეწოდენა "ტერრა მადრე"--პირდაპირი თარგმანით "მიწა დედა", ხოლო ჩვენებურად დედამიწა. კონფერენციამ გასტანა ხუთ დღეს და ჩატარდა იტალიის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ ტურინში. საკონფერენციო დარბაზში მოეწყო მსოფლიოს ხალხთა მანუფაქტურული ნამუშევრებისა და კვების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია, რაც ძალიან საინტერესო იყო. მე პირადად იტალიაში პირველად ვიყავი და გერმანიისაგან განსხვავებით ცოტა არ იყოს მომეწონა კიდევაც იქაურობა, ყოველი შემთხვევისათვის ჭკვიანი კაცი რაღაცის სწავლასა და აქ გამოყენებას მოახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ და იტალიურ კულტურებს შორის ერთი მისხალიც კი არ არის საერთო, ვთვლი, რომ ერთობლივად ბევრი კარგი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი. რაც შეეხება ჩვენს მგზავრობას: აქედან მიუნხენში გავფრინდით, თვიმფრინავი ნახევარი საათის დაგვიანებით მოფრინდა და მიუნხენიდან ტურინის მაგივრად მილანში მოგვიწია წასვლა ავტობუსით, მილანიდან კი ტურინში გადავფრინდით. როგორც იქნა ჩავლასლასდით ადგილზე მშიერ-მწყურვალები. უკანა გზაზე კი ტურინიდან მიუნხენში რომ ჩამოვფრინდით მთელი ექვსი საათი მოგვიწია აეროპორტში ყოფნა, მოკლედ ერთი კვირა თვითმფრინავის ხმას ვერ ვიტანდი და მაგათი დანახვაც კი არ მინდოდა. გამოფენას დაუბრუნდები და ერთსაც დავამატებ, რომ ჩვენ, მართალია ძალიან მოკრძალებული, მაგრამ მაინც გავაკეთეთ საქართველოს სტენდი სადაც წარმოვადგინეთ ქართული ღვინო, ქართლი სიმღერების ჩანაწერი დისკები, ჩურჩხელები, ბროშურები ღვინისა და ძველი ქართული პარკოსანი და მარცვლეული კულტურების შესახაებ და რაც მთავარია ქართლი სიმღერა ცოცხალი შესრულებით, რამაც დიდი ეფექტი მოახდინა საზოგადოებაზე, რასაც თან დაემატა ის ფაქტი, რომ ჩვენმა წაყვანილმა გურჯაანელმა მომღერალმა სიმონამ იცოდა იტალიური, ფრანგული, ინგლისური, გერმანული და რუსული. მოკლედ მან საზოგადოებას ისე შეაყვარა თავი, რომ როდესაც დილით მოდიოდნენ ჯერ ჩვენთან უნდა მოსულიყვნენდა სიმონასთვის ბონჯორნო სიმონე უნდა ეთქვათ და მერე თავის ადგილას მიდიოდნენ, აღარას ვამბობ იმაზე, რომ სიმონამ იცოდა აუარება ანეკდოტები და მათელი გზა გვიყვებოდა და გვახალისებდა. აი ერთ-ერთი მათგანიც, კახელი ამბობს: "გუშინ ქელეხში იმდენი ხაშლამა ვჭამე რო დღეს დილით ჩემ ძროხას სირცხვილით თვალებში ვეღარ უყურებდიო" და ასე შემდეგ. საკომფერენციო დარბაზის გვერდზევე იყო ერთი ძალიან კარგი საგამოფენო სალონი "სალონ დელგუსტო" სადაც ხდებოდა ღვინოებისა სა სხვა სასურსათო პროდუქტების დეგუსტაცია, ამავე დარბაზში 2010 წელს იგეგმება ქართული ღვინოების სტენდის მოწყობაც, სადაც წარმოდგენილი იქნება ქვევრის ღვინოები საქართველოდან. ეხლა კი სურათები:
როგორი ქვეყანაცა ვართ ისეთი ქვეყნების გვერდით მოვხვდით
Image
ამ დარბაზში გაიმარა მისასალმებელი შეხვედრა და ტერრა მადრეს გახსნა
Image
რამოდენიმე ქართველი
Image

გახსნის ცერემონიალის დროს ყველა ქვეყნების წარმომადგენლები გამოდიოდნენ თავთავიანი დროშებით და საზოგადოების წინ ჩაივლიდნენ-ხოლმე
Image
Image
ტურინის მერი, ჩემი ძმა და მეგობარი. როგორა ხარო, მე უთხარი როგორა ვარ და რუსეთი დედის ძვლები რო ვათრიე თხის ჯიგარივითა მეთქი... ხო ვიცი ვიციო, მეცაო. მოკლედ მერე მითხრა ეხლა დაღლილი იქნები და წამო პური ვჭამოთო...
Image
მაკენა დიდი გულისყურით უსმენად თარგმანს
Image
როგორც იქნა მივაღწიე სახლამდე, რომელიც ძლიან კარგ ადგილას იყო, მთის წვერზე. ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ ეგრევე ავიშვირე ფეხები და დავიძინე, მაგრამ დივანზე მეძინა და დილით მოღუნულმა გავიღვიძე და გადავწყვიტე, რომ მეორე ღამით რაიმე შემეცვალა
Image
Last edited by qvevri on 10 ნოე 2008, 09:00, edited 1 time in total.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჩაო იტალია, ბონჯორნო ჯორჯია.

Post by Mta Mkvarebia » 09 ნოე 2008, 21:23

qvevri
ნამეტნავად საინტერესო მონათხრობი დაიწყე შენ :D სულგანაბული ველოდები გაგრძელებას, მაგრამ "სხვადასხვა აქტივობებში" რომ გაგეხსნა, ხომ არ აჯობებდა :roll:

ჰო, ჯერჯერობით მაღლა აშვერილი ბანჯგვლიანი ფეხები კონკურენციის გარეშეა. აბა ტურინის მერი რა საინტერესოა ამასთან შედარებით :lol:
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჩაო იტალია, ბონჯორნო ჯორჯია.

Post by qvevri » 09 ნოე 2008, 21:24

ეს კი მაშინ, როდესაც მიუნხენიდან მილანში მივდივართ ავტობუსით
:twisted: Image
ჩემს მასპინძელს ჰქონდა პატარა კაფე და მაღაზია, თვითონ იყო მზარეული და კარგა გემრიელად ამზადებდა რაღაც-რაღაცეებს
Image
ფასები ცოტა არ იყოს შემაღლებულია
Image
ეს კი გარედან ჩემი სახლი, ზემოთ შუქი რომ ანთია ჩემი ოთახია
Image
პირველ დღეს ცოტა მშიერი ვიყავი და
Image
დილის სხადნიაკი
Image
ქარტული კუთხე
Image
Image
სიმონა და მისი რზმი
Image
ამ ბურკინაფასუელისაგან ეს ანტილოპა ვიყიდე
Image
მაკენა თავგამოდებით უმტკიცებს ვიღაცას, რომ საქართველო მაგარი ქვეყანააო
Image
მე და სოლიკო ცაიშვილი
Image
ესეც ბურკინელია და ამისაგანაც ვიყიდე ეს სურათი, რომელიც ტილოზეა შესრულებული, ეს ცოტა არ იყოს მემეტება და მინდა ვინმეს ვაჩუქო
Image
ზანგი და მაკენა
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჩაო იტალია, ბონჯორნო ჯორჯია.

Post by qvevri » 09 ნოე 2008, 21:32

ზანგის თმები
Image
იგივე ხასიათის ფოტო
Image
ამისგანაც შევიძინე ორი სპილოიანი შანდალი.
Image
მაკენა იტალიელი ქალობის გარემოცვაში.
Image
იტალიანო ბამბინი
Image
მეორე საღამოს დივანიდან ძირს ჩამოვწექი :D
Image
და შესაბამისად მოერე დილით მოუღუნავმა გავიღვიძე
Image
მაკენა და ზანგის ქალი
Image
მაკენა და დირიჟაბლი
Image
მაკენა და იტალიელი ქალობა
Image
იგImage
ივე ხასიათის სურათი

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჩაო იტალია, ბონჯორნო ჯორჯია.

Post by Mta Mkvarebia » 09 ნოე 2008, 21:35

qvevri
იმედია შენი ფეხები მაპატიებენ, მაგრამ უფრო სანტერესო რამ გამოჩნდა :lol: - ელკანას ჩურჩხელები :wink: ჯერ კიდევ შარშანდელიდან მახსოვს - უ-გ-ე-მ-რ-ი-ე-ლ-ე-ს-ი იყო :D

ბიჭო, რომ წერ, ეს მემეტება, ვინმეს მინდა ვაჩუქოო, არ იცი, რომ მაშინვე დაგიწერენ - "მე მაჩუქეო?" :lol:

არ გამოსტირდნენ ეს იტალიელი ქალები მაკენას? რაფერ გამოუშვეს? :wink:
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჩაო იტალია, ბონჯორნო ჯორჯია.

Post by qvevri » 09 ნოე 2008, 21:46

მაკენამ ნაყინზე დამპატიჟა. სიტყვები არ მყოფნის ისეთი ნაყინი იყო
Image
ისე გამყიდველსაც არა უშავრდა
Image
კვლავ ჩემი სახლი
Image
ერთ სახლზე ასეთი ქანდაკება იყო მიმაგრებული, მაგრად ვიხალისე

Image
Image
ვინ გამოიცნოს სადაა ეს ადგილი
Image
Image
Image
ცოტ-ცოტა ღვინოების დავაჭაშნიკეთ, გავსინჯეთ პინო გრიჯო(წითელი), არა უშავრდა.
Image
გამოფენაზე ეს გვატემალელი დამკვრელები უკრავდნენძალიან კარგას, აი ლინკიც
Image
http://www.youtube.com/watch?v=Os4kDvkd39w
ისე კი იტალია ძალიან კარგი ქვეყანაა, აი თუ არ გჯერათ;
Image
ერთ საღამოს ერთი ძალიან საინტერესო ბიჭი და თანაც ჩემი კოლეგა გავიცანი, Image
რომელსაც თავისივე პატარა მაღაზია ჰქონდა. ეს ვაზის დანა მაჩუქა
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჩაო იტალია, ბონჯორნო ჯორჯია.

Post by qvevri » 09 ნოე 2008, 22:11

ჩემი მასპინძელი
Image
მერე ჩემმა ახლად გაცნობილმა მეგობარმა ეციომ ისეთი გრაპა დამალევინა, რომ მსგავსი რამ ცხოვრებაში არ გამისინჯია ამხნის კაცს.
Image
ეს იყო 40 წლის გრაპა, რომელსაც ჰქონდა საოცარი ყვავილის სუნი და უფრო მძფრი გემო. მისსავე მარაზიაში ერთი ბოთლი გრაპა ვიყიდე ჩემი კოლექციისათვის მისივე რეკომენდაციით.
Image
Image
ვასრულებ ამ სურათით რომელიც ასევე გამოფენაზე გადავიღე, ველოდები მაკენას ძალზედ საინტერესო სურათებს...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჩაო იტალია, ბონჯორნო ჯორჯია.

Post by qvevri » 09 ნოე 2008, 22:18

აპლოდისმენტები არ მესმის :evil:

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ჩაო იტალია, ბონჯორნო ჯორჯია.

Post by Truli » 09 ნოე 2008, 22:24

qvevri
ძალიან საინტერესო რეპორტაჟია და კარგი ფოტოები!!!
მი მალატ შვან

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჩაო იტალია, ბონჯორნო ჯორჯია.

Post by Mta Mkvarebia » 09 ნოე 2008, 22:31

qvevri wrote:აპლოდისმენტები არ მესმის :evil:
qvevri
თვალში გეპატარავები თუ? :lol:
Bravo Italia, bravo Elkana, bravo vinificatore Georgiano! :D
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჩაო იტალია, ბონჯორნო ჯორჯია.

Post by qvevri » 09 ნოე 2008, 22:47

Mta Mkvarebia wrote:
qvevri wrote:აპლოდისმენტები არ მესმის :evil:
qvevri
თვალში გეპატარავები თუ? :lol:
Bravo Italia, bravo Elkana, bravo vinificatore Georgiano! :D
დიიიიდი გრაცია, შენ დაიმსახურე ის ნახატი, რომელსაც გაჩუქებას ვუპირებდი. მოემზადე პრიზის მისაღებად :D


qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჩაო იტალია, ბონჯორნო ჯორჯია.

Post by qvevri » 09 ნოე 2008, 22:50

Linda wrote:Image

Bravo ragazzo
გრაცია სენიორიტა :D

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჩაო იტალია, ბონჯორნო ჯორჯია.

Post by Mta Mkvarebia » 09 ნოე 2008, 22:56

qvevri
გე-ნა-სა-ლეეეე :lol:
დავიმსახურე თუ გამოგძალე? :wink:
Che sorpresa! Mille grazie. Sono molto contento :D
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჩაო იტალია, ბონჯორნო ჯორჯია.

Post by qvevri » 09 ნოე 2008, 23:00

Mta Mkvarebia wrote:qvevri
გე-ნა-სა-ლეეეე :lol:
დავიმსახურე თუ გამოგძალე? :wink:
Che sorpresa! Mille grazie. Sono molto contento :D
რის გამოძალვა რა გამოძალვა შენ ეს ჭეშმარიტად დაიმსახურე :D

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]